1 |
მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება.
|
1 |
უმჯობეს არს კაცი მამხილებელი კაცსა ქედფიცხელსა, მეყსეულად რაჲ აღეგზნას, მისსა
არა იყოს კურნება.
|
2 |
მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, ხოლო ბოროტეულის
ბატონობისას გმინავს ხალხი. |
2 |
ქებასა მართალთასა იხარებდენ ერნი და მთავრობასა
უღმრთოთასა კუნესიედ კაცნი. |
3 |
სიბრძნის მოყვარული კაცი ახარებს თავის მამას, მეძავთა
მეგობარი კი ქონებას ანიავებს. |
3 |
კაცსა, რომელსა უყვარნ სიბრძნე, მხიარულ არნ მამაჲ მისი,
ხოლო, რომელი სდევნ მეძავთა, წარწყმიდის სიმდიდრე. |
4 |
მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი
ანადგურებს. |
4 |
მეფემან მართალმან ჰმართის სოფელი, ხოლო კაცმან უსჯულომან
დაამჴჳს იგი. |
5 |
კაცი, რომელიც თავის მეზობელს ეპირფერება, ბადეს შლის მის
ფეხქვეშ. |
5 |
რომელი განემზადოს ბრძოლად პირსა მეგობრისა თჳსისასა,
შეიბლარდნენ, ვითარცა საბლარდნელითა, ფერჴნი მისნი. |
6 |
უკეთური კაცის ცოდვა მისთვის ხაფანგია, მართალი კი
ზეიმობს და ხარობს. |
6 |
კაცი ცოდვილი მრავალსა მახესა შეებას, ხოლო მართალი
შუებასა და სიხარულსა შინა იყოს. |
7 |
მართალმა იცის ღარიბ-ღატაკის სამართალი, ხოლო ბოროტეულს
გაგება არა აქვს. |
7 |
იცის მართალმან სასჯელი გლახაკისა, ხოლო უღმრთომან არა
იცის მეცნიერება და გლახაკსა არა აქუს ბუნება მეცნიერებისა. |
8 |
გარყვნილი ხალხი ქალაქს აფორიაქებს, ბრძენები კი
მრისხანებას აცხრობენ. |
8 |
კაცთა უსჯულოთა ადვეს ცეცხლი ქალაქსა, ხოლო ბრძენთა
გარეწარაქციეს რისხვა. |
9 |
ის ბრძენკაცი, რომელიც რეგვენ კაცს ედავება, გინდ
ჯავრობდეს და გინდ იცინოდეს, მაინც მოუსვენრად არის. |
9 |
კაცმან ბრძენმან განსაჯნეს ნათესავნი, ხოლო კაცსა
უგუნურსა განრინებასა შინა ეკიცხევედ, და არა შეიკდიმის. |
10 |
სისხლისმსმელ ხალხს ეჯავრება უმწიკვლო კაცი, წრფელი ხალხი კი მის სულს მფარველობს. |
10 |
კაცთა მოსისხლეთა სძულს კაცი ღმრთისაჲ, ხოლო წრფელნი
გამოეძიებედ სულსა მისსა. |
11 |
ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით
დევნის მას. |
11 |
ყოელი გულისწყრომა თჳსი გამოიცადის უგუნურმან, ხოლო ბრძენი იგი იუნჯებნ
ჟამად-ჟამად. |
12 |
როცა ბატონი სიცრუეს ყურს უგდებს, ყველა მისი მსახური ბოროტეულია. |
12 |
მეფჱ რომელი ერჩდეს სიტყუასა ცრუსა, ყოველნი მის წინაშე უსჯულო არიან. |
13 |
ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს ხვდებიან: თვალის ჩინს
ორთავეს უფალი აძლევს. |
13 |
მასესხებელი და მოსესხე ურთიერთას შეიმთხჳნეს, ხოლო მოხედვა მათ ორთავე ყოს
უფალმან. |
14 |
თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი
სამარადისოდაა განმტკიცებული. |
14 |
მეფე, რომელი ჭეშმარიტებით შჯიდეს გლახაკთა, საყდარი მისი საწამებელად აღემართოს. |
15 |
ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
|
15 |
გუემათა და მხილებათა მოსციან სიბრძნე, ხოლო შვილმან უგუნურმან არცხჳნის
მამა-დედათა თჳსთა.
|
16 |
ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაული მრავლდება, მართალნი კი
მათ დამხობას მოესწრებიან. |
16 |
მრავალ-ღათუ იყვნენ უღმრთონი, მრავალნი ქმნნენ ცოდვანი, ხოლო მართალნი დაცემასა
შიშნეულ იქმნნენ... |
17 |
დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს
მოჰგვრის. |
17 |
|
18 |
როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნეტარია რჯულის
დამცველი. |
18 |
|
19 |
მონას სიტყვით ვერ გაწვრთნი, რადგან ესმის, მაგრამ არ
გიჯერებს. |
19 |
სიტყჳთა მიერ ვერ განისწავლის მონა ფიცხელი. დაღათუ ცნას, არავე ერჩდეს. |
20 |
გინახავს საკუთარ სიტყვებში მოსწრაფე კაცი? ბრიყვს მასზე
მეტი იმედი აქვს. |
20 |
უკუეთუ იხილო კაცი მოსწრაფე სიტყჳთა, უწყოდე, რამეთუ სასოება აქუს უგუნურსა უფროს,
ვიდრეღა მას. |
21 |
ვინც თავის მონას სიყმაწვილიდანვე ანებივრებს, საბოლოოდ
მემკვიდრედ დაისვამს. |
21 |
რომელი იშუებდეს სიყრმითგან, იგი მონა იქმნეს და უკანასკნელ ჰგოდებდეს თავსა ზედა
თჳსსა. |
22 |
ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ
დანაშაულს ჩადის. |
22 |
კაცმან გულმწყრალმან აღმოითხარის ძლევა, ხოლო კაცმან მრისხანემან აღმოითხარის
ცოდვა. |
23 |
კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი
დიდებას მოიხვეჭს. |
23 |
|
24 |
ქურდთან ნადავლის მოზიარე საკუთარი თავის მტერია: ესმის
წყევლა-კრულვა, მაგრამ არაფერს ამხელს. |
24 |
რომელი თანაეყოფოდის მპარავსა, სძულს მას თავი თჳსი, უკუეთუ ფიცი შუა შემოიღონ,
შეძრწუნდენ და არღარა მიუთხრან. |
25 |
ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული
იქნება. |
25 |
რომელთა ეშინოდის და ჰრცხუენოდის კაცთათჳს, ამას უბრკუმეს ღმრთისა მიერ, ხოლო,
რომელი ესვიდეს უფალსა, იგი იხარებდეს საუკუნოდ; უღმრთოებამან კაცსა შეამთხჳვის
საცთური, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი ცხოვნდეს. |
26 |
ბატონის მოწყალებას მრავალნი ეძებენ, მაგრამ კაცის
განკითხვა უფლისგან არის. |
26 |
მრავალნი მსახურებდეს პირსა წინაშე მთავართასა, ხოლო უფლისა მიერვე არს მართალი
კაცისა. |
27 |
უსამართლო კაცი სიბილწეა მართალთათვის, სწორი გზით მავალი
სიბილწეა ბოროტეულთათვის. |
27 |
საძაგელ არნ კაცი მართალი კაცისა თანა ცოდვილისა და საძაგელ უსჯულოთა შორის,
რომელსა წარუმართებიეს გზასა კეთილსა. |