1 |
დიდკაცთან პურის საჭმელად რომ დაჯდები, დაკვირვებით იყავი:
|
1 |
უკუეთუ დასჯდე სერობად ტაბლასა ძლიერისასა, ცნობით ცან წინადაგებული შენი და
ეგრეთ მიყავ ჴელი შენი.
|
2 |
ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ. |
2 |
უწყოდე, რამეთუ ეგრეთ გიღირს განმზადებად, უკუეთუ უძღებ
ხარ. |
3 |
ნუ ინდომებ მის ნუგბარ საჭმელებს, მაცთური პურია იგი. |
3 |
ნუ გული გითქუამნ საჭმელთა მისთა, რამეთუ ესენი ჰქონან
ცხორებად ტყუვილისა. |
4 |
გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი. |
4 |
ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა, არამედ გონებითა
შენითა განეშორე. |
5 |
თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს
და არწივივით ზეცას გაფრინდება. |
5 |
უკუეთუ მიადგნე თუალნი, არასადა ჩნდეს იგი, რამეთუ
განმზადებულ არიან მისა, ვითარცა ფრთენი ორბისანი, და მიიქცეს სახიდ
ზედამადგინებელისა თჳსისა. |
6 |
ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები
არ ინდომო. |
6 |
ნუ სჭამ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული გითქუამნ
საჭმელთა მისთა. |
7 |
რადგან როგორც იქცევა, ისე არ ფიქრობს; ჭამე და სვიო,
გეუბნება, მაგრამ შენთან არ არის მისი გული. |
7 |
რამეთუ, ვითარცა-იგი ვინ შთანსთქამნ თმასა, ეგრეთ ჭამდეს
და სუმიდეს შენ თანა. |
8 |
შეჭმულ ლუკმას უკან ამოანთხევ და მადლობის სიტყვებს ფუჭად
დახარჯავ. |
8 |
ნუცა შეიყვანებ შენ თანა და ნუცა სჭამ პურსა მის თანა,
რამეთუ წარმოსთხიოს იგი და ჰგმობდეს სიტყუათა შენთა კეთილთა. |
9 |
ბრიყვს ყურში ნურაფერს ეტყვი, რადგან მას სძულს შენი
გონივრული სიტყვები. |
9 |
ყურთა მიმართ უგუნურთასა ნურას იტყჳ; ნუუკუე
შეურაცხ-ყუნენ სიტყუანი შენნი გონიერნი. |
10 |
ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ; |
10 |
ნუ გარდასცვალებ საზღვართა საუკუნეთა და მონაგებსა
ობოლთასა ნუ შეხუალ, რამეთუ მჴსნელი მათი უფალი ძლიერი არს და საჯოს
სასჯელი მართალი შენ თანა. |
11 |
რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს
შენს წინააღმდეგ. |
11 |
|
12 |
გული მიაქციე შეგონებას და ყური - ცოდნის სიტყვებს. |
12 |
მიეც გული შენი სწავლასა და სასმენელნი შენნი განჰმზადენ სიტყუათა მეცნიერებისათა. |
13 |
ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ
მოკვდება. |
13 |
ნუ განაყენებ ჩჩჳლთა ყრმათა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს. |
14 |
ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი.
|
14 |
შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან.
|
15 |
შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც
გაიხარებს. |
15 |
შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა. |
16 |
ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები
სიმართლეს ილაპარაკებენ. |
16 |
და იყვნენ ბაგეთა შინა ჩემთა სიტყუანი პირისა ჩემისანი, უკუეთუ მართალ იყვნენ. |
17 |
შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე
უფლის შიშში იყოს. |
17 |
ნუ ჰგაძავ გულითა შენითა ცოდვილთა, არამედ შიშსა შინა უფლისასა იყავ ყოველსა დღესა, |
18 |
რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება. |
18 |
რამეთუ, უკუეთუ დაიმარხო, ესე გექმნეს შენ ნაშობ და სასოებაჲ შენი არა განგეშოროს. |
19 |
მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი
გული. |
19 |
ისმინე, შვილო ჩემო, და ბრძენ იქმენ და წარჰმართო გონიერება გულისა შენისაჲ. |
20 |
ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს
შორის; |
20 |
და ნუ იყოფი მეღჳნე და ნუცა ხედავ ზიარებასა სხუათასა ჴორცისა სყიდასა, |
21 |
რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა
ძონძებით შემოსავს კაცს. |
21 |
რამეთუ ყოველი მემთრვალე და მეძავი დაგლახაკნეს და შეიმოსო დაბებკული ყოველმან
მოძილემან. |
22 |
გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ
მოიძულებ. |
22 |
ისმინე შვილო, მამისა, რომელმან გშვა შენ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ, რამეთუ დაბერდა დედა
შენი. |
23 |
ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და
გონიერებას ნუ გაჰყიდი. |
23 |
მოიგე ჭეშმარიტებაჲ და ნუ განიშორებ სწავლულებასა. |
24 |
მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით
გაიხარებს. |
24 |
კეთილად ზრდინ მამაჲ მართალი და ძესა ზედა ბრძენსა იხარებნ გული მისი. |
25 |
გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ. |
25 |
იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი და შენ ზედა და მხიარულ-ყვენ მშობელნი შენნი. |
26 |
შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე
იყურონ. |
26 |
მომეც მე, შვილო, გული შენი და თუალნი შენნი გზათა ჩემთა ხედვასა.
|
27 |
მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი. |
27 |
ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი და ჯურღუმული იწროჲ უცხოჲ. |
28 |
ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
|
28 |
და ესე მოსწრაფედ წარწყმდეს და ყოველი უშჯულოჲ მოიჴოცოს. |
29 |
ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა
აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? |
29 |
ვისსა ვაჲ? ვისსა შფოთი? ვისსა სასჯელი? ვისსა დაუწყუედელნი უძრვანი? ვისსა
შემუსრვანი ამაონი? ვისნი ლბილ არიან თუალნი? |
30 |
ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის
საძებნად დადის. |
30 |
ანუ არა მათთა, რომელთა დაიყოვნიან ღჳნოსა ზედა? და რომელნი იმსტურობენ, სადაძი
სუმანი არიან? |
31 |
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს
ისვრის და მორაკრაკებს; |
31 |
ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ზრახევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთსა
სლვასა შინა, რამეთუ, უკუეთუ ფიალებსა და სასუმელებსა მისცნე თუალნი შენნი,
უკუანაჲსკნელ ხჳდოდი უშიშულეს საცეხულისთავისა, |
32 |
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს; |
32 |
ხოლო დასასრულსა, ვითარცა გუელი, განისხირპო და, ვითარცა რქოსანისა მის, განგეზაოს
გესლი. |
33 |
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული
უკუღმართად ოლაპარაკებს. |
33 |
თუალთა შენთა რაჟამს იხილონ დედაკაცი უცხოჲ, მაშინ პირი შენი იტყოდის გულარძნილსა. |
34 |
შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე
მძინარესავით. |
34 |
და დაადნვის, ვითარცა გულსა შინა ზღჳსასა და ვითარცა ნავისმავლინებელი შორის
მრავალთა ღელვათა. |
35 |
იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ
ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო. |
35 |
და მაშინ სთქუა: მცეს მე და არა მტკიოდა, მეკიცხევდეს მე და არა ვცან, ოდესმე
ცისკარი იყოს, რათა განვიდე და ვიძიო, რომელთა თანა ვიდოდი? |