1 |
შვილო, დაიმარხე ჩემი ნათქვამი და ჩემი ანდერძი დაიუნჯე.
|
1 |
შვილო, დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიფარენ შენ თანა.
|
2 |
დაიმარხე ჩემი ანდერძი და იცოცხლებ, და ჩემი რჯული -
თვალისჩინივით. |
2 |
შვილო, პატივ-ეც უფალსა და განსძლიერდე და მისსა გარეშე
ნურავისსა გეშინის სხჳსა. დაიცვენ მცნებანი ჩემნი და სცხონდე და სიტყუანი
ჩემნი, ვითარცა გუგანი თვალთანი. |
3 |
მიიბი შენს თითებზე და გულის ფიცარზე დაიწერე. |
3 |
და იგინი გამოიწერენ თითითა შენითა ფიცართა გულისა
შენისათა. |
4 |
უთხარი სიბრძნეს: ჩემი და ხარ-თქო და ჭკუა-გონებას
მეგობარი უწოდე. |
4 |
მოხადე სიბრძნესა დად-ყოფად შენდა, და მოუწოდე
გულისხმის-ყოფასა შემეცნებად შენდა. |
5 |
რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი
ლაქარდიანი ენისგან. |
5 |
შეიკრძალე თავი შენი დედაკაცისა უცხოსაგან და ბოროტისა,
რაჟამს სიტყვითა საცთურსა შთაგთხევდეს. |
6 |
როცა სახლის სარკმლიდან, ცხაურს იქით გადავიხედე, |
6 |
არდაბაგითა სახლისათა იხედავნ უბანთა მიმართ, |
7 |
დავინახე ბრიყვთა შორის, გავარჩიე ყმაწვილებს შორის ერთი
ბიჭი, ჭკუათხელი. |
7 |
რათამცა მოიხილნეს ჭაბუკნი უთმინონი და ყრმანი
უგულისხმონი, |
8 |
ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით
მიაბიჯებდა. |
8 |
რომელნი ვლიედ უბანთა მიერ სიახლესა სახლისა მისისათა და
ზრახავნ, |
9 |
მიმწუხრზე, დღის მიწურულზე, ღამის ბნელში და უკუნეთში. |
9 |
სიბნელესა ღამისასა, ოდესცა არღარა განსცხრებოდიან
სიჴშოსაგან ბინდისა, |
10 |
და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი. |
10 |
დედაკაცი იგი შეემთხვევა პირითა საროსკიპოთა, რომელმან
შესულიბნის გულნი ჭაბუკთანი, ეითარცა მთრვალთა მოუძლურებულთანი, |
11 |
ხმაურიანია და თავნება, შინ ფეხი არ უდგება; |
11 |
ფრინვალობს უძღებად და სახლსა შინა თვისსა არა დააცადნის ფერჴნი თვისნი, |
12 |
ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე - ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული; |
12 |
არამედ ოდესმე ვალნ უბანთა და ოდესმე ყოვლით კერძო იმსტრობნ, |
13 |
აჰა, ჩაიჭირა იგი, კოცნის და ურცხვად ეუბნება: |
13 |
რათამცა პოვა ჭაბუკი და დაიპყრას, აკოცებს ურცხვინოდ და ლიქნით ეტყჳნ: |
14 |
სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, დღეს
გადვიხადეო საღმრთო. |
14 |
მზეგრძელობისა შენისათვის მსხვერპლისა შეწირვად პაემანი და მეც აწ დღეს აღვასრულე
პაემანი. |
15 |
ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, შენის სასის საძებრად და აჰა, გიპოვე კიდეც.
|
15 |
ამისთვის მოგეგებვი შენ ტრფიალი პირისა შენისა და სანატრელი გპოვე.
|
16 |
ხალიჩები მაქვს დაფენილი ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ჭრელი
ნაქსოვი. |
16 |
შემითხზნავს ცხედარი ჩემი და გარდამიგია ფიჩვითა ეგვიპტურებ ჭრელებულითა. |
17 |
დავაფრქვიე მური ჩემს საწოლზე. |
17 |
საგებელთა ჩემთა უკმიე მური, შტახსი და კასია. |
18 |
წამო, დილამდე დავთვრეთ სიყვარულით, ალერსით ვინეტაროთ. |
18 |
მოვედ და ვიშვებდეთ სიყვარულითა განთიადამდე; მოვედ და განვსცხრებოდეთ ტრიობითა. |
19 |
რადგან შინ არ არის ქმარი, შორ გზაზეა წასული; |
19 |
რამეთუ არა არს ქმარი ჩემი სახლსა შინა, არამედ წარსრულ არს გზასა შორესა. |
20 |
ვერცხლის ქისა წაიღო თან, სრულმთვარობისას დაბრუნდებაო
შინ. |
20 |
ვაშკარანი ვეცხლითა წარიღო, აღიღო ჴელითა და შემდგომად დღეთასა მომავალ არს სახიდ
თვისად. |
21 |
შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა. |
21 |
მრავალმეტყველებითა და მაცთურითა ბაგითა რა შეაცთუნის, |
22 |
იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც
შებორკილი გიჟი დასასჯელად. |
22 |
შეუდგის, ვითარცა უსხი საკლველი და ვითარცა ვერძი მნერბავი და ვითარცა სულელი
უმეცარი, |
23 |
ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი,
ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს. |
23 |
და იწყლა, ვითარცა ირემი ღვიძლგანგვრემული, და მოიფრინვა, ეითარცა ფრინველმან,
მახედ და არა უწყის, წარწყმედად სულისა თჳსისად ვალს. |
24 |
ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს. |
24 |
აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი და ყურად-იხვენ სიტყვანი პირისა ჩემისანი. |
25 |
ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი
ბილიკები. |
25 |
ნუ მოსდრეკ გულსა შენსა გზათა მისთა, და ნუცა შეუდგები კვალთა მისთა, |
26 |
რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი
ძლევამოსილია მისგან დახოცილი. |
26 |
ვინადგან მრავალნი იგვემნეს და მოიწყლნეს და უამრავნი მჴნენი შეიმუსრნეს მის მიერ, |
27 |
მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი. |
27 |
რამეთუ სახლი მისი გზა არს ჯოჯოხეთისა, რომელი შთაიყვანებს საუნჯედ სიკუდილისად. |