1 |
მიუგო იობმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა:
|
2 |
კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იყოს თქვენგან
ნუგეშისცემა: |
2 |
ისმინეთ, ისმინეთ სიტყუათა ჩემთა, ნეტარ თუმცა არა იყოს
თქუენ მიერ ესე ჩემდა ნუგეშინის-ცემაჲ? |
3 |
ჯერ მე დამაცადეთ ლაპარაკი და, როცა ვიტყვი სათქმელს,
დამცინეთ. |
3 |
მაცადეთ მე და ვიტყოდი, უკუეთუ არა მეკიცხევდეთ მე. |
4 |
განა ადამიანს ვუჩივივარ მე? როგორ შევძლია, რომ სულმოკლე
არ ვიყო? |
4 |
აწ რაჲ? კაცისა მიერ ნუ არსა მხილებაჲ ესე ჩემი? ანუ
ვითარ არა განვრისხნე? |
5 |
შემომხედეთ და შეძრწუნდით; პირზე დაიდევით ხელი. |
5 |
მხედევდით მე და გიკჳრდინ, ჴელნი დაისხენით პირსა |
6 |
ამის გაფიქრებაც კი მზარავს, შიშისზარი იპყრობს ჩემს
ხორცს. |
6 |
უკუეთუ მოვიჴსენენ, ვისწრაფო, ეგრე ჰქონან ჴორცნთა [?]
ჩემთა სალმობანი. |
7 |
რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო
მძლავრდებიან? |
7 |
აწ რასათჳს უღმრთონი ცხოველ არიან და დაძუელებულ არიან
სიმდიდრესა ზედა? |
8 |
მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი
შთამომავლობა მათ თვალწინაა. |
8 |
თესლი მათი ნებისაებრ მათისა, შვილნი მათნი წინაშე თუალთა
მათთა. |
9 |
მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია
მათზე დაღირებული; |
9 |
სახლნი მათნი სავსე არიან, შიში არავინაჲ არს მათა,
ტანჯვაჲ უფლისა მიერ არა არს მათ შორის. |
10 |
მისი ბუღა ბუღობს, არ ააცდენს; მისი ფური იგებს, არ
უკვდება; |
10 |
ფურმან მათმან არა მოაგდო, განერა მაკე იგი მათი და არა
შეეცოდა. |
11 |
ცხვრებივით გარეკავენ თავიანთ ბავშვებს და კუნტრუშობენ მათი შვილები; |
11 |
ჰგიან იგინი ვითარცა ცხოვარნი საუკუნენი და ყრმანი მათნი
იმღერიან. |
12 |
უკრავენ დოლსა და ქნარს და მხიარულობენ სალამურის ხმაზე; |
12 |
აუღებიეს ებანი ღა ქნარი და იხარებენ ჴმითა სახიობისათა, |
13 |
განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად
ჩახდებიან შავეთში; |
13 |
რათა აღასრულნენ კეთილსა შინა დღენი მათნი და განსასუენებელსა ჯოჯოხეთისასა
დაიძინეს. |
14 |
ღმერთს ეუბნებიან: ჩამოგვეცალე! არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზებიო; |
14 |
ჰრქჳს უფალსა: გარეიქეცი ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს. |
15 |
რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო? |
15 |
რაჲ სარგებელ, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? და ანუ რაჲ შესაძინელ, რამეთუ მივეგებვოდეთ
მას? |
16 |
აჰა, მათ ხელში არ არის მათი კეთილდღეობა? ბოროტეულთა რჩევა შორს არის ჩემგან! |
16 |
რამეთუ ჴელთა მათთა შინა იყო კეთილი იგი მათი. და საქმეთა უღმრთოთა იგი არა ხედავს. |
17 |
რამდენგზის ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი? რამდენგზის დასტეხიათ უბედურება? ის
ანაწილებს ხვედრს თავის რისხვის ჟამს. |
17 |
არა ხოლო ეგრე, არამედ უღმრთოთაცა სანთელი და-ვე-შრტეს და მოიწიოს მათ ზედა
დაქცევაჲ და სალმობამან შეიპყრნეს იგინი რისხვისაგან. |
18 |
იქნებიან ჩალასავით ქარის წინაშე და ქარბორბალასგან მოტაცებულ ბზესავით.
|
18 |
და იყვნენ იგინი ვითარცა ბზენი წინაშე ქარსა, ანუ ვითარცა მტუერი, რომელი აღიღის
ნიავქარმან.
|
19 |
განა ინახავს ღმერთი სატანჯველს მისი შვილებისთვის? მხოლოდ მას მიუზღავს და
ეცოდინება. |
19 |
მოაკლდეს ძეთა მისთა ნაყოფი მისი, მიაგოს მათ და ცნას. |
20 |
მისმა თვალებმა იხილონ მისი თასი და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა. |
20 |
იხილედ თუალთა მისთა კლვაჲ თჳსი და უფლისა მიერ ნუ განერებინ, |
21 |
რადგან რაღა საზრუნავი ექნება თავის სახლში სიკვდილის შემდეგ, რადგან მისი თვეები
უკვე დათვლილია? |
21 |
რამეთუ ნებაჲ მისი სახლსა შინა მისსა იყო მის თანა და რიცხუნი თუეთა მისთანი
განიყუნეს, |
22 |
განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს? |
22 |
ვითარ უკუე აწ არამე უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ?
და იგი თავადი კაცისმკლველთა განიკითხავს. |
23 |
ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი; |
23 |
ესე მოკუდეს სიმტკიცითა უგნურებისა მისისათა, რამეთუ ყოვლადვე ფუფუნეულ და
წარმომართებულ იყო. |
24 |
მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი. |
24 |
და ნაწლევნი მისნი სავსე იყვნეს ცრემლითა. ტჳნი მისი განფენილ იყო. |
25 |
ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო. |
25 |
ხოლო ესე აღესრულა სიმწარითა სულისაჲთა. არარაჲ ჭამა არცა ერთ რაჲ კეთილ. |
26 |
ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი. |
26 |
და ერთბამად მიწასა ზედა დაიძინეს და მყრალობამან იგინი დაფარნა |
27 |
აჰა, მიგიხვდით ფიქრებს და მზაკვრობას, რასაც მიმზადებთ. |
27 |
ვითარ-ესე გიცნი თქუენ, კადნიერად ზედამომივალთ მე, |
28 |
რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო? |
28 |
ვითარმედ სთქუათ სამე, ვითარმედ: სადა არს სახლი იგი მთავრისა? და სადა არს
საყოფელი იგი უღმრთოთა? |
29 |
შეეკითხეთ გზაზე ჩამვლელებს და მათ მოწმეებს ნუ უარყოფთ: |
29 |
ჰკითხეთღა თანაწარმავალთ გზისათა და სასწაული იგი მათი არა უცხო იყოს, |
30 |
დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს. |
30 |
რამეთუ დღედ წარწყმედისა მიეცემის უკეთური იგი, დღედ რისხვისა მისისა მიიყვანენ. |
31 |
ვინ ამხილებს მას პირში მისი საქციელის გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის? |
31 |
ვინმე უთხრას წინაშე პირსა მისსა გზაჲ მისი? და მან ქმნა და ვინმე კუალად მოაგოს
მას? |
32 |
სასაფლაოზე წაასვენებენ და მცველად დაუდგება საფლავის ბორცვი. |
32 |
და იგი თავადი საფლავად მიეცა და სამარესა შინა იღჳძებდა. |
33 |
ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ,
ვინც მის წინ იყვნენ. |
33 |
დასტკბნეს მას ღჳნჭანი ჴევისანი და შემდგომად მისა ყოველი კაცი მივიდეს და უწინარეს
მისსა ურიცხუნი. |
34 |
როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები. |
34 |
ვითარ ნუ გეშინის-მცემთ მე ცუდსა ნუგეშინის-ცემასა? ხოლო დაცხრომაჲ თქუენგან არა
არს. |