1 |
ესეც სოლომონის იგავებია, რომელიც იუდას მეფის ხიზკიას კაცებმა შეკრიბეს.
|
1 |
იგავნი სოლომონისნი, მეფისა ისრაჱლისანი, გამოუკულეველნი, რომელ აღწერნეს
მეგობართა ეზეკია მეფისა ურიასტანისათა.
|
2 |
საქმის დამალვა ღვთის დიდებაა, მეფეთა დიდება კი საქმის
გამოაშკარავებაა. |
2 |
დიდებაჲ ღმრთისა ჰფარავს სიტყუათა, ხოლო დიდებაჲ მეფისა
პატივ-სცემს მეფესა. |
3 |
როგორც ზეცაა მაღალი და მიწა ღრმა, ისე მეფეთა გულიც
გამოუკვლეველია. |
3 |
ცაჲ მაღალ არს და ქუეყანაჲ ღრმა, ხოლო გული მეფისა
გამოუკუველ. |
4 |
ვერცხლს წიდა მოაშორე და ოქრომჭედელს ჭურჭლად ექნება. |
4 |
განჭედე გამოუცდელი ვეცხლი და განწმიდნეს ყოვლად წმიდად. |
5 |
მეფეს ბოროტეული მოაშორე და მისი ტახტი სიმართლით
გამტკიცდება. |
5 |
და მოისპნენ წარმართნი პირისაგან მეუფისა და წარემართოს
სიმართლით საყდარი მისი. |
6 |
მეფის წინაშე ნუ იტრაბახებ და დიდკაცთა ადგილზე ნუ
დადგები; |
6 |
ნუ ლაღად იქცევი წინაშე მეფისა, ნუცა ადგილსა ძლიერსა
დასჯდები. |
7 |
რადგან სჯობს გითხრან, აქ ამოდიო, ვიდრე დიდებულის წინაშე
დაგამდაბლონ. |
7 |
უმჯობეს არს შენდა, რათა გრქუან: აღმორე ზემო, ვიდრე
დამდაბლებასა შენსა წინაშე ძლიერისა. |
8 |
ნუ იჩქარებ თვალით დანახულის მიტანას სამსჯავროზე, თორემ
რაღას იზამ, როცა ბოლოს შენი მახლობელი შეგარცხვენს? |
8 |
რაჲ-იგი იხილეს თუალთა შენთა, თქუ: ნუ წარმდებ იქმნები
ლალვასა, რათა არა ინანდე უკუანასკნელ, რაჟამს გაყუედროს მეგობარმან. |
9 |
დავით კი ედავე შენს მახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი
საიდუმლო; |
9 |
გარემიიქცევ მისგან, ნუუკვე შეურაცხ-გყოს. |
10 |
თორემ გამგონე გაგკიცხავს და სახელი გაგიტყდება. |
10 |
ნუუკვე გაყუედროს მეგობარმან და ლალვა და მტერობაჲ არა
განგეროს შენ, არამედ იყოს სწორ სიკუდილისა; მადლი და მეგობრობაჲ
განგააზნაურებს. დაიმარხე თავისა შენისა, რათა არა საყუედრელ იქმნე, არამედ
დაიმარხენ გზანი შენნი კეთილად, |
11 |
მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია; |
11 |
ბირთჳ ოქროჲსა მძივსა სარდიონისასა თქუმად სიტყუაჲ; |
12 |
ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის. |
12 |
საყურსა ოქროჲსასა და ანთრაკითა პატიოსნითა შემკული არს სიტყუაჲ სიბრძნისა ყურთა
მორჩილთასა. |
13 |
თოვლის სიგრილე მკის დროს იგივეა, რაც ერთგული მაცნე მისი
გამგზავნელისთვის - იგი თავის ბატონს სულს უბრუნებს. |
13 |
ვითარცა გამოსლვაჲ თოვლისა მკათა ზედა სიცხესა საგრილობელ, ეგრევე მოციქული
სარწმუნოჲ, რომელთა წარავლინონ იგი, რამეთუ გულთა, რომელთა იჴსენონ იგი - სარგებელ
არს იგი. |
14 |
რაღა ღრუბლები და ქარი წვიმის გარეშე და რაღა ფუჭი
ძღვენით მოქადული კაცი. |
14 |
ვითარცა ქარნი და წჳმანი და ღრუბელნი სასტიკნი, ეგრეთვე რომელნი იქადიან საცემელსა
ტყუელვით. |
15 |
მოთმინებით მოდრკება მთავარი და რბილი ენა ძვალს შემუსრავს.
|
|
|
16 |
თუ თაფლი იპოვე, იმდენი ჭამე, რამდენიც შეგერგება, რომ არ
გატყვრე და უკან არ ამოანთხიო. |
|
|
17 |
მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ
შეგიძულოს. |
|
|
18 |
ლახტი, მახვილი და წამახული ისარია კაცი, რომელიც
ცრუმოწმედ გამოდის თავისი მახლობლის წინააღმდეგ. |
|
|
19 |
ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი სანდო არ არის,
როგორც მოღალატე კაცი გასაჭირში. |
|
|
20 |
გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს
ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია. |
|
|
21 |
თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი
ასვი; |
|
|
22 |
რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი
გადაგიხდის. |
|
|
23 |
ჩრდილოეთის ქარი წვიმას იწვევს, ჩურჩული კი სახის
მოღუშვას. |
|
|
24 |
სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად
სასახლეში ყოფნას. |
|
|
25 |
რაღა ცივი წყალი მწყურვალისთვის და რაღა სასიხარულო
ამბავი შორეული ქვეყნიდან. |
|
|
26 |
რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა
ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი. |
|
|
27 |
ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი, მაგრამ სხვისი დიდების
ძიება სასახელოა. |
|
|
28 |
რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს
ვერ პატრონობს. |
|
|