1 |
მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო
სულგამწარებულმა.
|
1 |
და ვშურები სულითა ჩემითა, იწროებით აღმოუტევნე მის ზედა სიტყუანი ჩემნი,
ვიტყოდი სიმწარითა სულისა ჩემისათა ურვით.
|
2 |
ვეტყვი ღმერთს: ნუ მადანაშაულებ! მაცოდინე, რისთვის
მედავები? |
2 |
და ვჰრქუა უფალსა: ნუ უღმრთოებასა მასწავებ მე, და
რასათჳს ესრეთ დამსაჯე მე? |
3 |
კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა
ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ? |
3 |
ანუ კეთილ არს შენდა, უკუეთუ შეგცოდო, რამეთუ განიშორე
ქმნილი ჴელთა შენთა და ზრახვასა უღმრთოთასა მოჰხედე. |
4 |
ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით
იყურები? |
4 |
ანუ ვითარცა კაცი ხედავნ, ეგრე ხედავ შენ, ანუ კაცისა
ხილვისაებრ იხილო შენ, ანუ ცხოვრებაჲ შენი კაცობრივი არს, |
5 |
განა ადამიანის დღეებივითაა შენი დღეები? განა შენი წლები
კაცის დღეებივითაა? |
5 |
ანუ წელნი შენნი კაცისანი, |
6 |
რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ? |
6 |
რამეთუ გამოიძიენ უსჯულოებანი ჩემნი და ცოდვანი ჩემნი
გამოიკულიენ. |
7 |
ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ
მიხსნის. |
7 |
ვიცი, რამეთუ არა უღმრთო ვიქმენ, არამედ ვინმე არს,
რომელმან ჴელთაგან შენთა განმარინოს მე. |
8 |
შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან
ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე. |
8 |
ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე და ამისსა
შემდგომად მიმაქციე და დამეც მე. |
9 |
გაიხსენე, თიხისგან რომ შემქმენი და მტვრად რომ მაქცევ! |
9 |
მოიჴსენე, რამეთუ თიჴაჲ დამბადე მე და მერმე კუალად
მიწადვე მიმაქცევ მე. |
10 |
განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე? |
10 |
ანუ არა ვითარცა სძე, მომწუელე მე? და შემყავ მე, ვითარცა
ხაჭუაჲ, |
11 |
ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით
მომქსოვე. |
11 |
ტყავი და ჴორცი შემმოსე მე, ძუალითა და ძარღჳთა შემამაგრე
მე. |
12 |
სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენი ზრუნვა ინახავდა ჩემს სულს.
|
12 |
ცხორებაჲ და წყალობაჲ დასდევ ჩემ ზედა და მოღუაწებაჲ შენი სცვიდა სულსა ჩემსა.
|
13 |
ეს გქონდა დაფარული გულში; მივხვდი, რომ ეს შენთან იყო. |
13 |
ესე მაქუს შენ მიერ და ვიცი, რამეთუ ყოველივე, რომელ გიც, და უძლურებაჲ არარაჲ არს
შენ თანა. |
14 |
როცა შევცოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტევე დანაშაული. |
14 |
დაღათუ ვცოდე, და-ვე-მიცევ მე და უსჯულოებისაგან არა უბრალომყავ მე. |
15 |
თუ დამნაშავე ვარ, ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან
სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე! |
15 |
უკუეთუ უღმრთო ვიქმნე, ვაჲ მე. დაღათუ მართალ ვიყო, ეგრეცა ვერვე ძალ-მიც მე
აღხილვად, რამეთუ სავსე ვარ გინებითა. |
16 |
წამოვიწევი და ლომივით მედევნები, კვლავ და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე. |
16 |
და მონადირებულ ვარ, ვითარცა ლომი კლვად, და მიმაქცევ და კუალად ბოროტად მტანჯავ
მე. |
17 |
განაახლებ მოწმეებს ჩემს წინააღმდეგ და უფრო და უფრო მრისხანებ ჩემზე; ჯარი მოდის
და მოდის ჩემს წინააღმდეგ. |
17 |
და განაახლებ ჩემ ზედა განკითხვათა ჩემთა, და რისხვითა დიდითა მრისხავ მე და
მოაწიენ ჩემ ზედა განსაცდელნი. |
18 |
რისთვის გამომიყვანე დედის საშოდან? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე! |
18 |
ანუ რაჲსათჳს მუცლითვე დედისა ჩემისათ გამომიყვანე მე და მუნვე არა მოვკუედი მე,
თუალმანცა არა მიხილა მე? |
19 |
ვყოფილიყავი როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი. |
19 |
და ვითარცა არაყოფილიმცა შევიქმენ, ანუ რაჲსათჳს საშოთვე საფლავად არა მივიქეც? |
20 |
ხომ დღემოკლე ვარ? დამაყენე, მომეშვი, რომ გავიხარო ცოტათი მაინც, |
20 |
ანუ არა მცირედ არს ჟამი ცხორებისა ჩემისა? მაცადე მე და განვისუენო მცირედ, |
21 |
სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და შავეთის ქვეყანაში, |
21 |
ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, ვინაჲ არღა მოქცევად ვარ ქუეყანად ბნელისა, |
22 |
წყვდიადის ქვეყანაში, როგორც შავეთის უკუნეთში, სადაც არ არის წესრიგი და ნათობს
უკუნი. |
22 |
ქუეყანასა უკუნსა საუკუნისასა, და არა არს ნათელი, არცა ხილვად ცხორებაჲ კაცთაჲ. |