1 |
მიუგო იობმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო იობ და თქუა:
|
2 |
ნამდვილად! რადგან ხალხნი ხართ, თქვენთან ერთად მოკვდება
სიბრძნეც. |
2 |
აწ თქუენცა სამე კაცნივე ხართა, ანუ თქუენ თანა აღესრულოს
სიბრძნე? |
3 |
მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე
ვარ. ვის არ გაუგონია მსგავსი ამბები? |
3 |
რამეთუ ჩემიცა გული თქუენებრივე არს და არა უუგნურეს ვარ
თქუენსა, |
4 |
მოყვასის დასაცინი შევიქენი მე, ღვთის მხმობელი და მისგან
პასუხნაცემი; დასაცინი შევიქენი მართალი, წაფელი. |
4 |
რამეთუ მართალი კაცი და უბრალოჲ იქმნა საკიცხელ, |
5 |
სირცხვილის მაშხალა ამპარტავნის ფიქრებს! სიმტკიცე
ფეხმობარბაცეს! |
5 |
რამეთუ ჟამად დაწესებულად განმზადებულ იყო დაცემად
სხუათაგან და სახლნი მათნი გამოტყუენვად უსჯულოთაგან, |
6 |
სიმშვიდე სუფევს მძარცველთა კარვებში და უშიშრად არიან
ღვთის მგმობელნი, ვინც ღმერთი მოიყვრა თავისი ხელით; |
6 |
ხოლო ნუვე ვინ ესავნ, რომელი-იგი უკეთური იყოს, ვითარმცა
უბიწოჲ იყო, რომელნი-იგი განარისხებენ უფალსა, ვითარმცა განკითხვაჲ მათი
არა იყო, |
7 |
ერთი ჰკითხე პირუტყვს და გასწავლის, ცის ფრინველს და
გამცნობს. |
7 |
არამედ ჰკითხეთა ოთხფერჴთა, უკუეთუ რაჲმე გითხრან შენ,
ანუ მფრინველთა ცისათა, უკუეთუ რაჲმე გაუწყონ შენ? |
8 |
ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის
თევზები. |
8 |
მიუთხარ ქუეყანასა, უკუეთუ თქუას რაჲმე, გინათუ
გამო-რაჲ-გითხრან შენ თევზთა ზღჳსათა. |
9 |
ვინ არ იცის ყველა ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა
ეს? |
9 |
ვინმე არა უწყის ამათ ყოველთა შორის, რამეთუ ჴელმან
უფლისამან შექმნა ესე ყოველი? |
10 |
ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული? |
10 |
არამე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოველთაჲ და
სული ყოვლისა კაცისაჲ? |
11 |
განა ყური არ განიცდის სიტყვას და სასა არ გრძნობს
საჭმლის გემოს? |
11 |
რამეთუ გონებამან სიტყუანი განიკითხნის და სასამან გემოჲ
ცნის ჭამადისაჲ. |
12 |
განა მოხუცებშია სიბრძნე და დღეგრძელებში ჭკუა? |
12 |
მრავალთა ჟამისათა სიბრძნე პოვიან და მრავალსა შინა ცხორებასა მეცნიერებაჲ. |
13 |
მასთან არის სიბრძნე და ძალი, მისია რჩევა და ჭკუა. |
13 |
მის მიერ არს სიბრძნე და ძალი მისი არს ზრახვაჲ და გულისჴმისყოფაჲ. |
14 |
აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, ჩაკეტავს კაცს და ვეღარ დაიხსნება.
|
14 |
უკუეთუ მან დაამჴუას, ვინმე აღაშენოს? ანუ დაჴშას კაცთათჳს ვინმე, სხუამან
განაღოს?
|
15 |
დააკავებს წყლებს და დაშრებიან, გაუშვებს და მიწას დაღარავენ. |
15 |
უკუეთუ დააყენოს წყალი, განაჴმოს ქნეყანაჲ, უკუეთუ მიუტეოს ერთბამად, წარწყმიდოს
იგი და დააქციოს. |
16 |
მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცთუნებული და მაცთუნებელი. |
16 |
მის მიერ არს სიმტკიცე და ძალი, მისი არს მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ. |
17 |
მრჩეველნი ტყვედ მიჰყავს, მსაჯულებს აბრიყვებს; |
17 |
წარსცის მზრახვალნი ტყუედ. და მსაჯულნი ქუეყანისანი განაკჳრნის. |
18 |
მეფეებს სარტყელს შემოახსნის და წელზე ძონძებს შემოარტყამს; |
18 |
დასცნის მეფენი საყდართა ზედა და შეარტყის სარტყელი ძლიერებისა მათისა. |
19 |
ტყვედ მიყავს მღვდლები და ამხობს ძალმოსილთ; |
19 |
განავლინნის მღდელნი ტყუედ და ძლიერნი ქუეყანისანი დაამჴუნა. |
20 |
ართმევს მეტყველებას, სარწმუნო ხალხს და გაგების უნარს მოხუცებულებს; |
20 |
დააგნის ბაგენი მორწმუნეთანი და გულისჴმის-ყოფაჲ მოხუცებულთა იცის. |
21 |
თავსლაფს ასხამს დიდებულებს და ძლიერებს სარტყელს უმსუბუქებს; |
21 |
მიჰფინის უპატიობაჲ მთავართა და მდაბალნი განკურნნა. |
22 |
აცხადებს იდუმალებებს წყვდიადიდან და სინათლეზე გამოჰყავს ბნელი; |
22 |
გამოაცხადნის სიღრმენი ბნელისაგან და გამოიყვანნის ნათლად აჩრდილთაგან
სიკუდილისათა. |
23 |
აძლიერებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და უძღვება; |
23 |
შეაცთუნნის წარმართნი და განუტევნის იგინი, გარნა მოიყვანნის ძენი ნათესავთანი და
წარმოუძღჳს მათ. |
24 |
ჭკუას ურევს ქვეყნის ერის თავკაცებს და უგზოუკვლო უდაბნოში ახეტიალებს; |
24 |
დააგნის გულნი მთავართა ქუეყანისათანი და შეაცთუნნა იგინი გზასა, რომელ არა იცოდეს. |
25 |
ხელის ცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ, მთვრალებივით ახეტიალებს. |
25 |
ჰრევდედ იგინი ბნელსა და ნუ ნათელსა, შესცთედ იგინი ვითარცა მართალნი. |