1 |
მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:
|
2 |
განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა
მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს? |
2 |
რომელი მრავალსა იტყჳნ, მან კუალადცა ისმინისვე სიტყუაჲ.
ანუ კეთილად მეტყუელი იგი ჰგონებნმე, ვითარმედ მართალ იყოს? |
3 |
შენი ფუჭსიტყვაობა ჩააჩუმებს ადამიანებს? დაცინვას
მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი? |
3 |
კურთხეულ არს ნაშობი დედათა მცირედ ცხორებული, ნუ ფრიად
სიტყუასა შინა ხარ, რამეთუ არავინ არს სიტყჳს-მგებელ შენდა. |
4 |
შენ ამბობ, მართლად განვსჯიო და სუფთა ვართო მის თვალში. |
4 |
ნუ ეგრე იტყჳ, ვითარმედ წმიდაჲ ვარ მე საქმითა და უბრალოჲ
წინაშე უფლისა, |
5 |
ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს
მიმართ! |
5 |
არამედ ვითარძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი
მისნი შენ თანა. |
6 |
გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა
სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება. |
6 |
მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისა, რამეთუ ორ წილ იყოს
შენსა და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ,
რაჲ-იგი შესცოდე მას. |
7 |
ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის
სრულყოფილებას? |
7 |
ანუ კუალი უფლისაჲ ჰპოვემე, ანუ დასასრულსა მისწუდეა,
რომელი-იგი ქმნა ყოვლისა მპყრობელმან? |
8 |
ცათა მწვერვალებია, რა გამოგივა? ქვესკნელზე უღრმესია,
რას შეიცნობ? |
8 |
მაღალ არიან ცანი და შენ რაჲმე ჰყო?, ანუ უღრმესი
ჯოჯოხეთს შიდა რაჲ იცი? |
9 |
დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი. |
9 |
ანუ უგრძესი საზომისა მის ქუეყანისაჲ, ანუ სივრცე ზღჳსა? |
10 |
თუ ჩაივლის, დაატუსაღებს და მსჯავრს დასდებს - წინ ვინ აღუდგება? |
10 |
უკუეთუ დააქციოს ყოველი ერთბამად, ვინ ჰრქუას მას: რა-ეგე
ჰყავ? |
11 |
რადგან ის ცნობს ცრუ ხალხს; ის ხედავს ბოროტებას და იმახსოვრებს.
|
11 |
რამეთუ მან იცნის საქმენი უსჯულოთანი, იხილა უჯეროებაჲ და არა უგულებელს-ჰყო.
|
12 |
ქარაფშუტა კაცი განისწავლება და ველური ვირის ჩოჩორიც კი
ადამიანად იქცევა! |
12 |
ხოლო კაცი სხუად სახედ აქცევს სიტყუასა, კაცი შობილი დედაკაცისაჲ. სწორ არს
კანჯრისა მის უდაბნოჲსა. |
13 |
თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ, |
13 |
უკუეთუ შენ წმიდა-ჰყავ გული შენი და განიპყრნე ჴელნი შენნი მისა მიმართ, |
14 |
თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში, |
14 |
უკუეთუ უსჯულოებაჲ რაჲმე არს ჴელთა შენთა, შორად განიშორე შენგან და სიცრუე
საყოფელსა შენსა ნუ იქცევინ. |
15 |
მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება. |
15 |
და ესრეთ გამობრწყინდეს პირი შენი, ვითარცა წყალი წმიდაჲ. განიძარცო მწიკულევანებაჲ
და არა გეშინოდის. |
16 |
რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ; |
16 |
და შრომანი დაივიწყნე, ვითარცა ღელვანი წარჴდენ და არა შესძრწუნდე, |
17 |
შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება; |
17 |
ხოლო ლოცვაჲ შენი, ვითარცა მთიები, იყოს და შუასამხრის გამოგიბრწყინდეს შენ
ცხორებაჲ. და გულპყრობილ იყო, ვითარმედ არს შენდა სასოება, გულისსიტყჳსაგან და
ზრუნვისა გამოგიჩნდეს შენ მშჳდობაჲ. |
18 |
დამშვიდდები, რადგან არის სასო, დასადგურდები და იმედიანად დაიძინებ; |
18 |
დაეყუდო და არავინ იყოს მბრძოლ შენდა, |
19 |
იწვები და არავინ შეგაშინებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას. |
19 |
მოაქციოს და მრავალნი გევედრებიან შენ და ცხორებაჲ მათ მოაკლდეს, |
20 |
ბოროტმოქმედთა თვალნი დაივსებიან, დაეკარგებათ თავშესაფარი და გაქარწყლდება მათი
იმედები. |
20 |
რამეთუ სასოებაჲ მათი წარწყმედაჲ არს, ხოლო თუალნი უღმრთოთანი დადნენ. |