1 |
შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე,
|
1 |
შვილო, უკუეთუ შეიწყნარნე სულისა ჩემისა თქუმულნი მცნებანი და დაიფარნე შენ
თანა,
|
2 |
ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული
გონიერებისკენ გეწეოდეს, |
2 |
ერჩდეს სიბრძნესა ყური შენი და მისცე გული შენი
გულისხმის-ყოფასა და წინაუყუნე იგინი სასწავლელად ძესა შენსა. |
3 |
რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. |
3 |
უკუეთუ ხადო სიბრძნესა და გულისჴმის-ყოფასა მისცე ჴმაჲ
შენი, |
4 |
რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით
დაუწყებდე ძებნას. |
4 |
და უკუეთუ გამოეძიებდე მას, ვითარცა ვეცხლსა რჩეულსა, და,
ვითარცა საფასესა, გამოიკულევდე, |
5 |
მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისმშემეცნებას. |
5 |
მაშინ გულისჴმა-ჰყო შიში ღმრთისა და მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ
ჰპოო, |
6 |
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის
ცოდნა და შეგნება, |
6 |
რამეთუ უფალმან მოსცეს სიბრძნე და პირისა მისისაგან
მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ |
7 |
მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი
უმწიკვლოთათვის, |
7 |
და დაუუნჯის ცხორებაჲ, რომელთა წარიმართნიან, შეეწევის
სლვასა მათსა |
8 |
იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს. |
8 |
დაცვად გზათა სიმართლისათა და გზაჲ მოშიშთა მისთა
დაიცვის. |
9 |
მაშინ მიხვდები, რა არის სთმართლე, სამართალი და
სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე. |
9 |
მაშინ გულისჴმა-ჰყო სიმართლე და მშჯავრი და წარმართნე
ყოველნი ალაგნი კეთილისანი, |
10 |
თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს, |
10 |
რამეთუ უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და
მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, |
11 |
გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს, |
11 |
ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, |
12 |
რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
|
12 |
რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა.
|
13 |
სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან, |
13 |
ვაჲ, რომელთა დაუტევნეს გზანი წრფელნი და ვიდოდეს გზათა ბნელისათა,
|
14 |
ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი
თვალთმაქცობით ხარობენ, |
14 |
რომელნი იხარებენ უკეთურებას ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა;
|
15 |
რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია, |
15 |
რომელთა გზანი დრკუ არიან და გულარძნილ ალაგნი მათნი,
|
16 |
რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი
ლაქარდიანი ენისაგან, |
16 |
რათა განგაშორონ შენ გზისაგან წრფელისა და უცხო-გყონ სიმართლისაგან გონებისა.
შვილო, ნუ გეწევინ შენ ზრახვაჲ ბოროტი.
|
17 |
რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა
დაივიწყა, |
17 |
რომელმან-იგი დაუტევის მოძღურებაჲ სიჭაბუკესა და შჯული საღმრთოჲ დაივიწყის,
|
18 |
რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები
აჩრდილებისკენ არის მიმართული. |
18 |
რამეთუ დაუდგა სიკუდილსა თანა სახლი თჳსი და ჯოჯოხეთს შინა ნაშობთა თანა
ქუეყანისათა ალაგნი მისნი.
|
19 |
იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს
კვლავ ვეღარ დაადგება. |
19 |
ყოველნი, რომელნი ვლენან მას შინა, არა მოიქცენ, არამედ ინანდენ და ვერ ეწინენ
ალაგთა სიწრფოებისათა, რამეთუ ვერ ეწიფოს მათ წელიწადი ცხორებისაჲ.
|
20 |
რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ
გადაუხვიო, |
20 |
უკუეთუმცა სრულ იყვნეს იგინი ალაგთა კეთილთა, ეპოვნესმცა გზანი სიმართლისანი
წრფელნი,
|
21 |
რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და
უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. |
21 |
რამეთუ წრფელთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და უმანკონი დაშთენ მას ზედა.
|
22 |
ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი
აღმოიფხვრებიან მისგან. |
22 |
გზანი უღმრთოთანი წარწყმდეს ქუეყანით და უსჯულონი უჩინო იქმნეს მისგან.
|