1 |
შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის,
|
1 |
შვილო, უკუეთუ თავს-იდვა მეგობარი შენი, მისცე ჴელი შენი მტერსა შენსა,
|
2 |
მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ
შენი ბაგის ნათქვამით. |
2 |
რამეთუ საფრჴე ძლიერ არიან კაცისა თჳსნი ბაგენი და
შეიპყრობის სიტყჳთა პირისა მისისათა. |
3 |
ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი
ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და
შეევედრე. |
3 |
ჰყოფდ, შვილო, რომელსა მე გამცნებ და სცხოვნდე, რამეთუ
შეჰვარდე ჴელთა ბოროტისათა მეგობრისა შენისათჳს, იყავ შენ განკრძალულ და ნუ
დაჰჴსნი, განჰმზადე მეგობარიცა იგი შენი, რომელი თავს იდევ. |
4 |
თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს - თვლემას. |
4 |
ნუ სცემ ძილსა თუალთა შენთა, ნუცა ჰრულის წამსა შენსა, |
5 |
იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც
ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან. |
5 |
რათა განერე, ვითარცა ქურციკი საფრჴესა და ვითარცა
მფრინველი მახესა. |
6 |
მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და
ჭკუა ისწავლე. |
6 |
იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, ჵ, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა
მისთა და იქმენ უბრძნეს მისსა, |
7 |
არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. |
7 |
რამეთუ მას ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი უვის და არცა
უფლისა ვის ქუეშე არს, |
8 |
ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს
მოსავლის აღებისას. |
8 |
რომელმან განჰმზადის საზრდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი
შეიკრიბის კალოთა ზედა; ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ
არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და
გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. სასურველ არს ყოველთა და დიდებულ, დაღაცათუ
არს ძალითა უძლურ, სიბრძნესა პატივ-სცა და წარმოჴდა. |
9 |
როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ
ძილისგან? |
9 |
ვიდრემდის სწვე, ჵ, მცონარო, ანუ ოდეს ძილისაგან
განიღჳძო? |
10 |
მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს
შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად. |
10 |
მცირედ გეძინოს, მცირედ გრულოდის, მცირედღა და დაისხნე
ჴელნი მკერდსა ზედა. |
11 |
ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული
კაცივით - შენი გაჭირვება. |
11 |
მაშინ მოიწიოს შენ ზედა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე და ნაკლულევანებაჲ,
ვითარცა კეთილი მსრბოლი. უკუეთუ უცონო იყო, მოვიდეს, ვითარცა წყაროჲ, ნაყოფი შენი,
ხოლო ნაკლულევანებაჲ, ვითარცა ბოროტი კაცი, გევლტოდის. |
12 |
უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის. |
12 |
კაცი უგუნური და უშჯულო ვალნ გზათა გულარძნილთა. |
13 |
თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის;
|
13 |
და ეგევითარი ეგე წამს-უყოფნ თუალითა, და აუწყებნ ფერჴითა და მოასწავებნ ხრითა
თითთათა,
|
14 |
ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს. |
14 |
გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა. ესევითარი იგი შფოთსა იქმნ
ქალაქსა შინა. |
15 |
ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად
განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი. |
15 |
ამისთჳს მოიწიოს მეყსეულად წარსაწყმედელი მისი, განკუეთა და შემუსრვაჲ უკურნებელი, |
16 |
აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე
მის თვალში: |
16 |
რამეთუ უხარინ ყოველსა ზედა, რომელი სძულს ღმერთსა, და შეიმუსრვის არაწმიდებითა
სულისა თჳსისათა. |
17 |
ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი
ხელები, |
17 |
თუალნი მაგინებელნი და ენაჲ ცრუ, ჴელნი, რომელნი სთხევენ სისხლსა მართალისასა, |
18 |
ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, |
18 |
და გული, რომელი ზრახავნ გულისსიტყუათა ბოროტთა, და ფერჴნი, რომელნი ისწრაფიან
ბოროტის-ყოფად, მოისრნენ. |
19 |
ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის
შუღლის მთესველი. |
19 |
ხოლო აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან და მოავლინის საშჯელი შორის ძმათა. |
20 |
დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს
ნუ გადახვალ. |
20 |
შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ. |
21 |
სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული, |
21 |
და დაიდგენ იგინი თხემსა შენსა ზედა მარადის და შეიბენ ყელსა შენსა, |
22 |
მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს,
გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება. |
22 |
რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი, და შენ თანა იყუნენ და, რაჟამს გეძინოს, გცვიდენ
შენ და რათა, რაჟამს აღსდგე, თანაგზრახვიდეს შენ, |
23 |
რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის
გზაა სამხილებელი შეგონება, |
23 |
რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო შჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და
სწავლაჲ, |
24 |
რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი
ენისგან. |
24 |
რათა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა. |
25 |
გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.
|
25 |
შვილო, ნუ გარევინ სიკეთე გულისთქუმისა, ნუცა მოინადირებ თუალთაგან შენთა, ნუცა
შესცთები წამთაგან მისთა.
|
26 |
რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და
გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი. |
26 |
რაჟამს სასყიდელი მეძვისაჲ, ვითარცა ერთის ჴუეზის პურის, რამეთუ დედაკაცმან
უკეთურმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის. |
27 |
თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად? |
27 |
გამო-მე-ვის-ეკრისა ცეცხლი წიაღთა და სამოსელი მისი არა დაიწჳს? |
28 |
თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად? |
28 |
ანუ ვალნმე ვინ ნაკუერცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერჴი მისი არა მოიწუას? |
29 |
ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის
ცოლთან და მიეკარება მას. |
29 |
ეგრეთვე, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა ძჳრსა,
ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი, რომელი შეეხოს მას. |
30 |
არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა
მშიერია; |
30 |
არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი
მშიერი. |
31 |
წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას
გადაიხდის. |
31 |
უკუეთუ დაეპყრას, შჳდწილად იზღჳოს და შემდგომად ყოველი ნაყოფი მისცეს, რათა იჴსნეს
სული თჳსი. |
32 |
ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად
აქცევს მას. |
32 |
ხოლო მემრუშემან ნაკლულევანებითა გონებისათა წარწყმედაჲ თავსა თჳსსა მოატყუას. |
33 |
ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ
წარიხოცება. |
33 |
სალმობაჲ ხოლო და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს უკუნისამდე, |
34 |
რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს
შურისგების დღეს. |
34 |
რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა
სასჯელისასა. |
35 |
არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ
ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი. |
35 |
ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა
ძღუნითა. |