ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეორე წილი ხვდა სიმონს, სიმონიანთა შტოს, მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი სამკვიდრო იუდაელთა სამკვიდროს შორის იყო.

1

და აღმოუჴდა ნაწილი მეორე სჳმეონს და იყო სამკჳდრებელი მათი საშუვალ ნაწილსა ძეთა იუდაჲსთასა.

2 მათ სამკვიდროში შედიოდა: ბეერ-შება, შებაყი და მოლადა; 2 და იყო მათა სრულიად ბერსაბე, და საბეჱ და მოლადამ,
3 ხაცარ-შუყალი, ბალა და ყაცემი; 3 და ასერსუალი და ბათული, და ბოლოჲ და ასუმი,
4 ელთოლადი, ბეთული და ხორმა; 4 და ელთუმადი, და ერმაჲ,
5 ციკლაგი, ბეთ-მარქაბოთი და ხაცარ-სუსა; 5 და სეკელა და ბეთამმარქაგოთი, და ასერსურიმი.
6 ბეთ-ლებაოთი და შარუხენი - ცამეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 6 და ბეთლაბათი, და აგარაკნი მათნი. და ქალაქები ათცამეტი და დაბნები მათი, იანი, და ჰრემონი, და იეთერი, და ასანი, ქალაქები ოთხი და დაბნები მათი,
7 ყაინი, რიმონი, ყეთერი და ყაშანი - ოთხი ქალაქი თავისი დაბებითურთ, 7  
8 და ყველა დაბა, რაც კი ამ ქალაქების ირგვლივ არის, ბაყალათ-ბეერამდე, სამხრეთ რამამდე. ეს არის სიმონიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით. 8 რომელ იყო გარემო ქალაქთა ამათ ვიდრე ბალეთ ბერსამოთმდე. მისავალთა იამეთდ ბღუარით კერძო. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა სჳმეონისთა.
9 იუდაელთა ნაკვეთიდან იყო გამოყოფილი სიმონიანთა სამკვიდრო, რადგან ზედმეტი წილი ჰქონდათ იუდაელებს და ამიტომაც მათ სამკვიდროში დაიმკვიდრეს სიმონიანებმა თავიანთი სამკვიდრო. 9 რამეთუ იყოს ნაწილი ძეთა იუდაჲსთაჲ უფროჲს მათსა. და დაიმკჳდრეს ძეთა სჳმეონისთა შორის მათსა.
10 მესამე წილი ზებულონიანებს ხვდა მათი საგვარეულოების მიხედვით; სარიდამდე აღწევდა მათი სამკვიდროს საზღვარი. 10 და აღმოუჴდა მესამე ნაწილი ზაბულონისი ტომად-ტომად მათა, და იყვნეს საზღვარნი სამკჳდრებელისა მათისანი სართითმდე.
11

მიდის საზღვარი ზღვისკენ და მარღალისკენ და ეკვრის დაბაშეთს, აგრეთვე ხევს, იაკნეყამის გასწვრივ რომ არის.

11 საზღვარად მათა ზღუაჲ: და მიიწიოს...დმდე ჴევსა, რომელ არს პირისპირ იეკნამსა.
12 ბრუნდება სარიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, ქისლით-თაბორამდე; მიდის დაბრათისკენ და აღწევს იაფიაყს. 12 და მიიქცეს სარითით მართლ აღმოსავალით ბეთსამონსა საზღვართა ზედა ქასალოთ თაბორისათა და განვიდეს
13 იქიდან კვლავ აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, გაუვლის გეთს, ხეფერს და ყითა-კაცინს, და მიდის რიმონისკენ, მეთოარისკენ და ნეყასკენ. 13 დაბრათდ კერძო და აღვიდეს იაფგაიდდ კერძო და მიერ მი-გარე-ვიდეს მართლ აღმოსავალად გათად კერძო ქალაქად კასიმდ და განვიდეს ჰერმოთამმათარინ ანნუათდ.
14 უხვევს საზღვარი ჩრდილოეთით ხანათონისკენ და წყდება იფთახელის ველზე. 14 და მი-გარე-ვლოს საზღვართა ზედა ჩრდილოჲსათა ენათონდ კერძო. და იყოს გამოსავალი მათი გეითიეფთაელდ კერძო,
15 კატათი, ნახალალი, შიმრონი, იდეალა და ბეთლემი - თორმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 15 და კატტათი, და ნაალოლი, და სერმონი, და იადელაჲ, და ბეთლემი.
16 ეს არის ზებულონიანთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ. 16 ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ზაბულონისათა, ტომად-ტომად მათა ქალაქები ესე არს და დაბნები მათი.
17 ისაქარს ხვდა მეოთხე წილი, ისაქარიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით. 17 და იზაქარს აღმოუჴდა წილი მეოთხე ძეთა იზაქარისთა ტომად-ტომად მათა
18 მათი საზღვარი იყო: იზრეყელი, ქესულოთი და შუნემი, 18 და იყვნეს საზღვარნი მათნი: იეზრაელი, და ქასელოთი,
19 ხაფარაიმი, შიონი და ანახარათი; 19 და სუნამი და აფერაიმი, და სიანი, და ჰრნათი, და ანარეთი, და რაბბოთი და კესიონი და აემსი,
20 რაბოთი, კიშიონი და აბეცი; 20 და ჰრამათი და ენგანნიმი, და რინთ, და ენადაჲ,
21

რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი.

21

და რაბბოთ, და კესიონ და აიემის რაჲენოთ და ენგდის და ენგდდო, და ჰრეთფასჱ.

22 ეკვრის საზღვარი თაბორს, შახალიმას და ბეთ-შემეშს და წყდება საზღვარი იორდანესთან. თექვსმეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 22 და მიიწინეს საზღვარნი თაბორდ და სასიმად კერძო ზღჳთ და ბეთსამდ. და იყოს გამოსავალი საზღვართა მათთა იორდანჱ.
23 ეს არის ისაქარიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ. 23 ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა იზაქარისთა ტომად-ტომად მათა, ქალაქები და ვანები მათი.
24 ხვდა მეხუთე წილი აშერიანთა შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით. 24 და აღმოუჴდა მეხუთე წილი ნათესავსა ძეთა ასერისთასა ტომად-ტომად მათა.
25 მათი საზღვარი იყო ხელკათი, ხალი, ბეტენი და აქშაფი; 25 და იყვნეს საზღვარნი მათნი: ქელკათი და ოული, და ბატნაჲ, და აქსაფი, და ლიმელიქი,
26 ალამელექი, ყამყატი და მიშალი. ეკვრის ქარმელს დასავლეთის მხრიდან და შიხორ-ლიბნათს. 26 და ამადი და მასალი და მიიწიოს კარმელად ზღჳთ კერძო და სიურდ, და ლაბანაოდ, და სამდ.
27 უკან ბრუნდება მზის აღმოსავლეთის მიმართულებით ბეთ-დაგონისკენ და ეკვრის ზებულონს და იფთახელის ველს ჩრდილოეთის მხრიდან ბეთ-ყეშეკთან, ნეყიელთან და მიდის ქაბულისკენ მარცხნივ. 27 და მიიქცეს აღმოსავალით კერძო მზისათ ბეთაგონდ და მიიწიოს ზაბულონდ და ქუეყანად იეთფალისად ჩრდილოჲთ კერძო და შევიდეს საზღვართა ასაფთაისათა ბეთაემიკდ და მივიდეს გარეშე საზღუართა ანიელისთა და შევიდეს ქაბოლდ, მარცხლ კერძო.
28 ყებრონი, რეხობი, ხამონი და კანა დიდ ციდონამდე. 28 და აქრანი, და ჰროობი, და ამმონი, და კანაჲ, და სიდონდმდე დიდად.
29 ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე-ქალაქამდე; ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან - ხებელიდან აქზიბამდე. 29 და გარეაღიქცევის საზღვარი ჰრამად ვიდრე ქალაქადმდე ძნელად ხჳრელთად და აღვალს საზღვარი ოსად კერძო და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ და ნაწილისაგან იაქსიფისა.
30 ეუმა, აფეკი, რეხობი - ოცდაორი ქალაქი თავისა დაბებითურთ. 30 და ამოჲსი, და აფეკი, და ჰროობი, ქალაქები ოცდაორი.
31

ეს არის აშერიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ.

31

ესე სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა უერისთაჲ ტომად-ტომად მათა, ქალაქები მათი და დაბნები მათი.

32 ნაფთალიანებს შეხვდათ მეექვსე წილი, ნაფთალიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით. 32 და ძეთა ნეფთალემისთა ტომად-ტომად მათა აღმოუჴდა წილი მეექუსე.
33 მათი საზღვარია ხელეფიდან, ცაყანანიმის მუხნარიდან ადამი-ნეკების და იაბნიელის გავლით ლაკუმამდე და წყდება იორდანესთან. 33 და იყვნეს საზღვარნი მათნი მეელეფი, და მაელოჲ, და ბესენანი, და არმჱ, და ნაკები, და იაბნელი ლაკუმდე და იყვნეს გამოსავალნი მათნი იორდანედ.
34 უკან ბრუნდება საზღვარი დასავლეთის მიმართულებით აზნოთ-თაბორისკენ, იქიდან მიდის ხუკოკისკენ და ეკვრის ზებულონს სამხრეთიდან, ხოლო აშერს ეკვრის დასავლეთიდან და იუდას იორდანესთან მზის აღმოსავლეთით. 34 და მოიქცევის საზღუარი ზღუად კერძო აზანოთ თაბორდ, განვალს მიერ იაკოკდ, და მიიწიოს ზაბულონისა ბღუარით კერძო და ასერისა მიიწიოს ზღჳთ კერძო და იორდანე იყოს აღმოსავალით კერძო.
35 ციხე-ქალაქებია: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი და ქინარეთი; 35 და ქალაქი ზღჳსკიდები ტჳრელთაჲ, ტჳროსი, და ამათი.
36 ადამა, რამა და ხაცორი, 36 და ადამი, და ჰრამაჲ, და ასორი.
37 კედეში, ედრეი და ყენ-ხაცორი, 37 და კედესი, და ედრაინი, და წყაროჲ ასორი,
38 ირეონი, მიგლად-ედი, ხარემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში - ცხრამეტი ქალაქი თავისი დაბებითურთ. 38 და იარიონი და მაგდალიჱლი, ორამი და ბეთანათი, და თასმოსი, ქალაქები ათცხრამეტი და ვანები მათი.
39 ეს არის ნაფთალიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ. 39 ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ნეფთალემისთაჲ ტომადტომად მათა.
40 დანიანების შტოს მათი საგვარეულოების მიხედვით შეხვდა მეშვიდე წილი. 40 და დანს აღმოუჴდა წილი მეშჳდე.
41

მათი სამკვიდროს საზღვარი იყო: ყორყა, ეშთაოლი და ყირშემეში,

41

და იყვნეს საზღვარნი სამკჳდრებელისა მათისანი: სარააჲ და ესთაული, და ქალაქი სამესი.

42 შაყალაბონი, აიალთნი და ითლა, 42 და სალაბინი, და იაალომი, და ითლაჲ, და ელონი, და თამნაჲ, და კარონი,
43 ელონი, თიმნათა და ყეკრონი, 43 და ელთეკლაჲ და გაბათონი, და აბალოთი, და ისუთი.
44 ელთეკე, გიბთონი და ბაყალა, 44 და ბანებარა, და ქალაქი მისი, და იალონ,
45 იჰუდი, ბარაკიანები და გათ-რიმონი; 45 და ელონ, და აკკარონ, გაბათონ.
46 იარკონის წყალი, რაკონი საზღვრებითურთ იაფოს მახლობლად. 46 და გრემონი, და ზღჳთგან სოქორით საზღვარი მახლობელად იოპესა.
47 გადასცდა მათ დანიანთა საზღვარი. გავიდნენ დანიანები და შეებრძოლნენ ლეშემს და აიღეს იგი, მახვილით მოსრეს, დაისაკუთრეს და დასახლდნენ იქ. უწოდეს ლეშემს დანი, თავიანთი მამამთავრის, დანის სახელი. 47 და აღმოუჴდა საზღვარი ძეთა დანისთა მათგან. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა დანისთა ტომად-ტომად მათა, ქალაქები და დაბნები მათი. და აჭირეს ძეთა დანისთა ამორეველსა, მაჭირებელსა მათსა, მთასა შინა. და არა უტევებდეს მათ ამორეველნი შთასლვად ველად და იჭირვოდა მათგან საზღვარი ნაწილისა მათისა. და წარვიდეს ძენი დანისნი და ჰბრძოდეს ლესემსა, და დაიპყრეს იგი და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და დაეშენნეს მუნ და უწოდეს სახელი მისი ლესენდან მსგავსად სახელისა მის მთისაჲსა.
48 ეს არის დანიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ეს ქალაქებია მათი დაბებითურთ. 48 ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა დანისთა ტომად-ტომად მათა, ქალაქები ესე და დაბნები მათი.
49 დაამთავრეს ქვეყნის დანაწილება სამკვიდროებად საზღვრების მიხედვით. თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო ისრაელიანებმა იესო ნავეს ძესაც. 49 და დაასრულეს ქუეყანაჲ იგი დამკჳდრებად საზღვრად-საზღვრად მათა. და ამორეველი დაშთა დამკჳდრებად აელომს და სალამიდს შინა. და დამძიმდა ჴელი ეფრემისი მათ ზედა. და ექმნეს მათ იგი მოჰარკე და წარვიდეს მოხილვად ქუეყანისა და საზღვართა მათთა. და სცეს ძეთა ისრაჱლისათა ნაწილი ისოს ძეთა ნავესთა მათ შორის ბრძანებითა უფლისათა.
50 უფლის ბრძანებისამებრ მისცეს მას ქალაქი, რომელსაც მოითხოვდა - თიმნათ-სერახი ეფრემის მთაზე. ააშენა ქალაქი და დასახლდა იქ. 50 და მისცა მას ქალაქი, რომელ ითხოვა, თამნათსარაჲ, რომელ არს მთასა ეფრემისასა და აღაშენა ქალაქი და დაეშენა მუნ.
51 ესენია სამკვიდროები, რომლებიც დაურიგეს ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და მამამთავრებმა ისრაელიანთა შტოებს წილის ყრით სილოამში, უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას. 51 ესე არს განყოფაჲ, რომელ დაუმკჳდრეს ელიაზარ მღდელმან და ისო, და ისო ნავესი და მთავართა ტომთა ნათესავთა ისრაჱლისათა წილით სედომს შინა წინაშე უფლისა კართა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და წარვიდეს მოხილვად ქუეყანისა.