1 |
მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს.
|
1 |
ვითარცა ნაკადელნი წყალთანი, ეგრეთვე გულნი მეფისანი - ჴელთა შინა ღმრთისათა,
სადა ნებავს მიხედვად, მიაქციოს მუნით.
|
2 |
კაცის თვალში სწორია ყველა მისი გზა, ხოლო გულებს უფალი
წონის. |
2 |
ყოველსა კაცსა ჰგონიეს თავი თჳსი განმართლებულად, ხოლო
წარმმართებელი გულთაჲ ღმერთი არს. |
3 |
სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია
უფლისათვის. |
3 |
საქმე სიმართლისა და ჭეშმარიტებისა სათნო არნ წინაშე
უფლისა უფროჲს, ვიდრეღა მსხუერპლთა სისხლნი. |
4 |
ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა. |
4 |
გონება დიდ გინებასა შინა კაცი გულფიცხელი, ხოლო
ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა ცოდვაჲ. |
5 |
მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა -
სიდუხჭირეს. |
5 |
ზრახვამოკლედ სიწრფოებაჲ არს, ხოლო ყოველი დაუდგრომელი
მომედგრეს. |
6 |
სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის
ხაფანგი. |
6 |
რომელი შეიკრებდეს საუნჯეთა ენითა ტყუილისათა, ამაო არს,
და მისდევს იგი საფრჴეთა სიკუდილისათა. |
7 |
ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა.
|
7 |
მოსრვაჲ უღმრთოთა ზედა მოიწიოს, რამეთუ არა ჰნებავს
საქმედ სიმართლისა. |
8 |
ცრუ კაცის გზა უკუღმართია, ხოლო სუფთა კაცი წრფელად
იქცევა. |
8 |
გულარძნილთა მათ გულარძნილნი გზანი მოუვლინნის უფალმან
ღმერთმან, ხოლო წმიდა და მართალ საქმენი მისნი. |
9 |
სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ
ჭერქვეშ ყოფნას. |
9 |
უმჯობეს არს ყოფაჲ ყურეთა ჰაერსა ქუეშე, ვიდრე
მოპიტალებულთა სიცრუვით და სახლსა შინა შეგინებულსა ზოგებით. |
10 |
ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი. |
10 |
სულსა უღმრთოთასა გული უთქუამნ უკეთურებასა და არავისგან
შეწყნარებულ იქმნას კაცთაგანისა. |
11 |
ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძმენდება, ბრძენი
შეგონებით ცოდნას იხვეჭს. |
11 |
ზღუევასა ბილწისასა უგონიერეს იქმნას უმანკოჲ ხოლო გულისჴმა-ყოს ბრძენმან და
შეიწყნაროს მეცნიერებაჲ. |
12 |
ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს. |
12 |
გულისხუმა-ყვნეს მართალმან სულნი უღმრთოთანი, რამეთუ განირყუნიან უღმრთონი ბოროტსა
შინა. |
13 |
ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს,
მაგრამ არ იქნება შეწყნარებული. |
13 |
რომელმან დაიყუნეს ყურნი არა სმენად უძლურისა, იგიცა ხადოდის უფალსა და არა ვინ
იყო, რომელმანცა ისმინა მისი. |
14 |
ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს და უბეში ქრთამი - ძლიერ
მრისხანებას. |
14 |
მისაცემელმან იდუმალმან გარემიაქციოს რისხვაჲ, ხოლო რომელი ქრთამსა ძჳრობს,
გულისწყრომაჲ აღადგინის ძლევად. |
15 |
სამართლის ქმნა მართლისათვის სიხარულია,
ბოროტმოქმედთათვის - შიში. |
15 |
მხიარულებაჲ მართალთა საქმე სიმართლისაჲ, ხოლო ღირსი არაწმიდა არს უკეთურთა წინაშე. |
16 |
გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს.
|
16 |
კაცი, რომელი შეცთომილ იყოს გზათა სიმართლისათა, შესაკრებელსა გმირთასა
განისუენოს.
|
17 |
ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და
ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება. |
17 |
კაცსა ნაკლულევანსა უყვარს საშუებელი, ხოლო, რომელსა უყვარდეს ღჳნოჲ და ზეთი, არა
განმდიდრდეს. |
18 |
მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი -
მზაკვარი. |
18 |
ნარჩევ მართლისა უსჯულოჲ და წრფელისა წილ დაუდგრომელი. |
19 |
უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან
ცოლთან ყოფნას. |
19 |
უმჯობეს არს ყოფაჲ ქუეყანასა უდაბნოსა, ვიდრე დედაკაცისა თანა მოლალისა და ენოვნისა
და გულმწყრალისა. |
20 |
ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში,
ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ. |
20 |
საუნჯე გულისსათქუმელი განუსუენებს პირსა ბრძენთასა, ხოლო კაცთა უგუნურთა შთანთქან
იგი. |
21 |
სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და
დიდებას ჰპოვებს. |
21 |
გზათა სიმართლისა და წყალობისათა პოონ ცხორებაჲ, შეწყალებაჲ და დიდებაჲ. |
22 |
დევ-გმირთა ქალაქზე აღდგება ბრძენკაცი და დაამხობს
საიმედო სიმაგრეს. |
22 |
ბრძენმან მიმართა ქალაქთა მაგართა და შემუსრა სიმაგრე, რომელ სასო იყო უღმრთოთა. |
23 |
საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისგან
იცავს. |
23 |
რომელმან დაიცვას პირი თჳსი და ენაჲ თჳსი დაიმარხოს, იჴსნას ჭირისაგან სული თჳსი. |
24 |
ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც
მედიდური მძვინვარებით იქცევა. |
24 |
ფიცხელსა და კადნიერსა და ლაღსა ბილწ ეწოდების, ხოლო რომელი ძჳრსა იჴსენებდეს -
უშჯულოჲ. |
25 |
ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ
შრომა. |
25 |
გულისთქუმათა მოაკუდინიან მცონარი, რამეთუ არა რაჲ უნებნ ჴელითა მისითა საქმედ. |
26 |
იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად
გასცემს. |
26 |
უღმრთოსა გული უთქუმნ ყოველთა დღეთა გულისთქუმასა ბოროტსა, ხოლო მართალსა ეწყალინ
და სწყალობნ ურიდად. |
27 |
ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა
მზაკვრობით სწირავენ. |
27 |
მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, რამეთუ უშჯულოებით შესწირვენ მას. |
28 |
ცრუმოწმე დაიღუპება. თავისი ყურით გამგონე კაცი კი მუდამ
ილაპარაკებს. |
28 |
მოწამე მტყუარი წარწყმდეს, ხოლო კაცი მორჩილი კრძალულად იტყჳნ. |
29 |
ბოროტეული კაცი ამპარტავნულ სახეს იღებს, წრფელმა კი იცის
თავისი გზა. |
29 |
კაცი უღმრთოჲ ურცხჳნოდ წინააღუდგეს პირსა, ხოლო წრფელმან თჳთ გულისხმა-ყუნის
საქმენი მისნი. |
30 |
არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს
რჩევა უფლის პირისპირ. |
30 |
არა არს კაცისა სიბრძნე, არა არს სიმჴნე, არა არს ზრახვაჲ მჴდომ უფლისა. |
31 |
ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა
უფლისგან არის. |
31 |
ცხენი განემზადებინ დღედ ბრძოლისა, ხოლო უფლისა მიერ არს შეწევნაჲ. |