1 |
ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
|
1 |
უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე, ხოლო ყოველნი უგუნურნი ეთანადებიან.
|
2 |
მეფის მუქარა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი
განმარისხებელი თავს დაიღუპავს. |
2 |
ზახილი ლომთა აშინებს პირუტყვთა და რისხვა მეფისა კაცთა,
ხოლო რომელმან გახარისხოს, ავნოს სულსა თვისსა. |
3 |
შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის
ამტეხია. |
3 |
დიდება კაცისა არს შორს-ყოფა შფოთთაგან, ხოლო უგუნურნი
ყოველნი აღერევიან. |
4 |
ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს,
მაგრამ არაფერი ექნება. |
4 |
მცონარი კაცი არა შვრებინ ჴნულსა. და გაზაფხულ ითხოვნ
იფქლსა და არავინ მისცის. |
5 |
კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან
ხაპავს. |
5 |
წყალი ღრმა არს გონება კაცისა, ხოლო ბრძენმან კაცმან
აღმოწბას იგი. |
6 |
ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ
იპოვის? |
6 |
დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე, ხოლო კაცი
სარწმუნო ძნიად იპოოს. |
7 |
მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი
შვილები მის შემდეგ! |
7 |
რომელი იქცევინ სამართალსა უბიწოდ, სანატრელნი შვილნი
დაუტევნის; |
8 |
მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე ყოველ ბოროტებას საკუთარი
თვალებით ფანტავს. |
8 |
რამეთუ, რაჟამს მეფჱ მართალი დაჯდეს საყდართა
სასჯელისათა, არა დამდგომ არს წინაშე თუალთა მისთა ყოველი უკეთური. |
9 |
ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო? |
9 |
ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს
თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან? |
10 |
მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის. |
10 |
სასწორი დიდი და მცირე და საწყაული ორი საძაგელ არს
წინაშე უფლისა (და რომელთა ყონ იგი, მითვე უბრკუმეს და შებრკოლდეს კაცი). |
11 |
ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად
აკეთებს, რასაც აკეთებს. |
11 |
ჭაბუკი, რომელი სიწმიდით ხოლო ვალნ, მართალ არიედ ეზონი მისნი. |
12 |
ყურს ესმის და თვალი ხედავს - ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა. |
12 |
ყურთა ესმინ, თუალთა ხედავნ. და უფალსა შეუქმნიან ორნივე. |
13 |
ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე
და პურით დანაყრდები. |
13 |
ნუ გიყუარნ ძჳრისსიტყუაჲ, რათა არა შეიმუსრო; აღიხილენ თუალნი შენნი და განსძღე
პურითა. |
14 |
ცუდია, ცუდიაო, ამბობს მყიდველი. როცა კი წავა, ქებას
მოჰყვება. |
14 |
ძჳრსა უკეთურად იტყჳნ, რომელი ვალნ მას შინა, და წარმდებებით იქადინ. |
15 |
მრავლად არის ოქრო და მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი
საჭურჭლე კი ცოდნის ბაგეა. |
15 |
არს ოქროჲ სიღრმე უფსკრულთა, ხოლო ჭურ პატიოსან არიან ბაგენი მეცნიერნი. |
16 |
აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად. უცხო ქალის სანაცვლოდ გამოართვი
ნახუთევი.
|
16 |
განეშორე მისგან, რომელი თავს-მდებ ექმნეს უცხოსა და სტუმართათჳს დაწინდულ
იქმნას.
|
17 |
სიცრუის პური ეტკბილება კაცს, მერე კი მისი ღორღით
აევსება პირი. |
17 |
დაუტკბნა კაცსა პურნი სიცრუვისანი და აღავსო პირი მისი შანთითა მჴურვალითა. |
18 |
გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად. |
18 |
გულისზრახვანი შეკრებულთაგან განირჩევიან და ბრძოლანი სიბრძნით განემზადებიან. |
19 |
ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ
გაეკარები. |
19 |
რომელი განმცხადებელ არს ხვაშიადთა, ზაკვით ვალს და მაცთურობით აღახვამს ბაგეთა,
ხოლო შენ ნუ მიახლები. |
20 |
დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი. |
20 |
რომელმან განგმოს მამა-დედანი, დაუშრტეს ნათელი და გუგანი თვალთანი დაუბნელდეს. |
21 |
თავიდან იოლად შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ
იქნება. |
21 |
ხვედრი, სურვილით აღებული, აღსასრულსა არა იკურთხოს. |
22 |
ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და
ის გიშველის. |
22 |
ნუ იტყვი: რათა შურ-ვაგო მტერსა, არამედ მოითმინე უფლისათჳს, რათა შემწე გეყოს. |
23 |
უთანასწორო საწონები სიბილწეა უფლის წინაშე და მატყუარა
პინები არ არის კარგი. |
23 |
ბილწ არიან წინაშე უფლისა საწყავნი ორრიგნი და სასწორი ზაკული არა კეთილ მის
წინაშე. |
24 |
უფლისგან არის კაცის ნაბიჯები; როგორღა გაიგნოს კაცმა
თავისი გზა-კვალი? |
24 |
უფლისაგან არს წარმართება - სლვა კაცისა, ხოლო მოკვდავთა ვითარ ცნან გზანი თვისნი? |
25 |
კაცისთვის ხაფანგია დაუფიქრებლად რაიმეს სიწმიდედ
შერაცხვა და აღთქმათა მიცემის შემდეგ გამოჩხრეკა. |
25 |
მახე იჩქითი არს განმწარება წმიდათა, ხოლო შემდგომად შეწირონ და ინანონ. |
26 |
ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს
ატრიალებს. |
26 |
განბნევა უღმრთოთა არს მეფე ბრძენი, რომელი ავლინებს მათ ზედა ურმისთვალთა. |
27 |
კაცის ხელი უფლის ლამპარია, მისი შიგანის გამომკვლეველი. |
27 |
ნათელი უფლისა ბრწყინავს კაცთა ზედა, რომელი გამოიკვლევს საუნჯეთა გულისათა. |
28 |
მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია
მას თავისი ტახტი. |
28 |
წყალობა და ჭეშმარიტება მცველ არს მეფეთა და გარეშემზღუდველ საყდართა მისთა
სიმართლე. |
29 |
ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი - ჭაღარა. |
29 |
სამკაული ჭაბუკთა - სიბრძნე თჳსი და დიდება მოხუცებულთა - მჴცოვანებანი. |
30 |
ნაცემის ჭრილობა მოაქცევს უკუღმართს და დარტყმები
განწმედს მის შიგანს. |
30 |
კვეთა და წყლვა შეემთხვიოს ბოროტსა, ხოლო ტანჯვანი საუნჯეთა მუცლისა მისისათა. |