1 |
მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:
|
2 |
როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე
ვილაპარაკოთ. |
2 |
ვიდრემდე არა დასცხრები? დადუმენ, რათა ჩუენცა ვიტყოდით: |
3 |
რატომ შევირაცხენით პირუტყვებად და გავუწმიდურდით თქვენს
თვალში? |
3 |
რაჲსა ვითარცა პირუტყუნი დადუმებულ ვართ შენ წინაშე? |
4 |
ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენს გამო ხომ არ
უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე? |
4 |
და გიჴმევიეს შენ რისხვაჲ! აწ რაჲ? უკუეთუ შენ მოჰკუდე,
უშენი დაშთესა ცასა ქუეშე, ანუ დაიქცენ მთანი საფუძვლითურთ? |
5 |
ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის
ნაპერწკალი; |
5 |
და ნათელი უღმრთოთა დაშრტეს, ანუ არა შეემთხჳოს მათ. |
6 |
სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის
თავზე; |
6 |
ნათელი მათი ბნელად გარდაიქცეს საყოფელსა მათსა, ხოლო
ნათელი იმათი დაშრტეს მათ ზედა. |
7 |
დამოკლდება მისი ძლიერი ნაბიჯები და დაამხობს საკუთარი
რჩევა; |
7 |
წარიღეთ უმწემესთა ნაყოფი მათი; ცთომილ იყუნედ ზრახვანი
მათნი. |
8 |
რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში
დაიარება; |
8 |
შევრდომილ არს ფერჴი მათი საბრჴესა და მახესა
წარეგრაგნენ. |
9 |
ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს
საკვრელები; |
9 |
მოვიდენ საბრჴენი მის ზედა, განძლიერდედ მის ზედა
წყურილნი; დარწყულ არს ქუეყანასა ზედა საბელი მისი ალაგთა ზედა. |
10 |
იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე; |
10 |
|
11 |
საშინელებები აფრთხობენ ირგვლივ და ფეხდაფეხ ედევნებიან; |
11 |
გარემოადგედ მას სალმობანი მრავალნი, საბრჴე მოიწიოს მის
ზედა. |
12 |
დაიმშევა მისი ძალა და დაღუპვა მზად არის მისი ფერდებისთვის;
|
12 |
მიეცეს იწროსა სიყმილსა, დაცემაჲ განმზადებულ არს მის ზედა განსაკჳრვებელი,
შეიჭამოს ძალი ფერჴთა მისთა.
|
13 |
ნაწილ-ნაწილ შეუჭამს კანს, ასოებს შეუჭამს სიკვდილის
პირმშო; |
13 |
შეიჭამნედ წყჳლნი, განლიენ შუენიერებაჲ მისი სიკუდილმან. |
14 |
ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და წაათრევენ მას საშინელებათა მეუფესთან; |
14 |
განეშორენ საყოფელთა მისთა განკურნებაჲ, შეემთხჳენ მას ჭირი და ბრალი სამეუფოჲ. |
15 |
მისიანი არავინ დასახლდება მის კარავში, გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს; |
15 |
დაიმკჳდროს საყოფელსა მისსა ღამემან, დაეთესნედ შუენიერნი წუნწუბით. |
16 |
ძირს ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება; |
16 |
და ქუეშე კერძო ძირნი მისნი განჴმელ და ზედა კერძო ნაყოფი მისი დასცჳვეს. |
17 |
მისი სახსენებელი გაქრება ქვეყნად და სახელი აღარ ექნება მოედანზე; |
17 |
საჴსენებელი მისი წარწყმდინ ქუეყანით და არა იყოს სახელი მისი პირსა წინაშე
სხუათაგან. |
18 |
განდევნიან ნათლიდან ბნელში და ქვეყნიერებას მოაშორებენ; |
18 |
ეჭენენ მას სანთლისაგან ბნელად და არა იყოს საცნაურ ერსა შორის მისსა. |
19 |
არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება
საცხოვრებელზე. |
19 |
და არცა განრინებულ ცასა ქუეშე სახლი მისი, არამედ მისთა მათ შინა ცხონდებოდიან
უცხონი. |
20 |
მისი დღის გამო გაოგნდებიან დასავლელნი და აღმოსავლელებს შეიპყრობს ძრწოლა. |
20 |
მის ზედა სულთ-ითქუმიდეს უკანასკნელი, ხოლო პირველთა მათ უკჳრდა. |
21 |
ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ
სცნობენ! |
21 |
ესენი არიან სახლნი ცრუთანი და ესე არს ადგილი მათი, რომელთა არა იციან უფალი. |