1 |
რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი - ვერცხლზე და ოქროზე.
|
1 |
უმჯობეს არს სახელი კეთილი ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და
ვეცხლისა მადლი კეთილი;
|
2 |
მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს ხვდებიან - ორთავეს
შემქმნელი კი უფალია. |
2 |
მდიდარი და გლახაკი შეემთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე
უფალმან შექმნა. |
3 |
გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი
ჯიქურ მიდიან და ისჯებიან. |
3 |
ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად
ისწავების, ხოლო უგუნურნი თანაწარჰჴდეს და იზღჳნეს. |
4 |
თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და
სიცოცხლეა. |
4 |
დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა და სიმდიდრე და დიდებაჲ
და ცხორებაჲ. |
5 |
უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია, ხოლო ვინც თავის
სულს უფრთხილდება, შორს უვლის მას. |
5 |
|
6 |
ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც
კი არ გადაუხვევს მას. |
6 |
|
7 |
მდიდარი უპოვარებზე ბატონობს და მოვალე მევალის მონაა. |
7 |
|
8 |
უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის და მრისხანების
კვერთხი გაუტყდება. |
8 |
|
9 |
კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან ღარიბს თავისი
პურიდან გაიკითხავს. |
9 |
|
10 |
გააგდე ზნეწამხდარი და შუღლიც გაჰყვება, დავას და ლანძღვასაც ბოლო მოეღება. |
10 |
|
11 |
ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი
მეგობარია. |
11 |
უყუარან უფალსა გულითა წმიდანი და შეწყნარებულ არიან მისა უბიწონი, ბაგითა მწყსინ
მეფჱ. |
12 |
უფლის თვალები ცოდნას მფარველობს, ორგულის სიტყვებს კი იგი უკუაგდებს. |
12 |
და თუალნი უფლისანი მცველ არიან გზათა მისთა, განგასრნის სიტყუანი კეთილნი
უშჯულომან. |
13 |
ზარმაცი ამბობს: გარეთ ლომია! შუაგულ ქუჩაში ვიქნები
მოკლულიო. |
13 |
მიზეზობნ მედგარი და თქჳს: ლომთა დაუპყრიან გზანი და წარსავალნი ურაკპარაკთანი
მკლველთა. |
14 |
როსკიპთა პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული ჩავარდება
მასში. |
14 |
მთხრებლ ღრმა არს პირი უშჯულოჲსაჲ და უფლისაგან განვრდომილი შთავარდეს მას (არიან
გზანი უკეთურნი წინაშე კაცთა და ჰნებავს მოქცევაჲ მათგან, ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს
დრკუთაგან და უკეთურთა გზათა), |
15 |
ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს, მაგრამ შეგონების
კვერთხი იქიდან გამოსდევნის. |
15 |
უგუნურებაჲ აღგზებულ არს გულსა ჭაბუკთა უსწავლელთასა, კუერთხი და სწავლა განშორებულ
არს მათგან. |
16 |
ერთნი ღარიბ-ღატაკს ავიწროებენ და მდიდრდებიან, სხვანი მდიდარს აძლევენ და თავად
ღატაკდებიან.
|
16 |
რომელი მოხუეჭნ გლახაკსა, განამრავლის თავისა თჳსისა ძჳრი და შესძინის იგი
მდიდარსა, ვითარცა საწადელი. |
17 |
ყური დამიგდე, მოისმინე ბრძენკაცთა სიტყვები და ცოდნისკენ
მოაქციე გული, |
17 |
სიტყუას ბრძენთასა მიუპყარ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი და
დაიმარხენ იგინი გულსა შენსა.
|
18 |
რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე
გექნება გამზადებული. |
18 |
რათა სცნა, რამეთუ კეთილ არიან. |
19 |
რომ სასოება გქონდეს უფალში, დღესვე შენც გასწავლი. |
19 |
|
20 |
ხომ მოგწერე ოცდაათი შეგონება რჩევისა და ცოდნისა, |
20 |
|
21 |
ჭეშმარიტების სწორ სიტყვათა შენთვის საუწყებლად, რათა
შენს მომავლინებლებთან ჭეშმარიტების სიტყვები მიგეტანა? |
21 |
|
22 |
ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს
კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ; |
22 |
ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს და ნუ შეურაცხ-ჰყოფ უძლურსა ბჭეთა
ზედა. |
23 |
რადგან უფალი გამოესარჩლება მათ და მის მძარცველთა სულს
გასძარცვავს. |
23 |
რამეთუ უფალმან საჯოს საშჯელი მისი. და იჴსნე უზღვეველად სული შენი. |
24 |
ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები; |
24 |
ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულმწყრალსა და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანაექცევი. |
25 |
რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ
დაუგო. |
25 |
ნუუკუე ისწავნე გზანი მისნი და მიიღო მახე სულისა შენისაჲ. |
26 |
ნუ იქნები იმათთაგანი, ვინც ვალს იღებს და გადახდის
პირობას დებს. |
26 |
ნუ მისცემ თავსა შენსა თავს-მდებად სირცხჳლთა პირისათა. |
27 |
როცა გადასახდელი არაფერი გექნება, რისთვის უნდა
გამოგაცალონ ქვეშაგები? |
27 |
უკუეთუ არა აქუნდეს, რაჲ მისცეს, განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა. |
28 |
შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი. |
28 |
ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა. |
29 |
თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე
დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე. |
29 |
შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა
გულკლებულთა. |