1 |
ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ:
|
1 |
შვილო, ნუ ჰბაძავ კაცთა უგუნურთა, ნუცა გული გითქუამნ ყოფად მათ თანა,
|
2 |
რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გული და მათი ბაგენი
ბოროტებაზე ლაპარაკობენ. |
2 |
რამეთუ სიცრუვესა იწურთის ენაჲ მათი, და სალმობასა იტყჳან
ბაგენი მათნი. |
3 |
სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული. |
3 |
სიბრძნით იშენების სახლი და გულისჴმის-ყოფით აღემართების. |
4 |
ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და
საუცხოო ქონებით. |
4 |
და მეცნიერებით აღივსებიან საუნჯენი ყოვლითა სიმდიდრითა
პატიოსნითა და კეთილითა. |
5 |
ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე. |
5 |
უმჯობეს არს ბრძენი ძლიერისა და კაცი, რომელსა გონიერებაჲ
აქუნდეს, ქუეყანისმოქმედისა დიდისა. |
6 |
თავგზიანად წარმართე ბრძოლა და შველა მრავალი მრჩევლის
წყალობით გექნება. |
6 |
|
7 |
ბრიყვისთვის სიბრძნე მიუღწეველია, კარიბჭესთან პირს ვერ
გახსნის. |
7 |
|
8 |
ვინც ავს განიზრახავს, ბოროტმოქმედად იწოდება. |
8 |
|
9 |
ბრიყვის ზრახვა ცოდვაა და ზნეწამხდარი სიბილწეა
ხალხისთვის. |
9 |
|
10 |
თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა. |
10 |
|
11 |
იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად
განწირულნი. |
11 |
|
12 |
თუ იტყვი, აბა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, განა გულთამხილავი ვერ მიხვდება? განა ამას
შენი სულის მფარველი ვერ გაიგებს? განა კაცს თავისი საქმეთაებრ არ მიაგებს? |
12 |
|
13 |
ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია და გოლეულიც ეტკბილება
შენს სასას. |
13 |
|
14 |
ასევეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათვის: თუ იპოვი,
მომავალი გექნება და შენი სასოება არ წარიკვეთება. |
14 |
|
15 |
ნუ უსაფრდები ბოროტეული მართლის საცხოვრებელს და თავს ნუ
ესხმი მის სადგომს; |
15 |
ნუ მოიყვანებ უღმრთოსა საყოფლად მართლისაჲ, ნუ სცთები მაძღრობითა გულისათა, |
16 |
რადგან მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება,
ბოროტეულნი კი უბედურებაში ჩაცვივდებიან. |
16 |
შჳდგზის ღათუ დაეცეს მართალი, აღ-ვე-დგეს, ხოლო უღმრთონი მოუძლურდნენ ბოროტსა შინა. |
17 |
ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ
ილხენს შენი გული, |
17 |
უკუეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ და შებრკოლებასა მისსა ნუ აჰმაღლდები. |
18 |
თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.
|
18 |
ნუუკუე იხილოს იგი უფალმან და არა სთნდეს და გარეწარიქციოს გულისწყრომაჲ თჳსი
მისგან. |
19 |
უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება, |
19 |
ნუ გიხარინ ბოროტისმოქმედთა ზედა, ნუცა ჰბრძავ ცოდვილთა ზედა, |
20 |
რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა
ლამპარი ჩაქრება. |
20 |
რამეთუ არა ესუას ნაშობი უკეთურთა და ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა დაშრტეს. |
21 |
შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ
გაეკარები, |
21 |
გეშინოდენ, შვილო, ღმრთისა და მეფისა და ნუ ურჩ ექმნები ორთავე მათ, |
22 |
რადგან ანაზდად დაატყდება უბედურება და ვინ იცის, რას
დაატეხს ერთი ან მეორე. |
22 |
რამეთუ მეყსეულად იჴმინიან უღმრთონი, ხოლო ტანჯვაჲ ორთავე ამათ ვინმე ცნას. |
23 |
ესეც ბრძენკაცთა ნათქვამია: სამსჯავროზე მიკერძოება კარგი
არ არისო. |
23 |
რომელი შვილი სხუასა ეკრძალებოდის წარწყმედასა, მსწრაფლ და ადრე განერეს;
შეწყნარებით შეიწყნაროს იგი უფალმან, და რამეთუ არარაჲ ტყუვილი პირისა მისისაგან
გამოვიდეს.
|
24 |
ვინც ურჯულოს ეუბნება, მართალი ხარო, მას წყევლა-კრულვას
შეუთვლის ერი და შეაჩვენებენ მას ხალხები. |
24 |
ამას გეტყჳ თქუენ: გონიერთა ცნობად სამართლისა ნუ გრცხუენინ, თუალთ-ღებაჲ სასჯელსა
შინა არა კეთილ არს. |
25 |
მათი მამხილებელნი კი სათნოდ შეირაცხებიან და მათზე
გადმოვა კეთილი კურთხევა. |
25 |
რომელმან ჰრქუას უღმრთოსა მართალ, წყეულ იყავნ ერისაგან და საძაგელ ნათესავთა
შორის. |
26 |
ვინც სწორ პასუხს იძლევა, ის პირზე ჰკოცნის. |
26 |
ხოლო რომელთა შეატყვან იგინი, უმჯობესად გამოჩნდენ და მათ ზედა მივიდეს კურთხევაჲ. |
27 |
შენი საქმე გარეთ მოამზადე, ველზე გაასრულე იგი და ამის
შემდეგ აიშენე სახლი. |
27 |
|
28 |
შენი მახლობელის წინააღმდეგ ფუჭ მოწმედ ნუ გამოხვალ და ნუ
იცრუებ შენი ბაგეებით. |
28 |
ნუ იყოფი ცრუმოწამე მოქალაქისა შენისათჳს, ნუცა განჰვრცნები ბაგითა შენითა. |
29 |
ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი
საქმისაებრ მივაგებო. |
29 |
ნუ იტყჳ ვითარმედ: ვითარცა მიყო, უყო მეცა. და მივაგო მას, რაოდენი მავნო მე. |
30 |
გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის
ვენახი; |
30 |
ქუეყანაჲ საქმარი არს კაცი უგუნური და, ვითარცა ვენაჴი, კაცი ნაკლული გონებითა. |
31 |
და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი
ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო. |
31 |
უკეთუ დაუტეო იგი, მოოჴრდეს და თივაჲ აღმოცენებულ იქმნეს და ყოვლადვე მოოჴრდეს. და
ზღუდენი ქვათა მისთანი დაირღუენ. |
32 |
როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე: |
32 |
უკუანასკნელ სთქუა: მე შევინანე და მოვიხილე გამორჩევად სწავლულებისა. |
33 |
ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს
შემოიწყობ დასასვენებლად, |
33 |
მცირედ დავიძინო და მცირედ დავისხნე ჴელნი მკერდსა ჩემსა. უკეთუ ესე ჰყო, |
34 |
და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება -
იარაღასხმული კაცივით. |
34 |
მოიწიოს, ვითარცა წინამორბედი სიგლახაკე შენი და ნაკლულევანებაჲ შენი, ვითარცა
კეთილმსრბოლი. |