1 |
მიუგო იობმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა:
|
2 |
ბევრი მსმენია ამისთანები; ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ
ყველანი. |
2 |
მესმეს ეგევითარი მრავალი, ნუგეშინის-მცემელნო უკეთურნო
ყოველნო. |
3 |
თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რამ გაგამწარა, ასეთ
პასუხს როძ იძლევი? |
3 |
აწ რაჲ? ნუუკუჱ დაწესებულებაჲ რაჲ არს სიტყუათა შინა
სულისათა? ანუ რაჲ შეგაურვა შენ, რამეთუ სიტყუას-მიგებ? |
4 |
მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, ჩემს ადგილზე რომ
ყოფილიყავით? დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით? |
4 |
მეცა თქუენ ზედა ვიტყოდე, უკუეთუმცა ამას შინა იყო სული
თქუენი სულისა ჩემისა წილ. |
|
|
5 |
და მერე ზედამიგიჴდე თქუენ სიტყჳთა და შევყარო თქუენ ზედა
თავი ჩემი; |
5 |
გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა
განუგეშებდათ. |
6 |
იყავნ ძალი პირსა ჩემსა და განძრვად ბაგეთა ჩემთა არა
ვერიდო. |
6 |
თუ ვლაპარაკიაბ, ტკივილი არ მიამდება, ვდუმვარ და რა
მშორდება? |
7 |
ვიტყოდი: ღათუ არა მელმოდის წყლულებაჲ ჩემი,
და-ღათუ-ვდუმნე, რაჲმე უმცირეს ვიწყლა, |
7 |
მაგრამ ახლა შემაღონა მან. შენ დამიქციე ერთიანად ჩემი
სახლი! |
8 |
ხოლო აწ შრომა-მცა მე განცჳბრებულსა და დამპალსა, და
შემიცევ მე, და აღდგეს ჩემ ზედა სიცრუენი ჩემნი წინაშე პირისპირ. |
8 |
ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი
პირისახით მემოწმება. |
9 |
კუალად მომიგო, რისხვაჲ მოაწია და დამამჴუა მე, |
9 |
მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს
მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე; |
10 |
და დაიღრჭინნა ჩემ ზედა კბილნი მისნი, ისარნი
განსაცდელთანი ჩემ ზედა დამსჭუალნა, ისრისპირნი მისნი თუალთა ჩემთა
განმაწონნა, |
10 |
პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემს
წინააღმდეგ. |
11 |
მახჳლი მცა მუჴლთა ჩემთა, და ერთბამად მეწინეს მე. |
11 |
უკეთურს შემატოვა ღმერთმა და ჩამაგდო ბოროტეულთა ხელში. |
12 |
მიმცა მე უფალმან ჴელთა ცრუსათა და უღმრთოთა შემაგდო მე. |
12 |
უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის
სამიზნედ დამსვა.
|
13 |
მშვიდობასა შინა განმაქარვა მე, მიპყრნა თმანი ჩემნი და დამფხურნა მე, დამადგინა
მე ვითარცა მსტოარი.
|
13 |
გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე
დამინთხია ნაღველი. |
14 |
გარემომადგეს მე ლახუროსანნი და განმწონნეს თირკუმელთა ჩემთა, |
14 |
გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემსკენ. |
15 |
ურიდად დასთხიეს ქუეყანასა ზედა ნავღელი ჩემი, დამცეს მე დაცემაჲ დაცემასა ზედა,
მოარბიეს ჩემ ზედა მძლავრთა. |
15 |
ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება. |
16 |
ძაძაჲ შემაკერეს ტყავსა ჩემსა, ხოლო ძალი ჩემი ქუეყანასა ზედა დაშრტა; |
16 |
სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია. |
17 |
მუცელი ჩემი შეიწუების ტირილითა და წარბთა ჩემთა ზედა აჩრდილი სიკუდილისა. |
17 |
თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო! |
18 |
სიცრუე არარაჲ იყო ჴელსა ჩემსა, ლოცვაჲ ჩემი წმიდაჲ იყო. |
18 |
მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ჩემი მოთქმა ნუ დაბრკოლდება! |
19 |
ქუეყანაო, ნუ დაჰფარავ სისხლთა ზედა ჴორცთა ჩემთასა, ნუცა იყოფინ ადგილი ღაღადებისა
ჩემისაჲ. |
19 |
ახლაც კი, აჰა, ზეცაშია ჩემი მოწმე და ჩემი მეოხე ზესკნელშია! |
20 |
და აწ, ესერა, ცათა შინა არს მოწამე ჩემი და რომელმან იცის ჩემი მაღალთა შინა! |
20 |
ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი, |
21 |
მიიღენ ლოცვაჲ ჩემი უფლისა და წინაშე მისსა წთოდენ თუალნი ჩემნი. |
21 |
რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან. |
22 |
იყავნ მამხილებელ კაცისა წინაშე უფლისა და ძე კაცისა მოყუსისა თჳსისა. |
22 |
რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები. |
23 |
წელნი რიცხუთანი მოწევნულ არიან და გზასა მას, რომელსა არღარა მოქცევად ვარ, მოვალ
მე. |