1 |
კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით;
|
1 |
რამეთუ კაცი ნაშობი დედათაჲ, მცირედ ცხორებული და სავსე რისხვითა,
|
2 |
ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და
კვალს არ ტოვებს. |
2 |
გინა თუ ვითარცა ყუავილითა ყუავინ და დასცჳვის, წარჴდა,
ვითარცა აჩრდილი. |
3 |
და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ
შენთან? |
3 |
ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ და ესე შეიყვანე წინაშე
სასჯელსა შენსა? |
4 |
ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ. |
4 |
ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ
არავინ, დაღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა. |
5 |
თუ დასაზღვრულია მისი დღეები, თუ დათვლილი გაქვს მისი
თვეები, თუ საზღვარი დაუდგინე და ვერ გადავა, |
5 |
და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ, ჟამადმდე დასდევ და
არა გარდაჴდეს. |
6 |
დაეხსენი, ნებაზე მიუშვი, რომ ქირისკაცივით გაიხაროს
თავისი დღით. |
6 |
განეშორე მისგან, რათა დაყუდნეს და სათნო იყოს ცხორებაჲ
თჳსი ვითარცა მორეწემან, |
7 |
რადგან ხესაც აქვს იმედი - თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება,
და ყლორტები არ მოაკლდება. |
7 |
რამეთუ არს ხისა სასოება, უკუეთუ მოიკუეთის, კუალად
აღმოსცენდის და მორჩი მისი არა მოაკლდეს. |
8 |
თუ დაუბერდა მიწაში ფესვი და ღერო ჩაუკვდა ნიადაგში, |
8 |
და-ღა-თუ-ბერდეს ქუეყანასა ზედა ძირი მისი და კლდესა ზედა
დაეცეს ძირი იგი მისი, |
9 |
წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც
ახალნერგი. |
9 |
სულისაგან წყლისა ყუაოდისვე და ყოს ფურცელი, ვითარცა
ახალნერგმან. |
10 |
მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის? |
10 |
ხოლო კაციღა აღესრულა, წარჴდა, დაეცა კაცი და არღა რა
იყოს, |
11 |
წყალი გაედინება ზღვიდან, მდინარე იწრიტება და შრება, |
11 |
რამეთუ ჟამით მოაკლდების ზღუასა, ხოლო მდინარეღა
განირყუნა, განჴმა. |
12 |
ადამიანიც დაწვება და ვეღარ ადგება; ცათა აღსასრულამდე ვერ გაიღვიძებენ, ვერ
გამოიფხიზლებენ ძილისაგან.
|
12 |
კაცმან რაჲ დაიძინა, არღარა აღდგეს, ცაჲ იყოსღა, არა შეიმოსოს და არცა განიღჳძონ
ძილისაგან მათისა,
|
13 |
ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს!
დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე! |
13 |
უკუეთუმცა ჯოჯოხეთს შიდა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ შენი და
განმიჩინო მე ჟამი, ოდეს მოჴსენებაჲ ჩემი ჰყო, |
14 |
თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი
ჩემი ფერისცვალების დადგომამდე; |
14 |
უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი,
დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე. |
15 |
დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა. |
15 |
და მერმე მიწოდე და მე ვისმინო შენი და ქმნილსა ჴელთა შენთასა ნუ განაშორებ, |
16 |
თუ ახლა ჩემს ნაბიჯებს ითვლი, მაშინ ჩემს ცოდვებს აღარ დაუდარაჯდებოდი. |
16 |
რამეთუ აღრაცხენ გზანი ჩემნი და არარაჲ დაგავიწყდა შენ ცოდვათა ჩემთაგანი. |
17 |
დაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი შეცოდება და წარხოცავდი ჩემს დანაშაულს. |
17 |
დაჰბეჭდდე უშჯულოებათა ჩემთა ვაშკარანსა შიდა და დაისწავენ იგინი, რომელნი
უნებლებით გარდაჰჴდეს. |
18 |
მაგრამ დაცემული მთა ხომ ირღვევა და კლდე ცურდება თავის ადგილიდან! |
18 |
ხოლო მთაჲ დაცემით დაეცეს და კლდე დაძუელდეს ადგილით თჳსით. |
19 |
ქვებს აცამტვერებს წყალი, ნიაღვარი გადარეცხავს მიწას, ადამიანის იმედს კი შენ
წარხოცავ. |
19 |
ლოდნი მოაწრფელნეს წყალთა და წარღუნეს წყალთა ვრცელთა მიწაჲ ქუეყანისაჲ და
მოთმინებაჲ კაცისაჲ წარსწყმიდე. |
20 |
ძლევ მას საბოლოოდ და მიდის ის; სახეს შეუცვლი და გაისტუმრებ. |
20 |
აჭენე მას სრულიად და წარწყმდა, მიაქციე მას პირი შენი და განავლინე. |
21 |
პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ უწყის; დამცირდებიან, ვერაფერს მიხვდება. |
21 |
გან-ღა-თუ-მრავლდეს ძენი მისნი, არავე იცის, გინა თუ შემცირდეს, ეგრეცა არავე
უწყის, |
22 |
მხოლოდ თავისი სხეული სტკივა მას და საკუთარ თავზე გლოვობს. |
22 |
ეგრეცა ჴორცნი მისნი ელმოდეს, ხოლო სული მისი ეგლოვდა. |