1 |
ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას.
|
1 |
დედათა ბრძენთა აღაშენნეს სახლნი, ხოლო, რომელი უგუნურ იქმნა, დაარღჳა ჴელითა
თჳსითა.
|
2 |
სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზაგამრუდებულს კი
ეჯავრება იგი. |
2 |
რომელი ვიდოდის მართლ, ეშინის უფლისა, ხოლო რომელი
გარდაჰგულარძნიდეს გზასა თჳსსა, გზასა თჳსსა უპატიო იქმნას. |
3 |
ბრიყვის დასასჯელი კეტი მის პირშივეა, ბრძენთა ბაგეები კი
მათი დამცველია. |
3 |
პირისაგან უგუნურთასა კუერთხი გინებისაჲ, ხოლო ბაგეთა
მართალთა დაიცვნეს იგინი. |
4 |
სადაც ხარები არ არის, ბაგა ცარიელია; დიდი მოსავალი
ხარის ძალით არის. |
4 |
სადა არა არიან ქარნი, მუნ ბაგანი წმიდა არიან, ხოლო სადა
ქარისა ნაყოფი ფრიად, მუნ ცხად არს ქარისა ძალი. |
5 |
ჭეშმარიტი მოწმე არ იცრუებს, ცრუმოწმე კი ტყუილებს
აფრქვევს. |
5 |
მოწამე სარწმუნოჲ არა ტყუინ; ხოლო აღაგზნის ტყუილი
მოწამემან ცრუმან. |
6 |
ღვთისმგმობელი სიბრძნეს ეძებს, მაგრამ ამაოდ; გონიერს კი
ცოდნა ეადვილება. |
6 |
ეძიებდე სიბრძნესა უკეთურთა თანა და არა ჰპოვო, ხოლო
ცნობაჲ გონიერთა თანა ადვილ არს. |
7 |
ჩამოშორდი უმეცარ კაცს, თუ ჭკვიანურ ლაპარაკს ვერ
შეატყობ. |
7 |
ყოველნი წინააღმდეგ არიან კაცისა უგუნურისა, ხოლო
საჭურველი მეცნიერებათა ბაგენი ბრძენთანი. |
8 |
გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია,
უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია. |
8 |
სიბრძნემან გულისხმიერთამან იცნას გზანი თვისნი, ხოლო
უმეცრება უგუნურთანი სცთებიან. |
9 |
ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის
არის. |
9 |
სახლთა უსჯულოთასა არა აქვნ სიწმიდე, ხოლო საყოფელნი
მართალთანი სანატრელ არიედ. |
10 |
გულმა უწყის თავისი საწუხარი და მის სიხარულს უცხო ვერავინ გაიზიარებს. |
10 |
გული კაცისა მჭმუნვარე შემაწუხებელ არს სულისა თვისისა,
ხოლო ოდეს მხიარულ იქმნას, არა ზიარ იქმნას მტერობისა. |
11 |
ბოროტეულთა სახლი დაიქცევა, გულწრფელთა კარავი კი
გაიფურჩქნება. |
11 |
სახლი უღმრთოთა დაემჴვას, ხოლო სავანენი მართალთანი იკურთხნეს. |
12 |
ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
|
12 |
გზა არს რამე, რომელი წინაშე თვალთა კაცთასა წრფელ იყოს, ხოლო დასასრული მისი
მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად. |
13 |
სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით
მთავრდება ხოლმე. |
13 |
მხიარულებასა თანა ჰყვებიან მწუხარებანი და სიხარულსა შეუდგეს გლოვა.
|
14 |
გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, კეთილი კაცი კი
- თავისი საქმეებით. |
14 |
გულფიცხელი განძღეს გზისაგან თვისისა, ხოლო კაცი კეთილი გონებისაგან თვისისა. |
15 |
სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს
უკვირდება. |
15 |
უმანკოსა ჰრწამნ ყოველი სიტყუაჲ, ხოლო გონიერი იგი მოვიდეს სინანულად. |
16 |
ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი
ბრაზიანია და თავდაჯერებული. |
16 |
ბრძენსა შეეშინა და მოაქცია ბოროტისაგან, ხოლო უგუნური აღერია მოსავად. |
17 |
ფიცხი კაცი სიბრიყვეს სჩადის, ავისმზრახველი კი
საძულველია. |
17 |
გულმწყრალი იქმნ განუზრახველად, ხოლო კაცი გონიერი ფრიად მოითმენნ. |
18 |
სულელნი სიბრიყვეს იმკვიდრებენ, გონიერნი კი ცოდნით არიან
დაგვირგვინებულნი. |
18 |
განიყონ უგუნურთა ბოროტი, ხოლო ბრძენთა დაიპყრნენ კარნი გულისჴმის-ყოფისანი. |
19 |
უკეთურნი ქედს მოიხრიან კეთილთა წინ, ბოროტეულნი კი -
მართლის კარიბჭეებთან. |
19 |
უბრკუმეს უკეთურთა - წინაშე კეთილთასა და უღმრთონი ჰმსახურებდენ კართა მართალთასა. |
20 |
ბეჩავი კაცი ახლობლისთვისაც კი საძულველია, მდიდარს კი
ბევრი მოყვარე ჰყავს. |
20 |
მეგობართა მოიძულიან მეგობარი გლახაკი, ხოლო მეგობარნი მდიდარნი ფრიად. |
21 |
თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა
მწყალობელი კი ნეტარია. |
21 |
რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, იგი ცოდავს, ხოლო, რომელი სწყალობდეს გლახაკთა,
იგი სანატრელ იყოს. |
22 |
ხომ არეული აქვთ გზა-კვალი ავისმზრახველთ?
კეთილისმზრახველთ კი მადლი და ჭეშმარიტება ახლავთ. |
22 |
შეცთომილნი ცრუნი იქმედ ბოროტსა, ხოლო წყალობასა და ჭეშმარიტებასა იქმედ სახიერნი
(არა იციან წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ მოქმედთა ბოროტისათა, ხოლო მოქმედთა
კეთილისათა). |
23 |
ყველა საქმეში გამორჩენაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვს.
|
23 |
ყოველსა შინა ზრუნვასა ერთი არს მეტი სიბრძნე, ხოლო ტკბილი იგი და ულმობელი
ნაკლულევანებასა შინა იყოს. |
24 |
ბრძენკაცთა გვირგვინი მათი დოვლათია, უგნურთა სიბრიყვე კი
სიბრიყვეა. |
24 |
გჳრგჳნ ბრძენთა სიმდიდრე მათი, ხოლო სლვაჲ უგუნურთა ბოროტ არს. |
25 |
ჭეშმარიტი მოწმე სულთა მხსნელია, ცრუ კაცი კი ტყუილებს
აფრქვევს. |
25 |
იჴსნეს სულნი ბოროტისაგან მოწამემან სარწმუნომან, ხოლო აღატყინის ტყუილი
მზაკვარმან.
|
26 |
უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს
ჰპოვებენ. |
26 |
შიშსა უფლისასა არს სასოებაჲ ძლიერი და შვილთა თჳსთა დაუტევის შური მშჳდობისაჲ. |
27 |
უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან
გამომხსნელი. |
27 |
შიში უფლისა - წყარო ცხორებისა და ყვის მოქცევაჲ საბრჴისაგან სიკუდილისა. |
28 |
ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი - მთავრის
დაღუპვა. |
28 |
მრავალთა შორის თესლთა დიდებაჲ მეფისა, ხოლო მოკლებასა ერისასა შემუსრვაჲ ძლიერთაჲ. |
29 |
სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი
სიბრიყვეს ამხელს. |
29 |
სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ |
30 |
მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა
ლპობაა. |
30 |
და მღილ; მშჳდი კაცი გულისა მკურნალი არს და კურნებაჲ ძუალთა გული მეცნიერებისაჲ. |
31 |
ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს,
მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია. |
31 |
რომელი ცილსა სწამებდეს გლახაკსა, განარისხებს შემოქმედსა თჳსსა, ხოლო რომელი
პატივ-სცემდეს უფალსა, სწყალობდეს გლახაკთა. |
32 |
ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი
სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს. |
32 |
უკეთურებითა თჳსითა წარწყმდეს უღმრთოჲ, ხოლო რომელი ესვიდეს სიწმიდითა თჳსითა
მართალ. |
33 |
სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც
ხდება საცნაური. |
33 |
გულსა შინა კეთილსა განისუენოს სიბრძნემან, ხოლო გულსა შინა უგუნურთასა ვერ საცნაურ
იყოს. |
|
|
34 |
სიმართლემან აღჰმართნის ნათესავნი, ხოლო შეამცირნის თესლნი ცოდვამან. |
|
|
35 |
სათნო მეფისა მსახური გონიერი, რამეთუ თჳსითა მით კეთილითა ქცევითა მოისპის
შეურაცხებაჲ. |