1 |
როგორც ზაფხულისთვის თოვლი და მკისთვის წვიმაა შეუფერებელი, ასევე ბრიყვისთვის -
პატივი.
|
|
|
2 |
როგორც ჩიტი შეინავარდებს, როგორც მერცხალი აფრინდება,
ასევე უმიზეზო წყევლა-კრულვაც არ შესრულდება. |
|
|
3 |
მათრახი ცხენისთვის არის, ლაგამი - ვირისთვის, ჯოხი კი -
ბრიყვთა ზურგისთვის. |
|
|
4 |
ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი
მსგავსი არ გახდე. |
|
|
5 |
ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი
ბრძენი არ ეგონოს. |
|
|
6 |
საკუთარ ფეხებს იკვეთავს და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს
სიტყვას აბარებს. |
|
|
7 |
რაღა კოჭლის თეძოები და რაღა იგავი ბრიყვის ბაგეზე. |
|
|
8 |
რაღა შურდულზე ქვის მიმბმელი და რაღა ბრიყვის
პატივისმცემელი. |
|
|
9 |
რაღა ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის
პირში. |
|
|
10 |
რაღა მშვილდოსანი, რომელიც ყველას ესვრის, და რაღა ბრიყვის და ლოთის დამქირავებელი. |
|
|
11 |
როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნანთხევს, ასევე იმეორებს
ბრიყვი თავის სირეგვნეს. |
|
|
12 |
თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს. |
|
|
13 |
ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომია, შუა ქუჩაში ლომიაო. |
|
|
14 |
კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი - თავის ლოგინზე. |
|
|
15 |
ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება.
|
|
|
16 |
ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი
კაცი, გონივრული პასუხის გამცემი. |
|
|
17 |
რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის
კამათში ჩარეული. |
|
|
18 |
რაღა ცეცხლის, ისრების და სიკვდილის მსროლელი ოინბაზი, |
|
|
19 |
და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და
ეუბნება, გეხუმრებიო. |
|
|
20 |
სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ
არის, შუღლს ბოლო ეღება. |
|
|
21 |
ნახშირი ნაკვერჩხლისთვის არის, შეშა - ცეცხლისთვის,
შარიანი კაცი კი - შუღლის გამჩაღებლად. |
|
|
22 |
ენატანიას სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის
წიაღამდე აღწევს. |
|
|
23 |
რაღა თიხის ჭურჭელზე გადაკრული ხინჯიანი ვერცხლი და რაღა
ლაქარდიანი ენა და ბოროტი გული. |
|
|
24 |
მოძულე კაცი პირით მაქციობს და გულში მზაკვრობა უდევს. |
|
|
25 |
ნუ ენდობი ხმის გამნაზებელს, რადგან მის გულში შვიდი
სიბილწეა. |
|
|
26 |
ვინც მტრობას სიცრუით ფარავს, თავის სიავეს საკრებულოში
გამოაჩენს. |
|
|
27 |
ორმოს გამთხრელი შიგ თვითონ ჩავარდება, ქვა მის მსროლელს
დაუბრუნდება. |
|
|
28 |
კაცის ცრუ ბაგე მისივე მტერია და ლაქარდიანი ენა საფრთხეს
უმზადებს. |
|
|