1 |
მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო ელიფას თემანელმან და თქუა:
|
2 |
ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით
უნდა ივსებდეს მუცელს? |
2 |
აწ უკუე ბრძენმან სიტყუაჲ მოუბის გულისჴმის-ყოფისა
სულისაჲ და აღავსო სალმობითა მუცლისათა. |
3 |
უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი
სიტყვებით? |
3 |
ამხილებ სიტყჳთა, რომელ არა ჯერ-იყო სიტყჳთა, რომელ არა
სარგებელ? |
4 |
შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის
წინაშე. |
4 |
და აღასრულენ სიტყუანი ესევითარნი წინაშე უფლისა.
თანამდებ ხარ სიტყუათა პირისა შენისათა, |
5 |
რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა
აგირჩევია; |
5 |
არარაჲ განიკითხენ სიტყუანი ძლიერთანი. |
6 |
შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება
შენს წინააღმდეგ, |
6 |
გამხილენ შენ პირმანვე შენმან და ნუმედა ბაგეთა შენთა
შეგწამონ შენ. |
7 |
პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე
უწინარეს ხომ არ შექმნილხარ? |
7 |
აწ რაჲ? ნუ უწინარეს კაცთა შენ იყავ? ანუ უწინარეს მთათა
დაებადე? |
8 |
ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ
მოგიხვეჭია? |
8 |
ანუ პირველად ბრძანებაჲ უფლისაჲ შენ გესმა? ანუ შენ ზედა
ხოლო მოიწია სიბრძნე? |
9 |
რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც
ჩვენთან არ არის? |
9 |
ანუ შენ რაჲ იცი, რომელი ჩუენ არა ვიცით? ანუ შენ რაჲმე
გულისჴმა-გიყოფიეს, რომელ ჩუენ არა? |
10 |
თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენს შორის, მამაშენზე უხსენი. |
10 |
და მოხუცებულ და უძუელეს ჩუენსა და უმრავლეს ჩუენსა და
უმრავლეს მამისა დღითა. |
11 |
გეცოტავება ნუგეში ღვთისგან? ან იქნებ რაღაც საიდუმლო
სიტყვაა შენთან? |
11 |
მცირედ რავდენ-იგი სცოდე, იტანჯები, არამედ დიდძალად და
გარდარეულად იტყოდე: |
12 |
საითკენ გეწევა გული და რას ახამხამებ თვალს? |
12 |
ვითარ იკადრა გულმან შენმან, ანუ რაჲ იხილეს თუალთა შენთა, |
13 |
რას მიგიმართავს შენი სული ღვთის წინააღმდეგ და რა სიტყვები ამოდის შენი პირიდან? |
13 |
რამეთუ გულისწყრომაჲ აღმოსთქუ წინაშე უფლისა და პირისაგან წარმოიხუენ ესევითარნი
სიტყუანი? |
14 |
რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი? |
14 |
ვინმე უკუე არს კაცთაგანი, რომელიმცა იყო უბრალო. ანუ ყოფილმე ვინ არს მართალ
ნაშობი დედაკაცისაჲ? |
15 |
აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში! |
15 |
უკუეთუ წმიდათა მიმართ არა ჰრწამს და ცაჲ არაწმიდაჲ არს მის წინაშე. |
16 |
რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას! |
16 |
აცადეთ საძაგელი და არაწმიდაჲ კაცი, რომელი სუამს სიცრუესა სწორად სასუმლისა. |
17 |
გეტყვი და მომისმინე, გიამბობ, რაც ვნახე, |
17 |
ხოლო გითხრა შენ და ისმინე ჩემი და, რაჲ-იგი ვიხილე, გაუწყო შენ, |
18 |
რაც ბრძენებს შეუტყვიათ და არ დაუმალავთ თავისი მამა-პაპისგან განაგონი; |
18 |
რაჲ-იგი ბრძენთა თქუან და არა დაუმალეს მამათა მათთა, |
19 |
მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა და უცხოს არ გაუვლია მათ შორის;
|
19 |
მათ ხოლო მოეცა ქუეყანაჲ და არა მოვიდა უცხოთესლი მათ ზედა.
|
20 |
იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის; |
20 |
ყოველივე ცხორებაჲ უღმრთოთა ზრუნვით, წელნი რიცხჳთ მოცემულ არიან ძლიერისა მისგან; |
21 |
შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი. |
21 |
ხოლო შიში მისი ყურთა მისთა, რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ მშჳდობით არს, მაშინღა
მოიწიოს მის ზედა დაქცევაჲ. |
22 |
იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი; |
22 |
ნუ ჰრწამნ მას გარემოქცევად ბნელისაგან, რამეთუ ბრძანებულ არს მის მიერვე ჴელთა
მახჳლისათა მიცემად. |
23 |
ლუკმა პურასათვის დახეტიალობს, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში. |
23 |
და განჩემებულ არს საჭმლად ორბთა და იცის თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ელის დაცემად, და
დღემან ბნელისამან შეაძრწუნოს იგი. |
24 |
აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით. |
24 |
ურვამან და ჭირმან შეიპყრას იგი, ვითარცა ერისთავი მთავრად მდგომარე რაჲ დაეცის, |
25 |
რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა. |
25 |
რამეთუ აღიპყრნა ჴელნი მისნი წინაშე ღმრითისა და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა. |
26 |
ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით |
26 |
ქედი აღმართა და იქცეოდა წინაშე მისსა გინებით სიზრქითა საჭურველისა მისისათა, |
27 |
რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე. |
27 |
რამეთუ დაჰფარა პირი მისი ცმელსა თჳსსა და ქონსა ყელე მისი ბარკალსხვილით. |
28 |
მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია
დასანგრევად. |
28 |
იქცეოდენ იგი ქალაქთა ოჴერთა და შევედინ სახლსა უმკჳდროთა და, რაჲ-იგი განიმზადეს,
სხუათა წარიღონ. |
29 |
ვერ გამდიდრდება, ვერ შენარჩუნდება მისი დოვლათი, ვერ დააფენს ჩრდილს მიწაზე. |
29 |
არცა განმდიდრდეს, არცა დაადგრეს ნაყოფი მისი, არა დაადგრეს ქუეყანასა ზედა აჩრდილი
მისი, |
30 |
ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი. |
30 |
არცა განერეს ბნელსა, მცენარე მისი დააჭნვენ ხორშაკმან და დასცჳვენ ყუავილი მისი. |
31 |
ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური. |
31 |
ნუ ჰრწამნ, ვითარმედ დათმოს, რამეთუ ცუდი ცუდად გარდაექცეს მას. |
32 |
უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს. |
32 |
მოკაფული მისი უწინარეს ჟამისა განირყუნეს და მორჩი მისი არა განედლდეს. |
33 |
როგორც ვაზს ჩამოგლეჯენ მკვახე ყურძენს და ზეთისხილივით დააბერტყინებენ ყვავილს. |
33 |
და მოისთულონ იგი, ვითარცა კაწახი ნჟამოდ და დასცჳვენ, ვითარცა ყუავილი
ზეთისხილისა, |
34 |
რადგან ბერწია უღვთოთა საკრებულო და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს. |
34 |
რამეთუ საწამებელი უღმრთოთა სიკუდილი არს, ხოლო ცეცხლმან დაწუნეს სახლნი
მოქრთამეთანი. |
35 |
მუცლადიღო ტანჯვა და დაბადა სიავე, ახლა მუცელი მათი სიცრუეს ამზადებს. |
35 |
და მუცლად-იღენ სალმობანი, შეემთხჳენ მას ცუდი ცუდსა ზედა და მუცელმან მისმან
შთაიკრიბოს ზაკუაჲ. |