1 |
თავკერძა კაცი თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ
ჯანყდება.
|
1 |
მიზეზსა ეძიებნ კაცი, რომელსა ეგულებინ განშორებაჲ მეგობართაგან თჳსთა, ხოლო
ყოველსა ჟამსა საყუედრელ იყოს.
|
2 |
ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფის, საკუთარი ფიქრის გამხელა
სურს. |
2 |
არა რაჲ უჴმს სიბრძნე ნაკლულევანსა გონებითა, რამეთუ
უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა. |
3 |
ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვა-გინებას კი -
სირცხვილი. |
3 |
რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ
შეურაცხყვის. ხოლო მოუჴდეს მას შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ. |
4 |
კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი -
მოჩუხჩუხე ნაკადული. |
4 |
წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, ხოლო მდინარე
გამომცენარე წყაროჲ სიბრძნისაჲ. |
5 |
არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ მართლის
გასამტყუნებლად სამსჯავროზე. |
5 |
თუალ-ღებაჲ უღმრთოჲსა არა კეთილ, არცა ღირს განდრეკად
სამართალისა საშჯელსა შინა. |
6 |
ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი
აყალ-მაყალს იწვევს. |
6 |
ბაგენი უგუნურთანი მოიწევენ ბოროტსა და პირი მისი უთმინო
მოიზიდავს სიკუდილსა. |
7 |
ბრიყვის პირი მისი დამღუპველია, მისი ბაგენი მისივე
მახეა. |
7 |
პირი უგუნურისა შემმუსრველ მისდავე და ბაგენი მისნი
საბრჴე სულისა მისისა. |
8 |
ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის
შუაგულამდე აღწევს. |
8 |
სიტყუანი ორენათანი თუცა წრფელ, შთამჭრელ სწრაფ, მუცელთა
შინა მცონარსა ერევინ შიში, სულთა ლირწთასა შიოდისყე. |
9 |
საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა. |
9 |
რომელთა არა განიკურნონ სული თჳსი, საქმეთაგან თჳსთა ძმა
არიედ ჩუენთა. |
10 |
უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება. |
10 |
დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი
ღმრთისა; მას მოუჴდენ მართალნი და ამაღლდენ. |
11 |
მდიდრის დოვლათი მისი ციხე-ქალაქია და მალი კედელივით
იფარავს მას. |
11 |
მონაგები კაცისა მდიდრისა, ვითარცა ქალაქი მოზღუდვილი, ხოლო დიდებაჲ მისი ფრიად
ჰფარავს მას. |
12 |
შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება. |
12 |
უწინარეს სიმდაბლისა ამაღლდის გული კაცისა და უწინარეს დიდებისა დამდაბლდის, |
13 |
მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
|
13 |
რომელი მიუგებდეს სიტყუასა ვიდრე სმენად, რომლისა უგუნურება არს ამისა და
საყუედრელ.
|
14 |
კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ
დაითმენს? |
14 |
გულისწყრომაჲ კაცისა დაამშჳდის მსახურებამან გონიერმან, ხოლო სულმოკლესა კაცსა
ვინმე დაუთმოს. |
15 |
გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას
ეძიებს. |
15 |
გულმან გონიერისამან მოიპოვოს ცნობაჲ. და ყურნი ბრძენნი ეძიებედ გულისხმის-ყოფასა. |
16 |
ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს. |
16 |
საცემელმან კაცისამან განავრცის იგი და ძლიერთა თანა დასვის იგი. |
17 |
პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს
და გაჩხრეკდეს მას. |
17 |
მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა, ვითარცა-რაჲ
დადვას მოსაჯულმან მან, ემხილოს. |
18 |
კენჭისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შობის აჩენს
სამართალს. |
18 |
სიტყჳს-გებაჲ დააცხრვის კაცმან გონიერმან და ძლიერთა თანა განაწესის. |
19 |
განდგომილი ძმა ციხე-სიმაგრეზე უფრო მეტად მიუდგომელია და
უთანხმოებანი კოშკის ურდულს ჰგავს. |
19 |
ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა
სამეუფოჲ მოზღუდვილი. |
20 |
კაცი თავისი პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს; საკუთარი
ბაგეების მოსავლით ძღება. |
20 |
ნაყოფისაგან პირისა კაცმან განაძღოს მუცელი თჳსი - და ნაყოფისაგან ბაგეთა თჳსთასა
განაძღოს იგი. |
21 |
სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის
ნაყოფს იგემებენ. |
21 |
სიკუდილი და ცხორებაჲ ჴელთა შინა ენისათა, ხოლო რომელთა შეიწყნარონ, იგინი ჭამდენ
ნაყოფსა მისგან. |
22 |
ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა
მიიღო. |
22 |
რომელმან პოვა ცოლი სახიერი, პოვა მან მადლი და მოიღო ღმრთისაგან მხიარულებაჲ;
რომელმან განაძოს ცოლი სახიერი, განჴადოს მან კეთილი თჳსი; ხოლო, რომელმან დაიყენოს
მემრუშე, უგუნურ და უღმრთო არს. |
23 |
ღარიბ-ღატაკი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად
პასუხობს. |
23 |
გლახაკი ითხოვნ ვედრებით, ხოლო მდიდარი მიუგებნ ყბედებრ. |
24 |
ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე
მოყვარულია. |
24 |
კაცი მოყვარული მოყვარისა უფროსად საყუარელ იყოს, ვიდრეღა ძმაჲ. |