1 |
ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.
|
1 |
ისმინეთ ყრმათა სწავლაჲ მამისაჲ და ერჩდით ცნობად გულისჴმის-ყოფასა,
|
2 |
რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ
მიატოვოთ. |
2 |
რამეთუ ნიჭსა კეთილსა მიგანიჭებ თქუენ, შჯულსა ჩემსა ნუ
დაუტეობთ, |
3 |
რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და
ნანინანატრი. |
3 |
რამეთუ შვილი ვიყავ მეცა მამისა მორჩილი, და საყუარელ
წინაშე პირსა დედისასა. |
4 |
მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა
ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო. |
4 |
რომელნი მასწავებდეს მე და მეტყოდეს: დაჰჯერდინ სიტყუაჲ
ჩუენი გულსა შენსა; დაიცვენ მცნებანი ჩემნი და ნუ დაივიწყებ და ნუცა
უგულებელს-ჰყოფ სიტყუათა პირისა ჩემისათა, |
5 |
შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ
გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო. |
5 |
ნუცა გარდააქცევ თქუმულთაგან პირისსა ჩემისათა, |
6 |
არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო. |
6 |
ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და
დაგიცვას შენ. |
7 |
მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ
მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო. |
7 |
დასაბამად სიგრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა
წილ მოიგე გონიერებაჲ. |
8 |
დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში
ჩაიკრავო. |
8 |
გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა
შეგიტკბოს შენ, |
9 |
ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების
შარავანდს გიბოძებსო. |
9 |
რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა
საშუებელისათა შეგეწიოს შენ. |
10 |
ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები. |
10 |
ისმინე, შვილო, და შეიწყნარენ სიტყუანი ჩემნი, და
განმრავლდენ წელნი ცხორებისა შენისანი, რათა იყუნენ შენდა მრავალ გზაჲ
ცხორებისაჲ, |
11 |
სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე
დამიყენებიხარ. |
11 |
რამეთუ გზანი ცხორებისანი გასწავენ შენ და გულისჴმა-გიყვენ შენ ალაგნი მართალნი. |
12 |
გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ. |
12 |
უკუეთუ ხჳდოდი, არა დაიჴსნენ სლვანი შენნი, და ჰრბიოდი თუ, არა დაჰშურე. |
13 |
ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის
არის შენი სიცოცხლე. |
13 |
შეეკრძალე სწავლასა ჩემსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაიმარხე თავისა შენისა ცხორებად
იგი შენდა. |
14 |
ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე. |
14 |
გზასა უღმრთოთასა ნუ მიხუალ, ნუცა ჰბაძავ ალაგთა უშჯულოთასა. |
15 |
ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
|
15 |
რომელსა ადგილსა განეწყვებოდიან, ნუ მიხუალ მუნ. მიაქციენ მისგან ფერჴნი შენნი
და დაუტევე იგი,
|
16 |
რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ
არ შეაცდინეს ვინმე. |
16 |
რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან. მიღებულ არს ძილი მათგან და არა
დაიძინიან, |
17 |
რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა
სვამენ. |
17 |
რომელნი იზარდებიან საჭმლითა უღმრთოებისათა, და ღჳნითა უშჯულოებისათა დაითრვნიან. |
18 |
მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის
დადგომამდე. |
18 |
ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ; წინაუძღოდიან და
განანათლებდენ, ვიდრე წარმოემართოს დღე. |
19 |
ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად
წაიფორხილებენ. |
19 |
ხოლო გზანი უღმრთოთანი ბნელ არიან და არა უწყიან, სადა წარახეთქონ ფერჴი. |
20 |
შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური
მოაპყარი. |
20 |
შვილო, თქუმულთა ჩემთა ეკრძალე, და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი, |
21 |
არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე. |
21 |
რათა არა მოგაკლდენ შენ წყარონი ცხორებისანი, დაიმარხენ იგინი გულსა შენსა, |
22 |
რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა, |
22 |
რამეთუ ცხორებაჲ არს, რომელთა პოონ იგი, და ყოველთა ჴორცთა მათთა ლხინებაჲ. |
23 |
შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია
სიცოცხლის წყარო. |
23 |
და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხორებისანი. |
24 |
განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე. |
24 |
მოისპე შენგან პარვაჲ ზაკული და ცრუნი ბაგენი განიშორე შენგან. |
25 |
პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები
გასწორდეს შენს პირდაპირ. |
25 |
თუალნი შენნი მართლ ხედვენ და წამნი შენნი სიმართლესა წამებენ. |
26 |
გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი. |
26 |
მართალ-ყვენ ალაგნი ფერჴთა შენთანი და გზანი შენნი წარიმართენ. |
27 |
ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი
მოარიდე. |
27 |
ნუ მიაქცევ მარჯუენით, გინა თუ მარცხენით; მოაქციე ფერჴი შენი გზისაგან ბოროტისა,
რამეთუ გზანი იგი მარჯუენითნი იცნის უფალმან, ხოლო გულარძნილ არიან გზანი იგი
მარცხენითნი, და მან მართალ-ყვნეს ალაგნი შენნი და სლვანი შენნი მშჳდობით
წარგემართნენ. |