1 |
იგავნი სოლომონისა.
ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
|
1 |
ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო ძე უგუნური მწუხარებაჲ დედისა.
|
2 |
ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი
სიკვდილისგან იხსნის. |
2 |
ვერ სარგებელ იყუნენ საუნჯენი უსჯულოთა, ხოლო სიმართლემან
სიკუდილისაგან იჴსნას. |
3 |
უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა
სიხარბეს უკუაგდებს. |
3 |
არა მოაკუდინოს სიყმილითა უფალმან სული მართლისაჲ, ხოლო
ცხორებაჲ უღმრთოჲსა დაამჴჳს. |
4 |
ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს. |
4 |
სიგლახაკემან კაცი დაამდაბლის, ხოლო ჴელთა მჴნეთა
განამდიდრიან. |
5 |
ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც
სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია. |
5 |
შვილი სწავლული ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური, ვითარცა მონაჲ,
იმსახუროს. განერა სიცხისაგან შვილი გონიერი, ხოლო ხორშაკეულ იქმნა კალოთა
ზედა შვილი უსჯულოჲ, |
6 |
მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით
არის სავსე. |
6 |
კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართალთასა, ხოლო პირი
უღმრთოთა დაფაროს გლოვამან უჟამომან. |
7 |
კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი
დალპება. |
7 |
ჴსენებაჲ მართლისა ქებით იყოს, ხოლო სახელი უღმრთოჲსა
დაშრტეს. |
8 |
გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება. |
8 |
ბრძენმან გულითა შეიწყნარნის მცნებანი, ხოლო უთმინოჲსა
ბაგითა ბრკუმით შეუბრკუმეს. |
9 |
უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების
გამამრუდებელი ნამხილები იქნება. |
9 |
რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით, ხოლო
რომელი განსდრეკდეს გზასა თჳსსა, საცნაურ იყოს. |
10 |
თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება. |
10 |
რომელი წამ-უყოფნ თუალითა ზაკვით, იგი შეუკრბნ კაცთა
მწუხარებასა, ხოლო რომელი ამხილებნ განცხადებულად, იგი მშჳდობასა ჰყოფნ. |
11 |
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი
ძალადობით არის სავსე. |
11 |
წყაროჲ ცხორებისა ჴელსა შინა მართლისასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს
წარსაწყმედელმან. |
12 |
სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. |
12 |
სიძულილმან აღადგინოს ძლევა, და ყოველნი, რომელნი არა მახლობელ იყვნენ, დაფარნეს
სიყუარულმან. |
13 |
გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი
ჯოხი. |
13 |
რომელი ბაგეთაგან წარმოიღებნ სიბრძნესა, კუერთხითა ჰგუემნ კაცსა უგულოსა. |
14 |
ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა
დაღუპვასთან. |
14 |
ბრძენთა დაიფარიან მეცნიერებაჲ, ხოლო პირი წარმდებთა მიეახლოს შემუსრვასა. |
15 |
მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა
დამღუპველი - მათი სიღატაკე. |
15 |
მონაგები მდიდართა ქალაქი ძლიერი, ხოლო შემუსრვაჲ უძლურთა სიგლახაკე. |
16 |
მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა
მონახვეჭი ცოდვაა. |
16 |
საქმემან მართალმან ცხორებაჲ ყვის, ხოლო ნაყოფ უღმრთოთა - ცოდვაჲ. |
17 |
შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული
დაეხეტება.
|
17 |
გზათა ცხორებისათა სცავს უფალი და სწავლულებაჲ უმხილებელი სცთების.
|
18 |
სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის
გამავრცელებელი კი სულელია. |
18 |
მტერობაჲ დაფარიან ბაგეთა მართალთა, ხოლო რომელნი წარმოიღებდენ გინებასა, იგინი
უგუნურ არიან. |
19 |
ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების
ამლაგმავი გონიერია. |
19 |
მრავლისმეტყუელებისაგან ვერ განერე ცოდვასა, ხოლო ერიდებოდი თუ ბაგითა, გონიერ იყო. |
20 |
მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი
ნამცეცის ოდენაა. |
20 |
ვეცხლი არს გამოჴურვებული ენაჲ მართალი, ხოლო გულთა უღმრთოთასა მოაკლდეს. |
21 |
მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი
უჭკუობით იხოცებიან. |
21 |
ბაგეთა მართალთა იციან სიმართლე, ხოლო უგუნურნი ნაკლულევანებასა შინა აღესრულნენ. |
22 |
უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა
მას. |
22 |
კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართლისასა და მან განამდიდროს და არღარა დაერთოს მას
მწუხარებაჲ გულისა. |
23 |
უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა -
სიბრძნეში. |
23 |
სიცილით იქმნ უგუნური ძჳრსა, ხოლო ბრძენი კაცი ზრახავნ გულისჴმის-ყოფასა. |
24 |
რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი
სასურველი მიეცემა. |
24 |
წარსაწყმედელად იქცევინ უღმრთოჲ, ხოლო გულისთქუმაჲ მრავალთა სათნო არს. |
25 |
როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი
დაფუძნებულია სამარადისოდ. |
25 |
მობერვასა ნიავქარისასა წარსწყმედს უღმრთოჲ, ხოლო მართალმან მოჰრიდოს და ცხონდეს
უკუნისამდე. |
26 |
რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა
ზანტი კაცი თავისი მიმავლინებლისთვის. |
26 |
ვითარცა კაწახი ავნებნ კბილთა და კუამლი თვალთა, ეგრეთვე უსჯულოებამან ავნის,
რომელნი მას ზედა ვალნ. |
27 |
უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა
წლები შემოკლდება. |
27 |
შიშმან უფლისამან შესძინოს დღეთა, ხოლო წელნი უღმრთოთანი შემცირდენ. |
28 |
მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი
დაიღუპება. |
28 |
ყოვნის სიხარულმან მართალთა ზედა, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს. |
29 |
უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა
ბოროტმოქმედთათვის. |
29 |
ზღუდე წმიდათა შიში უფლისაჲ, ხოლო შემუსრვაჲ მოქმედთა ძჳრისათა. |
30 |
მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ
დაივანებენ ქვეყანაზე. |
30 |
მართალი უკუნისამდე არა შეირყიოს, ხოლო უღმრთოთა ვერ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. |
31 |
მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი
მოიკვეთება. |
31 |
პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ენაჲ უწესოჲ შეიმუსროს. |
32 |
მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი -
ღალატს. |
32 |
ბაგეთა მართლისათა აღმოადინონ მადლი და პირნი უღმრთოთანი დაიყვნენ. |