1 |
ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხილებას ყურს არ უგდებს.
|
1 |
შვილი გონიერი რჩეული არს მამისა, ხოლო ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს.
|
2 |
კაცი თავის ნათქვამისამებრ იგემებს სიკეთეს, მოღალატეთა
სული კი - ბოროტებას. |
2 |
ნაყოფისაგან სიმართლისა ჭამდეს შვილი სახიერი, ხოლო სულნი
უშჯულოთანი მოისრნენ უჟამოსა. |
3 |
პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი
დაღუპვა მოელის. |
3 |
რომელი ეკრძალებოდის პირსა თჳსსა, დაიცვას სული თჳსი;
ხოლო წარმდებმან ბაგითა შეაძრწუნოს თავი თჳსი. |
4 |
ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს;
მუყაითნი კი დანაყრდებიან. |
4 |
გულისთქუმათა შინა არს ყოველი უქმი, ხოლო ჴელნი მჴნეთანი
მოღუაწებათა შინა. |
5 |
მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება, ბოროტეული კი უნამუსოდ
იქცევა და თავს ირცხვენს. |
5 |
სიტყუაჲ ცილისა სძულს მართალსა, ხოლო უღმრთოსა ჰრცხუენეს
და არა ეცეს კადნიერებაჲ. |
6 |
სიმართლე იფარავს უმწიკვლო გზით მავალს, ცოდვილს კი
სიბოროტე ღუპავს. |
6 |
სიმართლემან დაიცვნის უმანკონი სლვასა შინა, ხოლო
უღმრთონი განაქიქნის ცოდვამან. |
7 |
ზოგიერთს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია;
სხვას ღარიბად მოაქვს თავი, მაგრამ დიდძალი დოვლათი აქვს. |
7 |
არიან, რომელნი მდიდრად გამოაჩინებენ თავთა თჳსთა და არა
რაჲ აქუნ, და არიან, რომელთა დაიმდაბლიან თავნი თჳსნი მრავალსა შინა
სიმდიდრესა. |
8 |
კაცი თავის სიცოცხლეს თავისი ქონებით გამოისყიდის,
უპოვარს კი არ ესმის შეგონება. |
8 |
საჴსარ სულისა კაცისა თჳსი სიმდიდრე; ხოლო გლახაკმან ვერ
დაუთმოს რისხვასა. |
9 |
მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი
ქრება. |
9 |
ნათელი მრავალთა მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთა დაშრტეს;
სულნი მზაკვარნი შესცთენ ცოდვასა შინა, ხოლო მართალთა ეწყალინ და სწყალობნ. |
10 |
მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა. |
10 |
უგუნური იქმს მტერობით ბოროტსა, ხოლო სიმართლისა
მზრახველი თავით თვისით ბრძენ არნ. |
11 |
ქარით მოტანილი სიმდიდრე ცოტავდება, ხელით შემგროვებელი
კი აბევრებს. |
11 |
სიმდიდრე უშჯულოებით შეკრებული მოაკლდეს, ხოლო სარწმუნოებით შემყარებულნი
განუმრავლებენ თავთა თვისთა; მართალი დგეს სასოებით, ეწყალინ და ავასხის. |
12 |
ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, სიცოცხლის ხე კი ამხდარი ოცნებაა. |
12 |
რომელი შეეწიოს გლახაკსა, გულკეთილ-ჰყოფს და სასოდ აღადგენს. |
13 |
ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება; მცნების
მოშიში კი სამაგიეროს მიიღებს. |
13 |
შეურაცხის-მყოფელნი შეურაცხ იქმნენ, და რომელთა ეშინის მცნებისა ღმრთისა, ლხინებულ
იყოს; ძესა მზაკვარსა ნუ რამე კეთილი იყოს, ხოლო მონასა ბრძენსა განემარჯოს საქმენი
და წარემართნეს გზანი მისნი. |
14 |
ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი.
|
14 |
შჯული ბრძნისა წყარო არს ცხოვრებისა, ხოლო უმეცარი საბრჴითა მოკვდეს.
|
15 |
კეთილი გონება წყალობის მომცემია, მოღალატეთა ხვედრი კი -
სასტიკი. |
15 |
სიბრძნემან კეთილმან მოსცის მადლი, და მეცნიერებამან შჯულისამან - გონება კეთილი,
ხოლო გზა შეურაცხის-მყოფელთა წარწყმდეს. |
16 |
ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას
ამხელს. |
16 |
ყოველნი მოჰაზრენი იქმენ სიბრძნითა, ხოლო უმეცართა განახვნეს სიბოროტენი თვისნი. |
17 |
ბოროტეულის მაცნე ჭირში ჩავარდება, ხოლო ჭეშმარიტ
მახარობელს განკურნება მოაქვს. |
17 |
მეფე ამპარტავანი შთავარდების მახესა, ხოლო ანგელოზმან ბრძენმან გამოიჴსნას იგი. |
18 |
დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის,
შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება. |
18 |
სიგლახაკე და შეურაცხება წარდევნოს წვრთილებამან, ხოლო რომელმან დაიმარხოს მხილება,
დიდებულ იქმნეს. |
19 |
ასრულებული ნატვრა სულისთვის ტკბილია, ბრიყვთათვის კი
ბოროტებისგან განრიდება საძულველია. |
19 |
გულისთქუმანი ღმრთისმსახურთანი დაატკბობენ სულსა, ხოლო საქმენი უღმრთოთანი შორს
არიან მეცნიერებისაგან. |
20 |
ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა
მეგობარი კი გაუბედურდება. |
20 |
რომელი თანაუვიდოდის ბრძენთა, ბრძენ იყოს, ხოლო რომელი თანაგურიობდეს უგუნურთა -
საცნაურ იყოს. |
21 |
ცოდვილებს უბედურება თანა სდევს, ხოლო მართალთ სიკეთით
გადახდებათ. |
21 |
რომელნი ცოდვიდენ, უკუანა სდევდეს ბოროტი, ხოლო მართალთა ეწიოს კეთილი. |
22 |
კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს,
ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება. |
22 |
სახიერმან კაცმან დაიმკჳდრნის შვილისშვილნი, ხოლო დაეუნჯოს მართალთა სიმდიდრე
უღმრთოთა; |
23 |
ღარიბ-ღატაკის ხოდაბუნში უხვი საზრდოა, მაგრამ ზოგჯერ
უსამართლობით იღუპება. |
23 |
მართალთა დაყუნენ სიმდიდრესა შინა წელნი მრავალნი, ხოლო ცრუნი იგი მსწრაფლ
წარწყმდენ. |
24 |
ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო
მოყვარული ჭკუას ასწავლის. |
24 |
რომელი ერიდებოდის კუერთხითა ძესა თჳსსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს,
გულსმოდგინედ სწავლინ. |
25 |
მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა სტომაქს
კი მუდამ ეშიება. |
25 |
|