1 |
მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:
|
2 |
ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვიჩქარი. |
2 |
არა ეგრეთ ვჰგონებდ წინააღდგომასა შენსა და არა
გულისჴმა-გიყოფიეს უფროს თქუენ, ვითარცა-ესე მე. |
3 |
ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან მპასუხობს
სული: |
3 |
სწავლაჲ კდემულებისა ჩემისაჲ ვისმინო და სულმან
გულისჴმის-ყოფისაგან მიუგოს მას. |
4 |
ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა
ქვეყანაზე: |
4 |
ნუ ესე გიცნობიესა ამიერითგან და მიმართ, ვინაჲთგან
შეიქმნა კაცი ქუეყანასა ზედა? |
5 |
ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი. |
5 |
რამეთუ სიხარული უღმრთოთა დაცემა განსაკჳრვებელ და
მხიარულებაჲ უსჯულოთაჲ წარწყმედა არს, |
6 |
თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს
მისწვდეს, |
6 |
დაღათუ მიიწიოს ზეცად მსხუერპლი მისი და შესაწირავი მისი
ღრუბელთა მიეახლოს. |
7 |
თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი
მნახველნი, სად არისო? |
7 |
და რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ დამტკიცებულ არს, მაშინ
სრულიად წარწყმდეს, ხოლო რომელთა ცოდეს იგი, თქუან: ვითარმედ აწ სადა არს
იგი? |
8 |
გაფრინდება როგორც სიზმარი და ვერავინ იპოვნის; ღამის
ჩვენებასავით გაუჩინარდება; |
8 |
ვითარცა სიზმარი განფრინებული ვერ იპოვა, აღფრინდა
ვითარცა საოცარი ღამისაჲ. |
9 |
თვალი, რომელიც ხედავდა მას, ვეღარ იხილავს; ვეღარც მისი
ადგილი იხილავს მას ვერასოდეს; |
9 |
თუალმან იხილა და არღარა შესძინა. არცა იცნას იგი
ადგილმან თჳსმან. |
10 |
მისი შვილები შეუვრდებიან გაღატაკებულთ და თავისი ხელით
დაუბრუნებენ დოვლათს; |
10 |
შვილნი მისნი მოსრნენ უდარესთა და ჴელთა მისთა ცეცხლებრ
შეიკრიბონ სალმობაჲ. |
11 |
სიჭაბუკით სავსე მისი ძვლები მასთან ერთად ჩაესვენებიან მიწაში; |
11 |
ძუალნი მისნი აღივსნენ სიჭაბუკითა მისითა და მის თანა
მიწასა ზედა დაისხნენ. |
12 |
თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს
მას, |
12 |
უკუეთუ დატკბნეს პირსა მისსა უკეთურებაჲ [!], დაიფაროს
იგი ქუეშე ენასა მისსა, |
13 |
თუმცა ენანება გადმოსაგდებად და სასაში იჩერებს, |
13 |
არა ჰრიდოს მას და არცა დაუტეოს იგი ქუეშე ენასა მისსა. |
14 |
უნასის შხამად ექცევა საჭმელი ნაწლავებში. |
14 |
და ვერ უძლოს შეწევნად თავისა თჳსისა, ნავღელი ასპიდისაჲ მუცელსა მისსა. |
15 |
ყლაპავს დოვლათს და ისევ ამოარწყევს, მუცლიდან გამოუდევნის მას ღმერთი. |
15 |
სიმდიდრე, სიცრუვით შეკრებული, წარუთხიოს სახლისა მისისაგან; გამოიღოს იგი
ანგელოზმან. |
16 |
უნასთა შხამს მოსწოვს ის, იქედნეს ენა მოკლავს მას.
|
16 |
გულისწყრომამან ვეშაპთამან გამოწოვენ; მოკალნ იგი ენამან გუელისამან.
|
17 |
ვერ იხილოს მან თაფლისა და რძის ნაკადულები, მდინარეები და ნიაღვრები! |
17 |
ნუ იხილოს წუელაჲ მძოვართაჲ, ნუცა ნაყოფი თაფლისა და ერბოჲსაჲ |
18 |
დააბრუნებს ნაჭირნახულევს და ვერ გადაყლაპავს; გაიღებს თავისი დოვლათის ფასს და ვერ
გაიხარებს; |
18 |
ცუდად და ამაოდ დაშურა სიმდიდრესა, რომლისაგან გემო არა იხილოს, ვითარცა ხეკერი
განუცოხნელი და შთაუთქამი. |
19 |
რადგან ჩაგრავდა, არ ახსოვდა ღარიბ-ღატაკები, ძარცვავდა სახლებს, რომლებიც არ
უშენებია; |
19 |
რამეთუ მრავალთა უძლურთა სახლნი დაარღჳნა, როჭიკი მისტაცა და არა მისცა; |
20 |
რადგან მოსვენება არ იცოდა თავის შიგანში, სასურველს ვერაფერს გადაარჩენს; |
20 |
არა არს განრინებაჲ მონაგებთა მისთა, გულისთქმითა თჳსითა ვერ ცხონდეს იგი. |
21 |
ნამცეციც არ დარჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა; |
21 |
არცა არს ნეშტ საზრდელთა მისთა, ამისთჳს არა ყუაოდის მტილი იგი მისი. |
22 |
თავის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი მაშვრალის ხელი მისწვდება მას. |
22 |
ოდესღა ჰგონებდეს დასრულებასა, მაშინ იჭირვოდეს და ყოველივე ურვაჲ მის ზედა
მოიწიოს. |
23 |
მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს
მასზე; |
23 |
უკუეთუ ვითარ გან-ოდენ-იძღოს მუცელი თჳსი, მოივლინენ მის ზედა გულისწყრომაჲ
რისხვისაჲ, სწჳმდინ მას ზედა სალმობაჲ. |
24 |
გაექცევა რკინის იარაღს და განგმირავს მას სპილენძის მშვილდი; |
24 |
და ვერ განერეს ჴელსა მახჳლისასა, წყლულნი იგი მშჳლდისა რვალისანი. |
25 |
შუბი გააღწევს მის გვამში, ელვარე მახვილი - მის გულ-ბოყვში; და შიშის ზარი დაეცემა
მას. |
25 |
განვედინ გულსა მისსა ისარი; ვარსკულავნი საყოფელთა მისთა იქცეოდედ; მოვიდენ მის
ზედა შიში. |
26 |
მთელი წყვდიადი მის საგანძურად ინახება, შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი,
განადგურდება მის კარავში ნატამალი; |
26 |
და ყოველი ბნელი მის ზედა იყავნ; შეჭამენ იგი ცეცხლმან უშრეტმან; ბოროტი უყავნ
მწირმან სახლსა მისსა. |
27 |
ამხილებს ცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ; |
27 |
გამოაცხადენ ცამან უსჯულოებაჲ მისი, ქუეყანაჲ აღიძარნ მის ზედა. |
28 |
წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოვლათს და ნიაღვრები - ღვთის რისხვის დღეს. |
28 |
მიიზიდენ წარსაწყმედელმან სახლი მისი სრულიად; დღე რისხვის, მოვედინ მის ზედა. |
29 |
ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი. |
29 |
ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ და მონაგები ნაყოფთა მისთაჲ ყოველთა
მხედველისაგან. |