1 |
იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.
|
1 |
იგავნი სოლომონისნი, ძისა დავითისა, რომელი მეფობდა ისრაჱლსა ზედა,
|
2 |
სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების
შესაგნებად; |
2 |
ცნობად სიბრძნისა და სწავლულებისა, ცნობად სიტყუათა
გონიერებისათა, |
3 |
ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების
მისაღებად. |
3 |
შეწყნარებად ქცევითა სიტყუათა, ცნობად სიმართლისა
ჭეშმარიტებით და სასჯელისა წარმართებად, |
4 |
ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და
გონიერების მისანიჭებლად. |
4 |
რათა მისცეს უმანკოთა მეცნიერებაჲ და ყრმათა ჩჩჳლთა
ცნობაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ. |
5 |
გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს
თავგზიანობა. |
5 |
რომელთა ესმეს ბრძენსა და უბრძნეს იყოს;
მენავეთმოძღურობაჲ მოიპოოს, ხოლო მეცნიერმან მოღუაწებაჲ მოიპოოს, |
6 |
რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ
არაკებს. |
6 |
ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ, თქმული ბრძენთაჲ, და
უწყებანი მათნი. |
7 |
უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება
ბრიყვებს არ უყვართ. |
7 |
და დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. გულისჴმა კეთილ
ყოველთა, რომელთა ყონ იგი, ხოლო კუალად მსახურებაჲ ღმრთისამიმართი, დასაბამ
ცნობისა - სიბრძნე და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან. |
8 |
ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ
გადახვალ. |
8 |
ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ, და ნუ განეშორები
შჯულსა დედისა შენისასა, |
9 |
რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის
სამკაულია. |
9 |
რამეთუ გჳრგჳნი მადლისა დაიდგა თავსა შენსა, და მანიაკი
ოქროჲსაჲ ყელსა შენსა. |
10 |
შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას. |
10 |
შვილო, ნუსადა გაცთუნებენ შენ კაცნი უღმრთონი, ნუცა
ინებებ სლვად გზათა მათთა. |
11 |
თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ,
უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო, |
11 |
გილოცვიდენ ღათუ და გეტყოდიან: მოედ ჩუენ თანა და მეზიარე სისხლსა დავარწყოთ
ქუეყანად კაცი მართალი სიცრუვით, |
12 |
შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო,
|
12 |
და შთავნთქათ იგი, ვითარცა ჯოჯოხეთმან ცხოველი, და აღვიღოთ ქუეყანით საჴსენებელი
მისი.
|
13 |
მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები
ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო, |
13 |
და მონაგები მისი მრავალსასყიდლისაჲ დავიპყრათ და აღვავსნეთ სახლნი ჩუენნი
ნატყუენავითა.
|
14 |
წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, - |
14 |
ნაწილი შენ შემოჰრთე ჩუენ თანა და ზოგად პავასიკი მოვიგოთ ყოველთა და ვაშკარანი
ერთი იყავნ ჩუენ ყოველთაჲ.
|
15 |
შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს, |
15 |
შვილო, ნუ ხვალ გზასა მათ თანა. მოაქციენ ფერჴნი შენნი ალაგთაგან მათთა,
|
16 |
რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის
დასაღვრელად იჩქარის. |
16 |
რამეთუ ფერჴნი მათნი ბოროტისა მიმართ რბიან და მოსწრაფე არიან დათხევად სისხლისა,
|
17 |
ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ: |
17 |
რამეთუ არა ცუდად დაურწყიან მახე მფრინველსა,
|
18 |
თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი
თავის მოსაკლავად დადარაჯებულან. |
18 |
რამეთუ იგინი, რომელნი კაცის-კლვასა თანამდებ არიან, იუნჯებენ თავისა თჳსისა ძჳრსა,
ხოლო დაქცევაჲ კაცთა უშჯულოთაჲ ბოროტ არს.
|
19 |
ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს
ამოართმევენ სულს. |
19 |
ესე გზანი არიან ყოველთანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რამეთუ უღმრთოებითა სულნი
მათნი წარიწყმიდნიან.
|
20 |
სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას; |
20 |
სიბრძნე გამოსავალთა იქებინ და უბანთა ზედა განცხადებულად იქცევის,
|
21 |
ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭეებთან, ქალაქში,
აცხადებს თავის სიტყვას: |
21 |
ზედა წუერთა ზღუდეთასაჲ იქადაგების, ბჭეთა ზედა ძლიერთასა დაადგრების, ბჭეთა ზედა
ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ.
|
22 |
როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის
უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა
სძულდეთ უმეცრებს ცოდნა? |
22 |
რაოდენ ჟამ უმანკონი იყვნენ, სიმართლესა შინა არა ჰრცხუენოდის, ხოლო უგუნურნი იგი
გინებისა არიან გულისმთქუმელ: უღმრთო იქმნეს და მოიძულეს მეცნიერებაჲ,
|
23 |
მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს
სიტყვებს.
|
23 |
და თანამდებ იქმნეს მხილებისა; აჰა, ესერა, მე წინაგიყოფ თქუენ სულისა ჩემისა
თქუმულთა და გასწავლნე თქუენ სიტყუანი ჩემნი.
|
24 |
ვინაიდან მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს
აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო. |
24 |
რამეთუ გიწოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი. და განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი და არა
მერჩდით მე.
|
25 |
უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ
ათხოვებდით. |
25 |
არამედ შეურაცხ-ჰყვენით ზრახვანი ჩემნი და მხილებათა ჩემთა არა მომხედეთ.
|
26 |
და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა
თავზარი დაგეცემათ; |
26 |
აწ უკვე წარწყმედასა თქუენსა მეცა გეცინოდი და მომცხრებოდის.
|
27 |
როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით
დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება. |
27 |
რაჟამს მოიწიოს თქუენ ზედა ჭირი მომსრველი და ოდეს იგლოვდეს თქუენ ზედა მეყსეულად
შფოთი, ხოლო დაქცევაჲ მსგავსად ნიავქარისა მოვიდეს, ანუ რაჟამს მოგიჴდეს თქუენ ჭირი
და გარემოდგმაჲ.
|
28 |
მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას
დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან, |
28 |
რამეთუ იყოს, ოდეს მხადოდით მე, ხოლო მე არა ვისმინო თქუენი; მეძიებდენ მე უკეთურნი
და არა მპოონ,
|
29 |
რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირ ჩიეს, |
29 |
რამეთუ მოიძულეს სიბრძნე და შიში ღმრთისაჲ არა გამოიძიეს,
|
30 |
არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი
დარიგება, |
30 |
და არცა ინებეს ჩემთა ზრახვათა კრძალვაჲ და შეურაცხ-ყვნეს მხილებანი ჩემნი.
|
31 |
იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი
ზრახვებით გაძღებიან. |
31 |
აწ უკუე ამიერითგან ჭამდენ თავისა თჳსისა გზისა ნაყოფსა და გულისთქუმითა თჳსითა
განძღენ.
|
32 |
რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და
თავქარიანებს დაუდევრობა. |
32 |
ამისთჳს, რამეთუ ავნებდეს ჩჩჳლთა და მოსწყუედდეს, და განკითხვამან უღმრთონი
მოსრნეს,
|
33 |
ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის
შიში არ ექნება. |
33 |
ხოლო რომელმან ისმინოს ჩემი, და დაემკჳდროს სასოებით, და დაადგრეს უშიშად
ყოვლისაგან ბოროტისა.
|