1 |
ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით
მშვიდად არიან.
|
|
|
2 |
ჯანყის დროს ქვეყანაში მრავლდებიან მთავრები; გონიერი და
მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა. |
|
|
3 |
რაღა მდაბიორი, ღარიბ-ღატაკებს რომ ავიწროვებს, და რაღა
თავსხმა წვიმა, პური რომ არ მოჰყავს. |
|
|
4 |
რჯულის გამტეხნი ბოროტეულს აქებენ, რჯულის დამცველნი კი
ეწინააღმდეგებიან. |
|
|
5 |
უკეთურნი ვერ ხვდებიან სამართალს, უფლის მაძიებლებმა კი
ყველაფერი იციან. |
|
|
6 |
უმწიკვლოდ მავალი ღარიბი სჯობს გზაუკუღმართ მდიდარს. |
|
|
7 |
რჯულის დამცველი გონიერი შვილია, ხარბების ამხანაგი კი
მამამისს არცხვენს. |
|
|
8 |
ვახშითა და სარგებლით სიმდიდრის მომხვეჭელი ღარიბ-ღატაკთა
განმკითხავისთვის აგროვებს მას. |
|
|
9 |
ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი
სიბილწეა. |
|
|
10 |
ვინც წრფელებს აცთუნებს და უკეთურ გზაზე დააყენებს, თავისივე გათხრილ ორმოში
ჩავარდება, უმწიკვლონი კი სიკეთეს დაიმკვიდრებენ. |
10 |
რომელმან შეაცთუნნეს წრფელნი გზასა ბოროტსა, განსარყუნელად მიეცეს იგიცა და
უბიწოთა განიყონ კეთილნი მათნი, ხოლო ურჩულონი თანაწარჰჴდენ კეთილსა და ვერ შევიდენ
მას.
|
11 |
მდიდარ კაცს თავი ბრძენი ჰგონია, მაგრამ მას გონიერი
ღარიბი ამხილებს. |
11 |
ბრძენ ჩანნ თავით თჳსით მდიდარი, ხოლო გლახაკმან გონიერმან განგმოს იგი. |
12 |
მართალთა ზეიმზე მრავალი დიდებაა, ბოროტეულთა აღზევებისას კი ხალხი იმალება. |
12 |
შეწევნითა მართლისათა მრავალი იქმნის დიდებაჲ, ხოლო ადგილსა უღმრთოთასა მოისრნენ
კაცნი. |
13 |
ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო
ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება. |
13 |
რომელი იფარვიდეს ურჩულოებასა თჳსსა, არა წარემართოს, ხოლო რომელი მიუთხრობდეს და
იმხილებდეს, საყუარელ იყოს. |
14 |
ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს, ხოლო ვინც გულს
ისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება. |
14 |
ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით, ხოლო
გულფიცხელი იგი შევარდეს ძჳრსა. |
15 |
რაღა მბრდღვინავი ლომი და ღრიალა დათვი და რაღა ბოროტეული ბატონი ღარიბ-ღატაკი
ხალხისათვის.
|
15 |
ლომი მშიერი და მგელი წყურიელი - ეგრეცა, რომელი მთავრობდეს მოკუდავი ნათესავსა
გლახაკსა. |
16 |
უგუნური მთავრის ხელში ბევრი სიდუხჭირეა, ანგარების
მოძულე კი დღეგრძელი იქნება. |
16 |
მეფე, ნაკლულევანი ფასითა, დიდის ცილისშემწამებელი; ხოლო, რომელთა სძულდეს სიცრუე,
მრავალ ჟამ ცხონდენ. |
17 |
კაცის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე სირბილში
იქნება, რათა არ შეიპყრონ. |
17 |
კაცსა, რომელსა ბრალი კაცის-კლვისა ზედა ედვას, და თავს-ვინ-მე-იდვას იგი, და იგი
მეოტ იყოს და არა მტკიცე, შევარდეს იგი ბოროტსა. განსწავლე ძე შენი და განგისუენოს
შენ და მოსცეს სამკაული სულსა შენსა და არა ერჩდეს ნათესავსა უსჯულოსა. |
18 |
უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, მრუდე გზებით მავალი
კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა. |
18 |
რომელი ვიდოდის სამართალსა, შეწევნა-სცეს მას, ხოლო, რომელი გულარძნილთა გზათა
ვიდოდის, შეებას მათვე. |
19 |
თავისი მიწის მუშაკი პურით დანაყრდება, ხოლო ვინც ამაოდ
ირჯება, სიღარიბით დანაყრდება. |
19 |
რომელი იქმოდის ქუეყანასა თჳსსა, განძღეს იგი პურითა, ხოლო რომელი მიუდგეს
მოცალებასა, აღივსოს იგი სიგლახაკითა. |
20 |
ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა, ხოლო ვინც გამდიდრებას
ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება. |
20 |
კაცი ღირსი სარწმუნოებისა ფრიად იკურთხოს, ხოლო ბოროტისმოქმედი იგი არა უტანჯველ
იყოს; რომელმან არა შეიკდიმოს პირისაგან მართლისა, არა კეთილ არს. |
21 |
პირმოთნეობა არ არის კარგი: ასეთი კაცი ლუკმა პურისთვისაც
კი ცოდვას ჩაიდენს. |
21 |
რომელმან მიხედოს ცრუთასა, არა იქებოდინ. და ამან კოტრისა პურისათჳს განსცეს
კაცი.
|
22 |
შურიანი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, მაგრამ არ იცის, რომ
სიდუხჭირე ეწევა. |
22 |
იწრაფინ განმდიდრებად კაცი მოშურნე და არა უწყინ, რამეთუ კაცმან მოწყალემან
დაიპყრას იგი, |
23 |
მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ წყალობას ნახავს, ვიდრე
ლაქარდიანი ენის პატრონი. |
23 |
რომელი ამხილებდეს გლახაკსა გზათა ღმრთისათა, მადლი აქუნდეს უფროსღა, რომელი ენითა
მოიმადლებნ. |
24 |
ვინც თავის მამასა და დედას ძარცვავს და ამბობს, ცოდვა არ
არისო, კაცისმკვლელის ამხანაგია. |
24 |
რომელი განჴდიდეს მამასა, გინა დედასა და ჰგონეგდეს, ვითარმედ არა ცოდავს, ესე
ზიარი არს კაცისა უღმრთოთასა. |
25 |
სულხარბი კაცი სულმუდამ შუღლს ეძებს, უფალზე დანდობილი კი
აშენდება. |
25 |
უძღები კაცი შჯინ ცუდად. |
26 |
საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით
დადის, გადარჩება. |
26 |
რომელი ესვიდეს სიფიცხლესა გულისა თჳსისასა, იგი უგუნური არს, რომელი ვიდოდის
სიბრძნით, იგი ცხოვნდეს. |
27 |
ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება; ხოლო ვინც თვალს
ხუჭავს, დაიწყევლება. |
27 |
რომელი მისცემდეს გლახაკთა, არა ნაკლულევან იყოს, ხოლო, რომელმან გარემიიქციოს პირი
მისი გლახაკისაგან, მრავალსა უპოვარებასა შინა იყოს. |
28 |
როცა ბოროტეულნი აღზევდებიან, ხალხი იმალება; ხოლო როცა
იღუპებიან, მართალნი მრავლდებიან. |
28 |
ადგილსა უღმრთოთასა სულთ-ითქმენ გლახაკნი და მათსა მას წარწყმედასა განმრავლდენ
მრავალნი. |