1 |
ეს ყველაფერი იხილეს ჩემმა თვალებმა, ისმინდა ყურმა და მიხვდა.
|
1 |
აჰა, ესერა, ესე ყოველი იხილა თუალმან ჩემმან და ესმა ყურთა ჩემთა
|
2 |
რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები. |
2 |
და ვიცი, რავდენიცა თქუენ გიცნობიეს და არა უუგულისჴმოეს
ვარ თქუენსა. |
3 |
მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო
ჩემი სამხილი. |
3 |
არა ხოლო ეგრე, არამედ მე უფლისა მიმართ ვიტყოდი და
ვამხილო მის წინაშე, უკუეთუ ინებოს. |
4 |
თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი
ხართ ყველანი. |
4 |
ხოლო თქუენ ხართვე მკურნალნი ცრუნი და მლხინებელ ბოროტ
ყოველნი, |
5 |
დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე. |
5 |
იყავნ თქუენდა დუმილი და შეგერაცხოს თქუენ სიბრძნედ. |
6 |
ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი
გაიგონეთ! |
6 |
ისმინენით მხილებანი პირისა ჩემისანი. და საშჯელსა ბაგეთა
ჩემთასა მხედევდით, |
7 |
ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარკობთ
სიცრუეს? |
7 |
ვითარმე არს ესე, ანუ არა წინაშე უფლისა იტყჳთ და მის
წინაშე ჰზრახავთ ზაკუასა, |
8 |
უნდა მიკერძოებოდით მას, ღმერთს უნდა გამოსარჩლებოდით? |
8 |
ანუ თუ მერიდებით თქუენ? და თჳთ მსაჯულ იქმნებით. |
9 |
მოგეწონებათ, რომ გამოგჩხრიკოთ? ისე მოატყუებთ, როგორც
ადამიანები ტყუვდებიან? |
9 |
კეთილმე არსა, უკუეთუ გამოიკულიოს თქუენიცა, დაღათუ
ყოველივე ჰყოთ და შეეძინნეთ მას? |
10 |
ის მაინც გამხილებთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ. |
10 |
არა ვერაჲ ნაკლულად გამხილოს თქუენ, დაღათუ ფარულითა
პირითა თუალ-გახუნეს. |
11 |
ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშისზარი არ
დაგცემიათ თავზე? |
11 |
არამეა შიშმან მისმან შეგაძრწუნნეს თქუენ და ზარი მისი
დაგეცეს თქუენ ზედა? |
12 |
თქვენი შეგონებები ნაცრის არაკებია, თქვენი საყრდენი
თიხის საყრდენია; |
12 |
და გექმნეს თქუენ ეგე ზახებაჲ სწორ ნაცრისა, ხოლო ჴორცნი თქუენნი თიჴისანი. |
13 |
დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს! |
13 |
დადუმენით, რათა ვიტყოდი და განვისუენო გულისწყრომისაგან. |
14 |
რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე
ხელებით? |
14 |
ვიპყრნე ჴორცნი ჩემნი კბილითა ჩემითა და სული ჩემი დავდვა ჴელსა ზედა ჩემსა. |
15 |
კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
|
15 |
უკუეთუ ჴელთ-მიდვას მე ძლიერმან მან, ვითარცა-ესე უწყიეს, ანუ ვიტყოდი და
ვამხილო წინაშე მისსა.
|
16 |
ისიც ხსნა იქნება ჩემთვის, რომ უღვთო კაცი არ მივა მის წინაშე. |
16 |
და ესე გეყოს თქუენ საცხორებელად, რამეთუ მის წინაშე ზაკუა არა შევიდეს. |
17 |
გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს; |
17 |
ისმინენით სიტყუანი ჩემნი, ისმინენით. რამეთუ გითხრა თქუენ, ისმენდეთ თუ: |
18 |
აჰა, განმიცხადებია, ჩემი სარჩელი: ვიცი, რომ გავმართლდები. |
18 |
აჰა, ესერა, მიახლებულ ვარ მე სამართალსა ჩემსა მე ვიცი, რამეთუ მართლად
გამოჩინებად ვარ. |
19 |
ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და გავთავდებოდი. |
19 |
ვინ არს მოსაჯული ჩემი? რამეთუ აწ დავდუმნე და მოვაკლდე. |
20 |
ოღონდ ამ ორს ნუ მიზამ და შენს სახეს არ დავემალები: |
20 |
ორნი რაჲმე ჯერ არს ჩემდა და მაშინ პირისა შენისაგან არა დაგემალო |
21 |
შენი ხელი მომარიდე და შენი ზარი ნუ შემაძრწუნებს. |
21 |
ჴელი შენი ჩემგან განმაყენე და შიში შენი ნუ განმაკრთობნ მე. |
22 |
მიხმე და მოგიგებ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე. |
22 |
და მაშინ მიწოდე მე და მე ვისმინო შენი, მეტყოდი და მე მიგაგებო შენ სიტყუაჲ. |
23 |
რამდენი დანაშაული და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი ბრალი და ცოდვა! |
23 |
რავდენ არიან ცოდვანი ჩემნი და უსჯულოებანი ჩემნი, მასწავე მე, ვინ არიან. |
24 |
რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად? |
24 |
რაჲსათჳს ჩემგან მეფარვი და შეგირაცხე მე ვითარცა წინააღმდგომი შენი, |
25 |
მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას სდევნი? |
25 |
ანუ ფურცლისა ქარისაგან აღძრულისა გეშინოდისმე, ანუ თივაჲ რომელი მოაქუნ ნიავქარსა?
წინააღმიდგები მე. |
26 |
რადგან მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი; |
26 |
რამეთუ აღსწერენ ჩემ ზედა ყოველნი ძჳრნი და გარემომადგინენ მე სიჭაბუკისა ჩემისა
ცოდვანი. |
27 |
ხუნდებში გამაყოფიე ფეხები და ჩემს გზა-სავალს ყარაულობ; |
27 |
და დასხენ ფერჴნი ჩემნი დაბრკოლებასა შინა და დამიმარხენ მე ყოველნი საქმენი ჩემნი
და ძირსა ფერჴთა ჩემთასა მისწუედი, |
28 |
ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი. |
28 |
რომელი დაძუელებად არს, ვითარცა თხიერი, ანუ ვითარცა სამოსელი მღილთა დაჭმული. |