1 |
ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური,
|
1 |
შვილო, სიბრძნესა ჩემსა ერჩდი და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,
|
2 |
რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა
ბაგეებმა. |
2 |
რათა დაიცვა გონიერებაჲ კეთილი. და მეცნიერებასა ბაგეთა
ჩემთას გამცნებ შენ. ნუ ხედავ დედაკაცსა ბოროტსა, |
3 |
რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით
გასლექილია მისი სასა. |
3 |
რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა
მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი, |
4 |
ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით
გაფხავდება; |
4 |
ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა ჰპოო და უმახჳლეს
მახჳლის ორპირისა, |
5 |
მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი
ნაბიჯები. |
5 |
რამეთუ უგუნურებისა ფერჴთა შთაიყუნიან, რომელნი იჴუმევდენ
მას, შემდგომად სიკუდილისა ჯოჯოხეთად შთაცჳვიან. |
6 |
ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზაკვალი, არ
იცის სად მიდის. |
6 |
და კუალნი მისნი არა მტკიცე არიან, რამეთუ გზასა
ცხორებისასა იგი არა მივიდეს; ცთომილ არიან ალაგნი მისნი და არა საცნაურ. |
7 |
ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს
ნათქვამს: |
7 |
აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს-ჰყოფ თქუმულთა
ჩემთა. |
8 |
შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის
კარს, |
8 |
შორს-ყვენ მისგან გზანი შენნი და ნუ მიეახლები კართა
სახლისა მისისათა, |
9 |
რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები -
დაუნდობელს, |
9 |
რათა არა წინაუყო უცხოთა ცხორებაჲ შენი და მონაგები შენი
უწყლოთა, |
10 |
რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით - მტრის სახლში. |
10 |
რათა არა აღივსნენ უცხონი ძალითა შენითა და არა ნაშრომი
შენ შევიდეს სახლსა სხუათასა. |
11 |
ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი. |
11 |
და ინანდე უკუანაჲსკნელ, რაჟამს განჰკაფდენ ჴორცნი ძუალთა შენთანი. |
12 |
იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება! |
12 |
და სთქუა, ვითარმედ: რად მოვიძულე სწავლულებაჲ და მხილებას მიჰრიდა გულმან ჩემმან. |
13 |
არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო.
|
13 |
არა მესმოდა ჴმაჲ მასწავლელისა ჩემისაჲ და მოძღუარსა ჩემსა არ მიუპყარ ყური
ჩემი,
|
14 |
რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო! |
14 |
მცირედღადა ვიპოვემცა, ვიდრე მე ყოველსა შინა ბოროტსა შორის კრებულსა და
შესაკრებელსა. |
15 |
სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან, |
15 |
სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა. |
16 |
გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე - წყლის
ნაკადები. |
16 |
გარდამოეცემოდენ გარე წყალი შენისაგან წყაროჲსა და შენთა უბანთა შინა დიოდენ წყალნი
შენნი. |
17 |
მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ, |
17 |
იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ. |
18 |
კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის
ცოლთან. |
18 |
წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად და თავად იხარებნ დედაკაცი სიჭაბუკესა შენსა. |
19 |
მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა
გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით; |
19 |
ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ და შენ თანა იყავნ ყოველსა ჟამსა,
რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი, მრავალ იყო. |
20 |
რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ
ეხუტები უცხო ქალს? |
20 |
ნუ დაიყოვნებ უცხოსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოახუევ მკლავთა შენთა, რომელი არა შენი
იყოს, |
21 |
რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს
აკვირდება. |
21 |
რამეთუ თუალთა წინაშე ღმრთისათა არიან გზანი კაცისანი და ყოველთა ალაგთა მისთა
ხედავს. |
22 |
საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის
საკვრელებით შეიბოჭება. |
22 |
უშჯულოებამან მოინადირის კაცი, და საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის. |
23 |
ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით
დაიკარგება. |
23 |
ესევითარი აღესრულოს უსწავლელთა თანა, და სიმართლისაგან სიპოხისა თჳსისა განვარდა
და წარწყმდა უგუნურებითა თჳსითა. |