1 |
შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
|
1 |
შვილო, სჯულსა ჩემსა ნუ დაივიწყებ და სიტყუანი ჩემნი დაიმარხენინ გულმან შენმან.
|
2 |
დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ. |
2 |
რამეთუ სიგრძე ჟამთა და წელიწადნი ცხორებისანი და
მშჳდობაჲ შეგეძინოს შენ. |
3 |
მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის
ფიცარზე დაიწერე. |
3 |
მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ;
შეიბენ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა. |
4 |
წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში. |
4 |
და ჰპოო მადლი წინაწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა
და კაცთა. |
5 |
ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას. |
5 |
იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და
სიბრაძნესა შენსა ნუ აჰყვები. |
6 |
შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს
სავალს. |
6 |
ყოველთა შინა გზათა შენთა იცან იგი, რათა წარჰმართნეს
გზანი შენნი და ფერჴი შენი არა წარჰკუეთო. |
7 |
ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და
ბოროტებას განერიდე. |
7 |
ნუ იქმნები შენ ბრძენ თავით თჳსით; გეშინოდენ უფლისა და
მოიქეც ყოვლისაგან ბოროტისა. |
8 |
ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი
ძვლებისათვის. |
8 |
მაშინ კურნებაჲ იყო ჴორცთა შენთაჲ და მოღუაწებაჲ ძუალთა
შენთა. |
9 |
პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი
მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით. |
9 |
პატივ-ეც უფალსა ნაშრომთაგან შენთა სიმართლისათა და
შეწირე მისსა პირველთა ნაყოფთაგან შენთა სამართალთა. |
10 |
ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები. |
10 |
რამეთუ აღივსნენ საუნჯენი შენნი სიმაძღრითა იფქლისათა, და
ღჳნითა საწნეხელნი შენნი გარდამოეცემოდიან. |
11 |
უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს
ნუ წაუყრუებ; |
11 |
შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ
მხილებასა, |
12 |
რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს. |
12 |
რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი
შეიწყნარის. |
13 |
ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!
|
13 |
ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა
გონიერებაჲ,
|
14 |
რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი
მოსავალი - ხალას ოქროს. |
14 |
რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვერცხლისა საუნჯეთა, |
15 |
მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი
შეედრება მას. |
15 |
და უპატიოსნეს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არა რაჲ ჰჴდების მას, არცა ერთი
ბოროტი. კეთილად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას, |
16 |
მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და
დიდებაა; |
16 |
რამეთუ სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა
დიდებაჲ და სიმდიდრე; პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლე; შჯული და წყალობაჲ ენასა
მისსა ჰმოსიეს. |
17 |
მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი
სიმრთელეა. |
17 |
გზანი მისნი - გზაჲ კეთილ და ყოველნი ალაგნი მისნი მშჳდობით. |
18 |
იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი
არიან მისი მფლობელნი. |
18 |
ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან
მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ. |
19 |
უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, გონიერებით გაამტკიცა
ცამყარი. |
19 |
ღმერთმან სიბრძნითა თჳსითა დააფუძნა სოფელი და განჰმზადნა ცანი გონიერებით. |
20 |
მისი გამჭრიახობით გაიხსნა უფსკრულები და ღრუბლები ცვარად
იცრებიან. |
20 |
მეცნიერებითა უფსკრულნი გამოეცნეს და ღრუბელნი ადინებდეს ცუარსა. შვილო, |
21 |
შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი. |
21 |
ნუ მოჰმედგრდები, დაიცვენ ზრახვანი ჩემნი და მცნებანი, |
22 |
ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი
ყელისთვის. |
22 |
რათა ცხონდეს სული შენი, და მადლი იყოს თავსა შენსა, და იყოს კურნებაჲ ჴორცთა
შენთა, და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთაჲ, |
23 |
მაშინ უდარდელად ივლი შენს გზაზე და არ წაიფორხილებ; |
23 |
რათა ხჳდოდი სასოებით, მშჳდობით ყოველთა გზათა შენთა და ფერჴი შენი არა წარსცე. |
24 |
დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი
გექნება. |
24 |
უკუეთუ შჯდე, უშიშად შჯდე; და, უკუეთუ გეძინოს, განსუენებით გეძინოს |
25 |
არ შეგაკრთობს უეცარი შიში და არც სიავე ბოროტეულთაგან, როცა მოვა;
|
25 |
და არა გეშინოდის შენ შეძრწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედამოსლვისა უღმრთოთაგან
მოწევნულისა, |
26 |
რადგან უფალი გიდგას მხარში და მახეს არიდებს შენს ფეხს. |
26 |
რამეთუ უფალი იყოს ყოველთა გზათა შენთა და დაამტკიცნეს ფერჴნი შენნი, რათა არა
შეიძრა.
|
27 |
ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია
ამის გაკეთება: |
27 |
ნუ დააყენებ კეთილის-ყოფად ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ჴელსა შენსა შეწევნა. |
28 |
ნუ იტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ
მისაცემელი თანა გაქვს. |
28 |
ნუ ეტყჳ - წარვედ აწ და მოვედ და ხვალე გცე: ძალ-თუ-გედვას კეთილის-ყოფად, რამეთუ
არა უწყი, რაჲ შვეს ხვალემან. |
29 |
ავს ნუ დაუპირებ შენს ახლობელს, როცა ის იმედიანად
ცხოვრობს შენთან. |
29 |
ნუ ზრახავ მეგობრისა შენისათჳს ძჳრსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყოს შენდა. |
30 |
ნურავის გაუმართავ დავას უმიზეზოდ, თუ ავი არ გაუკეთებია
შენთვის. |
30 |
ნუ მტერ-მოყუარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუუკუე ბოროტი რაჲმე გიყოს შენ. ნუ მოიგებ
კაცთა ბოროტთა მაყუედრებელად, |
31 |
ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას, |
31 |
ნუცა ჰბაძავ გზათა მათთა; |
32 |
რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და
ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი. |
32 |
რამეთუ არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე უშჯულოჲ და მართალთა თანა არა დაადგრეს
იგი. |
33 |
უფლის წყევლაა ბოროტეულის სახლზე, მართალთა საცხოვრებელი
კი კურთხეულია. |
33 |
წყევაჲ უფლისა სახლთა შინა უღმრთოთასა და საყოფელნი მართალთანი იკურთხნეს უფლისა
მიერ. |
34 |
გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს. |
34 |
უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. |
35 |
დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი
სირცხვილს წაიღებენ. |
35 |
დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღამაღლეს გინებაჲ. |