1 |
განა სიბრძნე არ მოუწოდებს? განა გონიერება არ გამოსცემს ხმას?
|
1 |
ამისთჳს შენ სიბრძნესა ქადაგებდ, რათა გონიერებაჲ გერჩდეს შენ.
|
2 |
მაღალ მწვერვალებზე, გზასთან არის, გზათა შესაყარზე დგას
იგი; |
2 |
რამეთუ მაღალთა ზედა მწუერვალთა დგას და შორის ალაგთა
იპოების. |
3 |
კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის იგი: |
3 |
ბჭეთა თანა ძლიერთასა დადგრომილ არს და შესავალთა გზათასა
იქების. |
4 |
თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს. |
4 |
თქუენ გლოცავ, ჵ, შვილნო, და წინაგიყოფ ჴმასა ჩემსა ძეთა
კაცთა. |
5 |
შეიგნეთ, ბრიყვებო, საზრიანობა, შეიგნეთ, სუსგონო,
გონიერება. |
5 |
სცანთ უმანკოთა მეცნიერებაჲ და უსწავლელთა დაიდევით გულსა
თქუენსა. |
6 |
მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის
სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები; |
6 |
ისმინეთ ჩემი, რამეთუ კეთილსა გეტყჳ და აღვაღებ ბაგეთა
ჩემთა მართლ, |
7 |
ვინაიდან ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა და სიბილწეა
ჩემი ბაგეებისთვის უკეთურება. |
7 |
რამეთუ ჭეშმარიტსა იწურთის პირი ჩემი; საძაგელ არიან
წინაშე ჩემსა ბაგენი მტყუარნი. |
8 |
ჩემი პირის ყოველი სიტყვა მართალია და მზაკვრობა და
ცბიერება არ არის მათში; |
8 |
სიმართლით არიან ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და არა
არს მათ შინა გულარძნილ, არცა დრკუ. |
9 |
ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია
ცოდნის მპოვნელთათვის. |
9 |
ყოვლადვე წრფელ არს იგი, რომელთა უცნობიეს და მართალ,
რომელთა უპოვნიეს მეცნიერებაჲ. |
10 |
მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე; |
10 |
მიიღეთ სწავლაჲ და ნუ ვეცხლი და მეცნიერებაჲ უფროჲს
ოქროჲსა რჩეულისა, |
11 |
რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი
სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას. |
11 |
უმჯობეს არს სიბრძნე უფროჲს ანთრაკთა პატიოსანთა; ყოველივე პატიოსანი ვერ არს ღირს
მისა. |
12 |
მე, სიბრძნე, დავანებული ვარ შეგნებაში და ფიქრების ცოდნა მოვიპოვე. |
12 |
მე, სიბრძნემან, დავიმკჳდრე მეცნიერებაჲ ზრახვისაჲ და გონიერებისაჲ და ცნობისა
მოვხადე. |
13 |
უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა,
ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი. |
13 |
შიშსა უფლისასა სძულს უკეთურებაჲ, გინებაჲ და ამპარტავნებაჲ; და გზაჲ უკეთურთა და
გულარძნილთანი და პირი ურწმუნოჲ მე მოვიძულენ. |
14 |
ჩემია თათბირი და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია
ძალა; |
14 |
ჩემი არს ზრახვაჲ, ჩემი არს კრძალულებაჲ, ჩემი არს გონიერებაჲ, ჩემი არს ძალი.
|
15 |
ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი;
|
15 |
ჩემ მიერ მეფენი მეფობენ და ძლიერნი წერენ სიმართლესა. |
16 |
ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი - ქვეყნის ყველა
მსაჯული. |
16 |
ჩემ მიერ დიდ-დიდნი განდიდნებიან და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა. |
17 |
მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი; |
17 |
და მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და, რომელნი მეძიებენ, მე მპოონ. |
18 |
ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და
სიმართლე. |
18 |
სიმდიდრე და დიდებაჲ ჩემი არს. და მონაგები მრავალი შეწირვად ჩემდა. |
19 |
ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი
სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან. |
19 |
უმჯობეს არს უფროს ოქროსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, ხოლო სიტყუანი ჩემნი
უფროს ოქროჲსა რჩეულისა. |
20 |
სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით
დავიარები. |
20 |
გზათა სიმართლისათა ვალ და შორის ალაგთა სიმართლისათა ვიქცევი, |
21 |
რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები. |
21 |
რათა განუყო მოყუარეთა ჩემთა ნაყოფი და საუნჯენი მათნი აღვავსნე კეთილითა. |
22 |
უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის
ქმნილებებამდე დასაბამით; |
22 |
უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს
დასაბამისა დამამტკიცა მე, |
23 |
უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. |
23 |
დასაბამსა უწინარეს ქუეყანისა შესაქმისა, |
24 |
როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც
წყალუხვი წყაროები იყო; |
24 |
და უწინარეს უფსკრულთა ყოფისა, ვიდრე გამოსლვადმდე წყაროჲსა წყალთასა, |
25 |
მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე
უწინარეს; |
25 |
ვიდრე მთათა დაფუძნებადმდე, უწინარეს ყოველთა ბორცუთა მშვა მე. |
26 |
როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და
არც სამყაროს პირველი მტვერი; |
26 |
უფალმან შექმნა სოფელი და უბენი და კიდენი სოფლისანი და რომელნი არიან ცასა ქუეშე, |
27 |
როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც
უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, |
27 |
რაჟამს განჰმზადებდა ცათა, მე მის თანა ვიყავ, და ოდეს განაჩინებდა საყდართა თჳსთა
ქართა ზედა. |
28 |
როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა,
|
28 |
და ოდეს განაძლიერებდა ზესკნელთა ღრუბელთა ზედა, ვითარ-იგი კრძალულად დასდებდა
წყაროთა ცასა ქუეშე,
|
29 |
როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ
გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, |
29 |
ოდეს-იგი დაუდვა ზღუასა წესი მისი, რათა არა გარდაჴდენ წყალნი ზედა პირსა მისსა. და
ოდეს დაამტკიცებდა საფუძველთა ქუეყანისათა, |
30 |
მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ
სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი, |
30 |
ვიყავ მის თანა მომზავებელ, მე ვიყავ, რომლისა თანა უხაროდა უფალსა და დღითი დღედ
ვიხარებდი წინაშე პირსა მისსა ყოველსა ჟამსა. |
31 |
ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო
ჩემი სიხარული. |
31 |
ოდეს იშვებდა ქუეყანისა განსრულებასა ზედა, შვებულ იქმნა ძე კაცისაცა. |
32 |
ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს
გზებს იცავენ! |
32 |
შვილო, ისმინე ჩემი და ნეტარ იყვნენ, რომელთა გზანი ჩემნი დაიცვნენ. |
33 |
მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ. |
33 |
ისმინეთ სწავლა, რათა ბრძენ იყვნეთ, და ნუ დაიყოფთ სასმენელთა. |
34 |
ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს
დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს. |
34 |
ნეტარ არს კაცი, რომელმან ისმინოს ჩემი, და კაცი, რომელმან გზანი ჩემნი დაიმარხნეს
და იღჳძებდეს კართა ჩემთა ზედა მარადის, და სცვიდეს შესავალთა ზღურბლთა ჩემთასა, |
35 |
ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან
მადლს მოიხვეჭს. |
35 |
რამეთუ გამოსავალნი ჩემნი გამოსავალ ცხორებისა, და განემზადების ნებაჲ უფლისა მიერ. |
36 |
ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს
მოძულეს, სიკვდილი უყვარს. |
36 |
ხოლო რომელნი ცოდვენ ჩემდამო, უღმრთოებენ თავისა თჳსისა სულთა და რომელნი მე
მძულობენ, უყუარს მათ სიკუდილი. |