1 |
თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.
|
|
|
2 |
სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა
ბაგეებმა. |
|
|
3 |
მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი
ორთავეზე მძიმეა. |
|
|
4 |
მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ
აღუდგება წინ? |
|
|
5 |
ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია. |
|
|
6 |
მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით
აგავსებს. |
|
|
7 |
მაძღარს გოლეული ეზიზღება, მშიერისთვის კი ყოველგვარი
მწარე ტკბილია. |
|
|
8 |
რაღა ბუდიდან აბორიალებული ფრინველი და რაღა თავისი
ადგილიდან აბორიალებული კაცი. |
|
|
9 |
ზეთი და საკმელი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის გულითადი
რჩევა უფრო ტკბილია. |
|
|
10 |
შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ და შენი უბედურების დღეს ძმის
სახლში ნუ მიხვალ; ახლო მეზობელი შორს მყოფ ძმას გერჩიოს. |
|
|
11 |
შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს
გავცემ ჩემს მაგინებელს. |
|
|
12 |
საზრიანი ხედავს უბედურებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან. |
|
|
13 |
აიღე მისი სამოსი, რადგან სხვას დაუდგა თავდებად, და უცხო
ქალის სანაცვლოდაც დაიხუთე იგი. |
|
|
14 |
დიდი ხმით თავისი მეგობრის მაკურთხებელი და დილაუთენია
გამღვიძებელი მის მაწყევრად შეირაცხება. |
|
|
15 |
რაღა საწვიმარი მილი წვიმიან ამინდში და რაღა ანჩხლი ცოლი;
|
|
|
16 |
მისი დამმალავი ქარს მალავს და მარჯვენა ხელით ზეთს
იმუჭავს. |
|
|
17 |
რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს. |
|
|
18 |
ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს, თავისი ბატონის
დამცველს კი პატივი მიეგება. |
|
|
19 |
როგორც წყალში სახე სახის პირისპირაა, ასევე კაცის გული
კაცის პირისპირაა. |
|
|
20 |
როგორც შავეთი და ქვესკნელია გაუძღომელი, ასე ადამიანის
თვალიც გაუძღომელია. |
|
|
21 |
ბრძმედი ვერცხლს და ქურა ოქროს, კაცს კი მისი მაქებარი
ბაგე გამოარჩევს. |
|
|
22 |
რეგვენი სანაყავში რომც ნაყო, სირეგვნე მაინც არ
მოსცილდება. |
|
|
23 |
კარგად უნდა იცოდე შენი ფარის ამბავი და ყურს უგდებდე
შენს ნახირს. |
|
|
24 |
რადგან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი
გადაეცემა თაობიდან თაობას. |
|
|
25 |
გაითიბება ბალახი და ამოდის ჯეჯილი და იკრიფება მთის
ბალახები. |
|
|
26 |
ცხვარი შენი ტანსაცმლისთვისაა, თხები კი ყანის ფასია. |
|
|
27 |
უხვად გექნება თხის რძე შენს საზრდოდ, შენი სახლის
საზრდოდ და შენი მხევლების სარჩენად. |
|
|