1 |
მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი.
|
1 |
უღელი ზაკული საძაგელ არს წინაშე უფლისა, ხოლო სასწორი სიმართლისა სათნო არს
მისსა.
|
2 |
ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი
სიბრძნეა. |
2 |
სადა შევიდეს გინებაჲ, მუნცა უპატიოებაჲ, ხოლო პირი
ბრძენთა იწურთიდეს სიბრძნესა. |
3 |
წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი
დაღუპავს მათი ცხოვრება. |
3 |
სიმართლე უძღოდის მართალთა მათ და დაბრკოლებამან
თავისმოთნენი დაამჴუნის. |
4 |
არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის
სიკვდილისგან. |
4 |
არად სარგებელ-ეყოს მონაგები დღესა რისხვისასა, ხოლო
სიმართლემან იჴსნეს სიკუდილისაგან. (მოკუდა მართალი და დაუშთა სინანული.
ხოლო ჴელთ-დებაჲ და მოსაცხრომელ იქმნეს უღმრთოთა წარწყმედა). |
5 |
უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი
უკეთურებით დაეცემა. |
5 |
ხოლო სიმართლემან უბიწოსამან წარიმართმეს გზანი, ხოლო
უღმრთოებაჲ დაეტეოს ცრუთა ზედა. |
6 |
გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი
თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან. |
6 |
სიმართლემან კაცთა მართალთამან იჴსნნეს იგინი, ხოლო
უღმრთოებითა თჳსითა მოისრვიან უშჯულონი. |
7 |
ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და
ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია. |
7 |
აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოებაჲ,
ხოლო სიქადული უღმრთოთა მოისპოს. |
8 |
მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს
დაატყდება თავს. |
8 |
მართალი მჴეცისაგან განერეს და მის წილ მიეცეს უღმრთოჲ. |
9 |
პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი
ცოდნით გადარჩებიან. |
9 |
პირსა უღმრთოთასა საფრჴე მოქალაქეთა, ხოლო ცნობამან
მართლისამან განაგის იგი. |
10 |
მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს. |
10 |
მართალმან კეთილსა შინა წარჰმართოს ქალაქი და წარწყმედა
უღმრთისა სიხარული. |
11 |
წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი
ინგრევა. |
11 |
კურთხევითა წრფელთათა აღემართოს ქალაქი, ხოლო პირითა უღმრთოთათა დაიქცეს. |
12 |
ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.
|
12 |
შეურაცხ-ყვნის მოქალაქენი ნაკლულევანმან გონებითა, ხოლო კაცი გონიერი მყუდროებით
იქცევინ.
|
13 |
ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი
ინახავს სიტყვას. |
13 |
კაცი ორენა განაცხადებს მოყუსისა ხუაშიადსა, ხოლო სარწმუნომან დაფაროს იგი. |
14 |
თავგზიანობის უქონლობისას ეცემა ხალხი, რიცხვმრავალ
მრჩევლებში კი გადარჩება. |
14 |
რომელთა არა აქუნდეს განკარგვა, დაცჳვეს ვითარცა ფურცელი, ხოლო ცხორება არა იპოოს
მრავალთა განმზრახთა თანა. |
15 |
ვინც უცხოს თავდებად უდგება, ბოროტებას გადავყრვბა, ხოლო
ვისაც თავდებობა სძულს, უსაფრთხოდ არის. |
15 |
ბოროტი ცდილობს, ბოროტი სადა შეამთხვიოს მართალსა და სძულან ჴმანი კეთილნი. |
16 |
მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი
სიმდიდრეს იხვეჭენ. |
16 |
უღონონი მცირედ მდიდარ იქმნებიან, ხოლო მჴნეთა დაიმკვიდრონ სიმდიდრე. |
17 |
მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი
თავის სხეულს ღუპავს. |
17 |
სულსა თჳსსა კეთილი უყვის კაცმან მოწყალემან, ხოლო განხრწნის ჴორცნი თჳსნი
უწყალომან. |
18 |
ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის, სიმართლის მთესველი კი
ჯილდოს ღებულობს. |
18 |
უღმრთომან ქმნის საქმე სიცრუვისა, ხოლო თესლი მართალთა სასყიდელი ჭეშმარიტებისა. |
19 |
სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი
კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება. |
19 |
შვილი მართალი იშვის ცხორებად, ხოლო დევნულებაჲ უღმრთოთა სიკუდიდ. |
20 |
გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი
სათნოა მისთვის. |
20 |
საძაგელ უფლისა გულარძნილნი გზანი; შეწყნარებულ მისსა ყოველნი უბიწონი, |
21 |
იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი
გადარჩება. |
21 |
რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უტანჯველ იყოს; ხოლო, რომელი სთესვიდეს
სიმართლესა, მოიღოს სასყიდელი სარწმუნო. |
22 |
გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე.
|
22 |
ვითარცა საყური ყელსა ღორისასა - დედაკაცსა სახებოროტსა - სიკეთე.
|
23 |
მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი
რისხვაა. |
23 |
გულისთქუმაჲ მართლისაჲ ყოველივე კეთილ, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს. |
24 |
ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია,
მაგრამ სიღარიბეშია. |
24 |
არიან, რომელნი თესლსა სთესვენ და უფროჲსსა შეიკრებენ, და არიან, რომელნი შეიკრებენ
სხუათასა და მოაკლდების. |
25 |
ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად
დარწყულდება. |
25 |
სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ. |
26 |
ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე
კურთხევაა. |
26 |
რომელმან შეიკრძალოს იფქლი, დაუშთის იგი წარმართთა, და რომელნი ძნელად ჰყოფდენ
იფქლსა, ერის წყეულ იყავნ, ხოლო კურთხევაჲ უფლისაჲ თავსა ზედა უხჳსასა. |
27 |
ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების
მძებნელს კი ბოროტება ეწევა. |
27 |
რომელი იქმოდის კეთილსა, ეძიებს მადლსა კეთილსა, ხოლო რომელი გამოეძიებს ბოროტსა,
ეწიოს მასვე. |
28 |
თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი
ფოთლებივით გაიშლებიან. |
28 |
რომელი ესვიდეს სიმდიდრესა, დაეცეს, ხოლო, რომელი ეწეოდის მართალსა, იგი
განბრწყინდეს. |
29 |
თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს, უმეცარი
გულბრძენის მორჩილია. |
29 |
რომელი არა შეეზავებოდის სახლსა თჳსსა, მან დაიმკჳდრნეს ქარნი, და ჰმონებდეს
უგუნური ბრძენსა. |
30 |
მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ბრძენკაცი კი სულებს
იზიდავს. |
30 |
ნაყოფისაგან სიმართლისა აღმოსცენდეს ხე ცხორებისა; მიეხუნენ უჟამოსა სულნი
უშჯულოთანი. |
31 |
თუკი მართალს სანაცვლო მიეზღვება ამქვეყნად, მითუმეტეს
ბოროტეულს და ცოდვილს. |
31 |
უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღამე იპოოს? |