1 |
ლემუილის, მასას მეფის სიტყვვბი, რომლითაც დედამისი შეაგონებდა.
|
1 |
სიტყუანი თქმულნი არიან ღმრთისა მიერ მეუფისა, ბრძანება გასწავა დედამან თჳსმან.
|
2 |
რაო, შვილო? რაო, ჩემი მუცლის ნაშიერო? რაო, ჩემი
აღთქმების ნაშიერო? |
2 |
რა არს, შვილო, დამარხვა უფლისაჲ? პირველად გეტყჳ შენ,
შვილო: რა არს, შვილო მუცლისა ჩემისაო? რა არს, შვილო ლოცვათა ჩუენთაო. |
3 |
ქალებს ნუ შეალევ შენს ძალას და მეფეთა დამღუპველ დიაცებს
- შენს გზებს. |
3 |
ნუ მისცემ დედათა სიმდიდრესა შენსა და გონებასა შენსა და
ცხორებასა შენსა ნაკლულევანსა ზრახვასა. ზრახვით ყოველსავე იქმოდე, ზრახვით
ღჳნოსა სუემდ. |
4 |
არა ხამს მეფეთათვის, ლემუილ, არა ხამს მეფეთათვის ღვინის
სმა და არც მთავართათვის თაფლუჭის სმა. |
4 |
ძლიერნი გულმწყრალ არიან ღჳნოსა სუმად, |
5 |
თორემ დალევენ და დაივიწყებენ კანონს და ყველა დაჩაგრულის
სამართალს შეცვლიან. |
5 |
რათა არა სუან და დაავიწყდეს სიბრძნე და მართლ შჯად ვერ
უძლონ უძლურთა. |
6 |
მიეცი ლუდი გაუბედურებულს და ღვინო - სულგამწარებულს; |
6 |
და მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად
ლმობიერთა. |
7 |
შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი
სატანჯველი აღარ გაიხსენოს. |
7 |
რათა სუან და დაივიწყონ გლახაკება და სალმობანი არა
მოიჴსენნენ. |
8 |
გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის
გასაჩენად. |
8 |
აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა
ცოცხლად. |
9 |
გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის
სამართლის გასაჩენად. |
9 |
აღაღე პირი შენი და შჯიდ სიმართლით გლახაკთა და უძლურთა. |
10 |
ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. |
10 |
დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალსასყიდლისათა
ეგევითარი იგი.
|
11 |
მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ
მოაკლდება. |
11 |
მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს; |
12 |
მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას.
|
12 |
რამეთუ შეეწვის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა
მისსა,
|
13 |
ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი
ხელებით; |
13 |
მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა, |
14 |
სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური. |
14 |
იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით. შეიკრიბა მან თავისა თჳსისა სიმდიდრე. |
15 |
ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და
მხევლებს - წესსა და რიგს. |
15 |
და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა. და მუშაკთა და მჴნველთა, |
16 |
იგი ყანაზე ფიქრობს და ყიდულობს კიდეც; საკუთარი ხელების
ნაყოფით ვენახსა ჰყრის: |
16 |
იხილა ქუეყანა საქმარი და მოიყიდა, ნაყოფთაგან ჴელთა თჳსთასა დაჰნერგა ფუზე, |
17 |
ძლიერებით ისარტყლავს წელს და მკლავს იმაგრებს. |
17 |
მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა მკლავნი მისნი საქმედ, |
18 |
გრძნობს, რომ კარგია მისი შენაძენი, მისი ლამპარი ღამით
არ ჩაქრება. |
18 |
და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმე, და არა დაშრტებინ ღამე ყოელ ნათელი მისი. |
19 |
ჯარაზე ხელს იწვდის და თითებით თითისტარი უჭირავს. |
19 |
ჴელნი მისნი განმარტნა უმჯობესსა და ნებნი მისნი მიყუნა ტარსა სთვად ნივთისა, |
20 |
ღარიბისთვის ხელი გაშლილი აქვს და უპოვარს ხელს უწვდის. |
20 |
ხოლო ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და ნაყოფი მიუპყრა დავრდომილთა. |
21 |
მის სახლს თოვლის არ ეშინია, რადგან მთელი მისი სახლი
ორკეცად არის შემოსილი. |
21 |
არას ზრუნავნ სახლსა შინა ქმარი მისი, უკუეთუ სადა ყოვნის, რამეთუ ყოველნი
მისთანანი შემოსილ იყვნენ მრჩობლი სამოსელი და ქლამინდი |
22 |
ფარდაგებს თავად იკეთებს და იგი სელითა და ძოწეულით იმოსება.
|
22 |
უქმნა ქმარსა თჳსსა ბისონისაგან და ძოწეულისა თავისა თჳსისა სამოსელი.
|
23 |
მისი ქმარი ცნობილია კარიბჭესთან, როცა ქვეყნის უხუცებს
შორის ზის. |
23 |
სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა და
მკჳდრთა ქუეყანისათა. |
24 |
მოსასხამებს ამზადებს და ჰყიდის, სარტყლებს მოვაჭრეებს
აძლევს. |
24 |
არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, ხოლო სარტყლები ქანანელთა, |
25 |
ძალით და მშვენებით არის მოსილი და მომავალ დღეს
გაღიმებით შესცქერის. |
25 |
პირი თჳსი აღაღო კრძალულებით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა, |
26 |
პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს. |
26 |
ძალი და შუენიერება შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა. |
27 |
თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და პურს
მუქთად არა სჭამს. |
27 |
მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, ხოლო საზრდელი სიცონილისა არა ჭამა, პირი
მისი აღაღო მეცნიერებითა და წესიერებითა. |
28 |
დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და
აქებს მას. |
28 |
და წყალობამან მისმან დაამტკიცნა ძენი მისნი და ქმარმანცა მისმან აქო იგი და თქუა: |
29 |
მრავალმა ასულმა გამოიჩინა მხნეობა, მაგრამ შენ გადაამეტე
ყველას. |
29 |
მრავალთა ასულთა ყვეს ძლიერება, მრავალთა მოიგეს სიმდიდრე, ხოლო შენ გარდაჰრიე და
გარდაჰმატე უფროს ყოველთასა. |
30 |
მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის
მოშიში დედაკაცია საქებარი. |
30 |
ტყუილით სათნოებანი და ამოებით სიკეთე დედათა არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი
გონიერი იკურთხოს და მოშიშნი უფლისანი აქებდენ მას. |
31 |
მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი
კარიბჭეებთან განადიდონ. |
31 |
მოაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რამეთუ
გზანი კაცისანი წინაუძღოდიან მას და წარემართნენ უკუნითი უკუნისამდე. |