1 |
მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
|
1 |
ხოლო სიტყჳს-გებითა შევრდომილითა გარემიიქცეს რისხვაჲ, სიტყუამან ფიცხელმან
აღადგინნის რისხვანი.
|
2 |
ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი
სისულელეს როშავს. |
2 |
ხოლო ენამან ბრძენთამან კეთილი იცის, ხოლო პირმან
უგუნურთამან მიუთხრის ძჳრი. |
3 |
ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს. |
3 |
ყოველთა ადგილთა თუალნი უფლისანი ხედვენ კეთილთა და
ბოროტთა. |
4 |
ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა. |
4 |
კურნებაჲ ენისა ხე ცხორებისაჲ, ხოლო რომელმან დაიმარხოს
იგი, განძღეს სულითა. |
5 |
უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი
საზრიანია. |
5 |
უგუნურმან შეურაცხ-ყვის სწავლაჲ მამისა, ხოლო, რომელი
იმარხვიდეს მხილებასა, უბრძნეს იყოს. განმრავლებასა სიმართლისასა არნ ფრიად
ძლიერებაჲ, ხოლო უკეთურნი ყოვლად წარწყმდენ ქუეყანით. |
6 |
მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი
- მწუხარება. |
6 |
სახლსა შინა მართალთასა ძალი მრავალი, ხოლო ნაყოფნი
უღმრთოთანი წარწყმდენ. |
7 |
ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი
არ არის. |
7 |
ბაგეთა ბრძენთა ჰმოსია მეცნიერებაჲ, ხოლო გულნი
უკეთურთანი არა კრძალულ. |
8 |
ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა
ლოცვა კი სათნოა მისთვის. |
8 |
მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი
მართალთანი შეწირულ მისა. |
9 |
ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის
მიმდევარი კი უყვარს. |
9 |
საძაგელ უფლისა გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ხედვიდენ
სიმართლესა, იგინი უყუარან. |
10 |
მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება. |
10 |
სწავლულებაჲ უმანკოჲსა საცნაურ იყოს თანაწარმავალთაგან,
ხოლო, რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად. |
11 |
შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები
ადამის ძეთა. |
11 |
ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა, რაოდენ უფროჲს გულნი კაცთანი. |
12 |
ქარაფშუტას არ უყვარს თავისი მამხილებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა.
|
12 |
ვერ შეიყუაროს უსწავლელმან მამხილებელი თჳსი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს.
|
13 |
მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც
იტანჯება. |
13 |
გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი
პირიცა მწუხარე არნ. |
14 |
გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით
საზრდოობს. |
14 |
გული მართალი ეძიებს ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელმან ცნას ბოროტი; ყოველსა ჟამსა
თუალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის. |
15 |
უკეთურის ყველა დღე ბოროტია, გულკეთილს კი მუდამ ლხინი
აქვს. |
15 |
შჯობს მცირედი ნაწილი შიშითა ღმრთისათა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშოებით. |
16 |
უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი
განძი მოუსვენრობაში. |
16 |
შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა ბაგათაგან
დაკლულთა მტერობით. |
17 |
უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი
ხარი და სიძულვილი. |
17 |
კაცი გულმწყრალი განემზადების კლვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი დაამშჳდის. |
18 |
ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს. |
18 |
სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან - აღაგზნის უფროჲს. |
19 |
ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი
კი მოსწორებულია. |
19 |
გზანი უღმრთოთანი დაფენილ არიან ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყლტუ არიან. |
20 |
ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი
დედა ეჯავრება. |
20 |
ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო შვილმან ურჩმან შეურაცხყვის დედაჲ თჳსი. |
21 |
სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ
გზაზე დადის. |
21 |
უცნობელი გულითა ნაკლულევან იქმნის ცნობითა, ხოლო კაცი გონიერი წარმართებულად ვალნ. |
22 |
თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის
შემწეობით კი ხორციელდება. |
22 |
დროებედ სიტყუასა, რომელნი არა პატივს-სცემენ კრებულსა; ხოლო გულსა მზრახვალთასა
დაადგრეს ზრახვაჲ. |
23 |
კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
|
23 |
არა ერჩდეს მას უკეთური, არცა თქუას სრული რამე და შუენიერი ზოგადი,
|
24 |
ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა
ქვევით შავეთს ასცდეს. |
24 |
|
25 |
ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი
ზეაღმართავს. |
25 |
სახლნი მაგინებელთანი დაამჴუნეს უფალმან; დაამტკიცნა საზღვარნი ქვრივთა და
ობოლთანი. |
26 |
უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა
სიტყვები კი საამურია. |
26 |
საძაგელ უფლისა გულისსიტყუანი ცრუნი, ხოლო წმიდა და პატიოსან გულისსიტყუანი
უბიწონი. |
27 |
მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი
იცოცხლებს. |
27 |
წარიწყმიდის თავი, რომელმან მიიღის ქრთამი; ხოლო რომელსა სძულდეს ქრთამი - იგი
ცხონდეს. მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო შიშისათჳს უფლისა
მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან. |
28 |
მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე
გადმოდის. |
28 |
გულითა მართალთა უყუარს სარწმუნოებაჲ, ხოლო პირმან უღმრთოთამან მოიღოს ბოროტი.
შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ მტერნიცა მოყუარე
იქმნებიან. |
29 |
ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი
ისმენს. |
29 |
შორად განშორებულ არს უფალი უღმრთოთაგან, ხოლო ლოცვანი მართალთანი ისმინნეს.
უმჯობეს არს მცირედი მისაგებელი სიმართლით, ვიდრე ფრიადი ნაყოფი სიცრუვით. გული
კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რომელთა ღმრთისა მიმართ წარემართნენ სლვანი მათნი. |
30 |
თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს
აპოხიერებს. |
30 |
ჰხედავ რაჲ თუალი კეთილსა, ახარის გულსა, ჰამბავმან კეთილმან დააპოხნის ძუალნი. |
31 |
სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის
იმყოფება. |
31 |
რომელმან ისმინოს მხილებაჲ ცხორებისაჲ, შორის ბრძენთასა განისუენოს მან. |
32 |
შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა,
მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს. |
32 |
ხოლო რომელი განიშორებდეს სწავლასა, სძულს მას თავი თჳსი, ხოლო რომელი იმარხვიდეს
მხილებასა, უყვარს მას სული თჳსი. |
33 |
უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის
დიდებას. |
33 |
შიში უფლისაჲ სწავლულებაჲ და სიბრძნე. და მთავრობაჲ დიდებისა მოიგოს მან და წინაშე
მდაბლისა ვიდოდის დიდებაჲ. |