1 |
მიუგო იობმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა:
|
2 |
როდემდის უნდა მიშფოთებდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით? |
2 |
ვიდრემდე დააშთობდეთ სულსა ჩემსა და დამჴსნიდეთ მე
სიტყჳთა? |
3 |
უკვე მეათეჯერ შეურაცხმყავით მე და გამიუცხოვდით
უსირცხვილოდ? |
3 |
ცანთ ხოლო, რამეთუ უფალმან მიყო მე ესრეთ. ძჳრსა
მიზრახავთ და არა გრცხუენის ჩემდა და ზედადამესხმით მე. |
4 |
თუ მართლა შევცდი, ჩემთანვე დარჩება ჩემი შეცდომა. |
4 |
ესე ნანდჳლვე მე შეცთომილ ვარ და ჩემ წინაშე იქცევის
საცთური და ვიტყოდე სიტყუასა, რომელ არა ჯერ-იყო და სიტყუანი ჩემნი
სცთებიან და არა ჟამსა. |
5 |
თუ თქვენ მართლა უღირსად მთვლით და მწამებთ აუგს, |
5 |
აცადეთ, რამეთუ ჩემ ზედა განსიტყუდებით და ზედამომივალთ
მე ყუედრებით. |
6 |
იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში. |
6 |
გულისჴმა-ყავთ, რამეთუ უფალი არს, რამეთუ ესე ესრეთ ყო და
ძნელოვანნი მისნი ჩემ ზედა აღამაღლნა, |
7 |
აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას
ვითხოვ და არ არის სამართალი; |
7 |
აჰა ესერა, ვეცინი ყუედრებასა და არა ვიტყოდე, ვღაღადებ.
არა ვინა არს საშჯელი ჩემი. |
8 |
გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა
ჩემს ბილიკებზე; |
8 |
გარემოზღუდვილ არს ჩემსა და ვერ გარდავალ, წინაშე პირსა
ჩემსა ბნელი დადვა. |
9 |
დიდება წამართვა და თავზეით ამხადა გვირგვინი; |
9 |
და დიდებაჲ ჩემი განმძარცუა ჩემგან. მიმიღო გჳრგჳნი
თავისაგან ჩემისა. |
10 |
ყოველი მხრივ დამაქცია დაა წასული ვარ; ხესავით
ამომიძირკვა იმედი; |
10 |
დამარღჳა მე გარემოჲს და წარვჴედი, მოეკუეთა ვითარცა ხე
სასოებაჲ ჩემი. |
11 |
თავისი რისხვა დააგზნო ჩემს თავზე და შემრაცხა თავის მტრებს შორის; |
11 |
და ბოროტად ჩემ ზედა რისხვა მოაწია, შეურაცხიე მე ვითარცა
მტერი |
12 |
ერთად მომადგნენ მისი ურდოები და მოასწორეს ჩემსკენ
მომავალი გზები, ჩემი კარვის გარშემო დაიბანაკეს; |
12 |
ერთბამად მოიწინეს განსაცდელნი მისნი ჩემ ზედა, გზათა
ჩემთა გარემომიცვეს მე მზირთა ჩემთა. |
13 |
მოძმენი მომაშორა და ჩემი მცნობელნი გამიუცხოვდნენ; |
13 |
ძმანი ჩემნი განმეშორნეს ჩემგან, იცნეს უცხოჲ ვიდრეღა მე. |
14 |
მახლობელნი განმიდგნენ და მეგობრებმა დამივიწყეს მე; |
14 |
მეგობარნი ჩემნი უწყალო მექმნეს მე, არად შემრაცხეს მე მახლობელთა ჩემთა, და
რომელთა იცოდეს სახელი ჩემი, დამივიწყეს მე. |
15 |
ჩემი სახლის მდგმურები და მხევლები უცხოდ მიყურებენ, უცხო თესლი შევიქენი მათ
თვალში; |
15 |
მოძმეთა სახლისა მსახურთა ჩემთა უცხო ვეყავ მე წინაშე მათსა.
|
16 |
მსახურს ვეძახი და ხმას არ მცემს, ბაგით ვევედრები;
|
16 |
მსახურსა ჩემსა უწოდე და არა ისმინა ჩემი, პირი ჩემი ევედრებოდა. |
17 |
ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს და ჩემი სუნი - ჩემს ნაშიერთ. |
17 |
და ვექენებოდე ცოლსა ჩემსა, მოვხადე ქენებით ძეთა ხარჭთა ჩემთასა, |
18 |
ბავშვებმაც შემიძულეს, წამოვდგები და შეურაცხმეოფენ; |
18 |
ხოლო მათ უკუე განმწირეს მე, რაჟამს აღვიდე, იგინი ჩემთჳს ძჳრსა ზრახვიდიან. |
19 |
მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ; |
19 |
მომიძაგეს, რომელთა მიცოდეს მე და რომელთა ვჰყუარობდ, ჩემ ზედა აღდგომილ არიან. |
20 |
ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა. |
20 |
ტყავსა შინა ჩემსა დალპეს ჴორცნი და ძუალნი ჩემნი კბილთა შინა თქუენთა გქონან. |
21 |
შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე! |
21 |
შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს
ჩემდა. |
22 |
რატომ მდევნით ღმერთივით და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით? |
22 |
რაჲსათჳს მდევნით მე, ვითარცა-იგი უფალი და ჴორცთა ჩემთაგან ვერ განსძღებით? |
23 |
ოჰ, ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ ჩაიბეჭდებოდეს წიგნში! |
23 |
ვინ მომცნეს მე დაწერად სიტყუანი ჩემნი და დაგებად იგინი წიგნთა შინა უკუნისამდე |
24 |
რკინის საჭრეთელით ამოიკვეთებოდეს ტყვიაზე ან კლდეზე სამარადისოდ! |
24 |
საწერელითა რკინისათა და ბრპენისათა, გინა თუ კლდესა შინა გამოწერად? |
25 |
მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე! |
25 |
ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დაჴსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად |
26 |
და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს; |
26 |
ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ
ზედა, |
27 |
მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისნი! გული დამელია
მკერდში მოლოდინით! |
27 |
რომელნი მე თჳთ თავით ჩემით მიცნობიან; რომელნი თუალმან ჩემმან იხილა და არავინ
სხუამან, ყოველნივე აღსრულებულ არიან წიაღთა ჩემთა. |
28 |
თუ იტყვით: რას ვდევნითო მას და საქმის ფესვი მასში იპოვებაო; |
28 |
უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: რასამე ვიტყოდით წინაშე მისსა? და ძირნი სიტყუათანი
ჰპოვნე მას შინა. |
29 |
მახვილს მოერიდეთ, რადგან რისხვაა მახვილის სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის
განკითხვა! |
29 |
გეშინოდენ თქუენცა დაფარულისა მისთჳს, რამეთუ გულისწყრომაჲ უსჯულოთა ზედა მოიწიოს
და მაშინ ცნან, სადა არს მათი იგი სიმართლე. |