1 |
ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, ვისაც მხილება ეჯავრება, ბრიყვია.
|
1 |
რომელსა უყუარდეს სწავლაჲ, უყუარს მას ბრძნულებაჲ, ხოლო, რომელსა სძულდეს
მხილებაჲ, უგუნურ არს.
|
2 |
კეთილი კაცი უფლისგან მადლს შეიძენს, ავისმზრახველს კი
შეაჩვენებს. |
2 |
უმჯობეს არს, რომელმან პოვა მადლი უფლისა მიერ ღმრთისა,
ხოლო კაცი უშჯულოჲ დაიდუმოს. |
3 |
კაცი სიბოროტით ვერ განმტკიცდება, მართალთა ფესვი კი
შეურყეველია. |
3 |
ვერ წარემართოს კაცსა უსჯულოებისაგან, ხოლო ძირნი
მართალთანი არა აღიფხურნენ. |
4 |
ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი
მისი ძვლების გამომშრობელია. |
4 |
დედაკაცი მჴნე და გონიერი გჳრგჳნი არს ქმრისა თჳსისა,
ხოლო, ვითარცა ძელსა მღილი, ეგრეთ წარწყმიდის ქმარი თჳსი დედაკაცმან
ბოროტისმოქმედმან. |
5 |
მართალთა ზრახვები სამართლისაკენაა, ბოროტეულთა ფიქრები
კი სიცრუეა. |
5 |
გულისსიტყუანი მართალთანი სამშჯავროჲ, ხოლო უღმრთონი
იღუწიდენ ზაკვასა. |
6 |
ბოროტეულთა სიტყვები სისხლისღვრას ამზადებს, ხოლო
გულწრფელებს კი მათი ბაგეები გადაარჩენს. |
6 |
სიტყუანი უშჯულოთანი ზაკვენ სისხლთა სისხლვად, ხოლო
პირმან მართალთამან იჴსნეს იგინი. |
7 |
ბოროტეულნი დაემხობიან და გაქრებიან, მართალთა სახლი კი
მტკიცედ დგას. |
7 |
ვიდრეცა მიიქცეს უღმრთოჲ, განიხრწნეს; სახლნი მართალთანი
დაადგრეს. |
8 |
კაცს თავისი ჭკუის მიხედვით აქებენ, გულუკუღმართი კი
შეძულებულია; |
8 |
პირი გონიერისა იქებოდის კაცისაგან, ხოლო გულსნეული იგი
შეურაცხ იქმნეს. |
9 |
ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი სჯობს
თავმომწონეს, მაგრამ ულუკმაპუროს. |
9 |
უმჯობეს არს კაცი, რომელი შეურაცხებასა შინა ჰმონებდეს
თავსა თჳსსა, ვიდრე რომელი პატივსა ეძიებდეს თავისა თჳსისასა და ნაკლულევან
იყოს პურითა. |
10 |
მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია. |
10 |
სწყალობნ მართალი სულსა საცხოვართა თჳსთასა, ხოლო
ნაწლევნი უღმრთოთანი უწყალოჲ. |
11 |
თავისი მიწის მუშაკი პურით გაძღება, ჭკუათხელი კი ამაოთა
მდევნელია. |
11 |
რომელი იქმოდის თჳსსა ქუეყანასა, განძღეს პურითა, ხოლო, რომელნი შეუდგენ ამაოებასა,
უგუნურ არიან; რომელთა ტკბილ-ეყოს შეყოფა ღჳნისა, საყოფელთა შინა თჳსთა დაუტევიან
უპატიოებაჲ. |
12 |
ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება, მართალთა ფესვი კი გაიხარებს. |
12 |
გულისთქუმაჲ უღმრთოთა ბოროტ, ხოლო ძირნი ღმრთისმსახურებისანი ძლიერებასა შინა. |
13 |
ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს
აღწევს გასაჭირს. |
13 |
ცოდვისაგან ბაგეთასა შევარდეს საფრჴესა ცოდვილი, ხოლო მართალი განერეს მისგან;
რომელი ხედვიდეს წრფელად, შეწყალებულ იქმნას, ხოლო რომელი შეემთხჳოს ბჭეთა ზედა,
მან შეაწუხნეს სულნი. |
14 |
კაცი თავისი პირის ნაყოფით კეთილად დანაყრდება, თავისი
ხელის საზღაური ადამიანს უკან უბრუნდება. |
14 |
ნაყოფისაგან პირისა კაცისა აღივსოს კეთილითა სული მისი და განძღეს; მისაგებელი
ბაგეთა მისთა მიეცეს მას. |
15 |
ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება, ბრძენი კი რჩევის გამგონეა.
|
15 |
გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა, ხოლო ერჩინ ზრახვასა ბრძენი.
|
16 |
ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს
წყენას. |
16 |
უგუნური იგი დღითი დღე მიუთხრობნ ზრახვასა თჳსსა, ხოლო იფარავნ უპატიოებასა
გონიერი. |
17 |
ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს,
ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს. |
17 |
საჩინოჲ სარწმუნოებაჲ მიუთხრის მართალმან, ხოლო მოწამე ცრუთა ზაკულ არნ. |
18 |
გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი
მკურნალია. |
18 |
რომელნი იტყჳედ - მომწყლველ, განმკუეთელ, ვითარცა მახჳლი, ხოლო ენამან ბრძენთამან
განკურნა. |
19 |
მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი -
წამიერია. |
19 |
ბაგეთა მართალთა წარჰმართიან წამებაჲ, ხოლო მოწამესა მოსწრაფესა აქუს ენაჲ ცრუჲ. |
20 |
ავისმზრახველთ გულში სიცრუე აქვთ, მშვიდობისმყოფელთ კი -
სიხარული. |
20 |
ზაკვაჲ გულსა შინა მოქმედსა ბოროტისასა, ხოლო რომელთა ჰნებავს მშჳდობის-ყოფაჲ,
იხარებდენ. |
21 |
არანაირი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ხოლო ბოროტეულნი
ჭირით არიან სავსე. |
21 |
არა სთნავს მართალსა არა რაჲ ცრუჲ, ხოლო უღმრთონი განძღენ ბოროტითა. |
22 |
ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების
მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის. |
22 |
საძაგელ უფლისა ბაგენი მზაკვარნი; ხოლო, რომელმან ყვის სარწმუნოებაჲ, შეწყნარებულ
მისსა. |
23 |
საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს
როშავს. |
23 |
კაცი გულისჴმის-მყოფელი საყდარი არს მეცნიერებისა, ხოლო გული უგუნურთა შეემთხჳოს
წყევასა. |
24 |
გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა. |
24 |
ჴელმან რჩეულმან დაიპყრას ადვილად, ხოლო ზაკულნი იგი იყვნენ წარსატყუენველ. |
25 |
სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი
ახალისებს. |
25 |
სიტყუამან საშინელმან შეაძრწუნის გული კაცისა მართლისა, ხოლო სახარებამან კეთილმან
ახარის მას. |
26 |
მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ
მათივე გზა დაღუპავს. |
26 |
რომელი ცოდვიდეს, მას ეწიოს ძჳრი; ხოლო გზასა უღმრთოთასა შეაცთუნონ იგი. |
27 |
უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი
ძვირფასი განძია. |
27 |
ვერ მიემთხჳოს ზაკული ნადირსა, ხოლო მონაგებ პატიოსან არს კაცი წმიდა. |
28 |
სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და მისი სავალი უკვდავებაა. |
28 |
გზათა შინა სიმართლისათა ცხორებაჲ არს, ხოლო გზანი ძჳრმოჴსენეთანი სასიკუდინე. |