1 |
ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი
უთანხმოებაში.
|
1 |
უმჯობეს არს ლუკმა ერთი ტკბილი სიმშვიდით უფროს, ვიდრეღა სახლსა სავსესა
სანოვაგეთა, და შფოთითა.
|
2 |
გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს
შორის წილს დაიმკვიდრებს. |
2 |
მონა ბრძენი დაიპყრობს უფალსა უგულისხმოსა და, ვითარცა
ძმანი, მიიღებნ ნაწილთა. |
3 |
ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო
გულების გამომწრთობი უფალია. |
3 |
ვითარცა გამოსცადნის ვეცხლი და ოქრო ბრძმედმან, ეგრეთვე
იცნის ღმერთმან გულნი კაცთანი. |
4 |
ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას
უგდებს ყურს. |
4 |
ძჳრი მორჩილ არს ენისა ცრუჲსა, ხოლო მართალი არა მიხედავს
ბაგეთა მტყუართა. |
5 |
ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც
უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება. |
5 |
რომელმან განკიცხოს გლახაკი, განარისხებს შემოქმედსა
მისსა, ხოლო, რომელი იხარებდეს შეჭირვებასა ზედა სხვისასა, მას მიუვლინოს
ღმერთმან. |
6 |
მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი
მათი მამებია. |
6 |
გვირგვინი მოხუცებულისა არს შვილისშვილი; ხოლო ქება
შვილთა მამა მათი. მორწმუნეთათვის ქვეყანა უნჯ არს, ხოლო ურწმუნოთათვის
არცაღა ფოლი ერთი. |
7 |
უგვანს არ მოსდევს რჩეული სიტყვები, როგორც კეთილშობილს
ყალბი სიტყვები. |
7 |
არა შვენის უგუნურსა ბაგენი მართალი და არცა მართალსა
ბაგენი ცრუნი. |
8 |
ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ
უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება. |
8 |
უსასყიდლო მადლი არს წურთილება და, რომელნი ვლენან მაზედ,
წარემართოს. |
9 |
დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის
შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს. |
9 |
რომელმან დაფაროს ბოროტი სხვისა, განამრავლებს
მეგობრობასა, ხოლო, რომელმან განაცხადოს, დაჴსნის მშვიდობასა. |
10 |
გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა. |
10 |
ტუქსვამან შემუსრის გულნი ბრძენთანი, ხოლო უგულისხმონი
პატიჟმან ვერ მოაქცივნის. |
11 |
უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ
სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება. |
11 |
მჴდომმან აღადგინნის ყოველი ბოროტი და უფალმან მოუვლინის ანგელოზი უწყალო. |
12 |
უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით. |
12 |
ზრუნვა კაცისა ბრძნისა მოიგებს კეთილსა, ხოლო უგუნური იგონებს ბოროტსა. |
13 |
სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ
გამოელევა. |
13 |
რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არ მოაკლდეს სახლსა მისსა ძვირი. |
14 |
დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა,
შეწყვიტე ცილობა. |
14 |
რომელმან მიუშვას წყალი დინებად, დამწყებელი არს შფოთისა, ხოლო პირველ გონებისა
პყრობადმდე ბრძანებანი ლტოლვილ იქმნეს. |
15 |
ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის
წინაშე.
|
15 |
რომელმან შერაცხოს კეთილი ბოროტად და ბოროტი კეთილად, ორნივე საძაგელ იყოს
წინაშე უფლისა.
|
16 |
ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ
ჭკუა არა აქვს? |
16 |
რა სარგებელ არს უგუნურთათვის საუნჯე ფრიადი, ვინათგან ვერა მიჴდეს სიბრძნესა
მცირესა. |
17 |
მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის
იბადება. |
17 |
ძმანი ჭირსა შინა საჴმარ არიან, ამისთჳსცა იშვნიან. |
18 |
უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად
უდგება. |
18 |
კაცი უგუნური ტყუელავნ და მოსცხრებინ თავისა თჳსისა, რაჟამს თავს-იდებნ თავს-დებასა
თჳსთა მეგობართასა, |
19 |
ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის
მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს. |
19 |
ხოლო ცოდვისმოყუარესა უხარინ ლალვაჲ, |
20 |
გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში
ჩავარდება. |
20 |
ხოლო გულფიცხელი არა შეემთხჳოს კეთილსა; კაცი, რომელი გარდაიქცეოდის ენითა თჳსითა,
შევარდეს იგი ძჳრსა. |
21 |
ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის
მამა გაიხარებს. |
21 |
გული უგუნურთა სალმობაჲ მომგებელისა თჳსისაჲ; არა იხარებნ მამაჲ ძესა ზედა
უსწავლელსა; ხოლო შვილმან ბრძენმან მხიარულ-ყვის დედაჲ თჳსი. |
22 |
მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს
ფიტავს. |
22 |
გულმან მხიარულმან კეთილ და ბრწყინვალე ქმნის, ხოლო კაცისა მწუხარისაგან ჴმებიან
ძუალნი. |
23 |
ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები
გაამრუდოს. |
23 |
რომელი მიიღებდეს ქრთამსა წიაღთა სიცრუვით, არა წარემართნენ მას გზანი, რამეთუ
გარდაჰგულარძნის გზანი სიმართლისანი. |
24 |
გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი
ქვეყნის ბოლოს აწყდება. |
24 |
პირი კაცისა გულისჴმის-მყოფელისა ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურთანი კიდეთა
ქუეყანისათა. |
25 |
ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი. |
25 |
|
26 |
არ არის კარგი ალალმართლის დასჯა და კეთილშობილთა ცემა
სიმართლისთვის. |
26 |
ზღუევაჲ კაცისა მართლისა არა კეთილ არს, არცა ღირს ძჳრისხრახვაჲ ძლიერთა
მართალთათჳს. |
27 |
მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია. |
27 |
რომელი ერიდებოდის სიტყუასა ფიცხელსა წარმოღებად, იგი გონიერ არს და სულგრძელ კაცი
ბრძენ. |
28 |
მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული -
ჭკვიანად. |
28 |
ჰკითხეს რაჲმე უგუნურსა სიბრძნე, სიბრძნედ შეირაცხის, რამეთუ გონებაჲ მოკჳრნედ თავი
თჳსი ყო და ჰგონია, ვითარმედ ბრძენ არს. |