1 |
შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის.
|
1 |
მოვისპები მე სულითა მიმოტაცებულითა, ვევედრები დაფლვად და ვერ მივემთხუევი.
|
2 |
მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით
აღამებენ ჩემი თვალები. |
2 |
ვიურვი და დავშრები და რაჲ ვყო, რამეთუ მიმპარეს მონაგები
ჩემი უცხოთა. |
3 |
მომხედე, გამიწიე თავდებობა შენს წინაშე! ხელს ხელზე სხვა
ვინ დამკრავს? |
3 |
ვინ არს ესე? ჴელი მომეცინ მე! |
4 |
რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ
აღაზევებ მათ. |
4 |
რამეთუ გული მათი დამალეს გონიერებისაგან, ამისთჳს არა
აღამაღლნე იგინი? |
5 |
ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის
ჩინი აკლდება. |
5 |
ნაწილი მიუთხრას უკეთურებისა. თუალნი მისნი ძეთა მისთა
ზედა დადნეს. |
6 |
ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი. |
6 |
დამდევ მე სასიტყუელად თესლებსა შორის და საცინელ მათდა
ვიქმენ. |
7 |
დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები. |
7 |
დაბრმობილ არიან რისხვისაგან თუალნი ჩემნი, მოცვულ ვარ მე
დიდძალად ყოველთა მიერ. |
8 |
გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს
აუმხედრდებიან. |
8 |
უკჳრდინ ჭეშმარიტთა ამათ ზედა და მართალი უსჯულოსა ზედა
აღდეგინ! |
9 |
მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას
მოიცემს. |
9 |
აქუნდინ მორწმუნესა გზაჲ თჳსი და წმიდამან ჴელითა მოიღენ
ნუგეშინის-ცემაჲ. |
10 |
თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ
ვპოვებ თქვენს შორის. |
10 |
არა ეგრე, არამედ ყოველნი ჰჴდებოდეთ და მოვედით, რამეთუ
არა ვპოებ თქუენ თანა ჭეშმარიტებასა. |
11 |
ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი. |
11 |
დღენი ჩემნი წარჴდეს მყრალობასა შინა და განსთქდა აპკაჲ
გულისა ჩემისაჲ. |
12 |
ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს. |
12 |
ღამე იგი დღედ დავდევ; ნათელი ახლოს არს პირსა წინაშე
ბნელისასა. |
13 |
თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში
გავშალე ჩემი სარეცელი. |
13 |
და-ღა-თუ-ვითმინო, ჯოჯოხეთივე არს სახლ ჩემდა და წყუდიადსა შინა დარეცილ არს
სარეცელი ჩემი. |
14 |
საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი! |
14 |
სიკუდილსა ვხადე მამად ჩემდა და დედად და დად ჩემდა საძაგელებასა. |
15 |
სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს? |
15 |
სადა უკუე არს სასოებაჲ ჩემი? ანუ კეთილი ჩემი ოდესმე ვიხილო? |
16 |
ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში. |
16 |
ანუ ჩემ თანა ჯოჯოხეთად შთავიდენ, გინა თუ ერთბამად მიწად დაჰჴდეთ |