1 |
მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:
|
2 |
რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი
თავისთვის არის სასარგებლო. |
2 |
აწ არამე უფალი არსა, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ
და მეცნიერებაჲ? |
3 |
რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა
გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი? |
3 |
რაჲმე უკუე ხარკ უფლისაჲ, შენ თუ იყავ საქმითა შენითა
უბიწო? ანუ რაჲ სარგებელ, რამეთუ წრფელ იყავ გზათა შენთა? |
4 |
განა შენი მოშიშების გამო დაგიწყებს მხილებას და წავა
შენთან ერთად სამსჯავროზე? |
4 |
ანუ სიტყუაჲმე ყოსა შენდა მიმართ და გამხილოს შენ და შენ
თანა შევიდეს საშჯელად? |
5 |
განა დიდი არ არის შენი სიბორეტე? განა აქვს ბოლო შენს
შეცოდებებს? |
5 |
აწ არამეა უკეთურებანი შენნი მრავალ არიან? და ურიცხუ
არიან ცოდვანი შენნი? |
6 |
რადგან ტყუილუბრალოდ იხუთავდი შენი მოძმისაგან და
ტანისამოსს ხდიდი შიშველ-ტიტველს; |
6 |
მო-სამე-იხუთევდ ძმათა შენთა ცუდად, სამოსელი შიშუელთა
მოუღე, |
7 |
მწყურვალს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს უკავებდი; |
7 |
არცა წყალი წყურიელთა ასუ, არამედ მშიერთა მოუღე პური. |
8 |
მძლავრისაა ეს ქვეყანა და აღზევებული მკვიდრობს იქ; |
8 |
თუალთვეამე-აღებ პირთა მათთა და მსხემ ჰქმნენ
ქუეყანისანი, |
9 |
ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები
მოსწყვეტია. |
9 |
ქურივნი განავლინენ ცალიერნი და ობოლთა ბოროტსა უყოფდ. |
10 |
ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში
გაძრწუნებს; |
10 |
აწ უკუე გარემოგადგეს შენ საფრჴენი და მოიწია შენ ზედა
ბრძოლაჲ განსაკჳრვებელი. |
11 |
წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა? |
11 |
ნათელი შენი ბნელად გარდაგექცა და ძილსა შინა შენსა
წყალმან დაგფარა შენ. |
12 |
განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა
თავანს, რა მაღალია! |
12 |
ანუ არა, რომელი- იგი მაღალთა მსტოარ არს, იგი ხედავს, და
რომელნი-იგი გინებით იქცევიან, დაამდაბლნა? |
13 |
შენ ამბობ, რა უნდა იცოდეს ღმერთმა, ბურუსიდან რა უნდა
განსაჯოსო? |
13 |
ჩას თუ რაჲმე ცნა ძლიერმან მან, ანუ წყუდიადით სჯიდეს. |
14 |
ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო. |
14 |
ღრუბელი არს საფარველ მისა და ვერ იხილა ვინ და გარემოჲს ცათა ვიდოდის. |
15 |
ნუთუ ძველ გზას ადგახარ, ავკაცები რომ დადიოდნენ? |
15 |
ანუ ალაგნი საუკუნენი დაიცვნე, რომელსა-იგი ვიდოდეს კაცნი მართალნი, |
16 |
რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.
|
16 |
რომელ-იგი შეიპყრეს უჟამოდ? მდინარე მოდინებულ საფუძველნი მათნი.
|
17 |
ღმერთს ეუბნებოდნენ: გაგვეცალე! რას გვარგებსო ყოვლადძლიერი? |
17 |
რომელთა თქჳან: უფალმან რაჲ მიყოს ჩუენ? ანუ რაჲ მოაწიოს ჩუენ ზედა ყოვლისა
მპყრობელმან, |
18 |
მან კი სახლები აღვსო დოვლათით. შორს იყოს ჩემგან ბოროტეულთა რჩევა! |
18 |
რომელმან აღავსნა სახლნი მათნი კეთილითა? ზრახვანი უღმრთოთანი შორს არიან მისგან. |
19 |
უყურებდნენ მართალნი და ხარობდნენ, დასცინოდა მათ უმწიკვლო კაცი. |
19 |
იხილეს მართალთა და განიცინნეს, ხოლო უმანკომან შეურაცხ-ყო; |
20 |
ხომ გაცამტვერდა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ხომ ცეცხლმა შეჭამა! |
20 |
რამეთუ განირყუნა ძალი მათი. და ნეშტი მათი შეჭამა ცეცხლმან. |
21 |
შეეთვისე მას და მშვიდობით იქნები, ამით მოვა შენთან ნეტარება; |
21 |
იქმენღა ფიცხელ, უკუეთუ და-ვითარ-უთმო, გინათუ ნაყოფი შენი იყოს კეთილთა შინა. |
22 |
მიიღე მისი ბაგიდან რჯული და გულში ჩაიდევი მისი სიტყვები; |
22 |
გამოიხუენ პირისაგან მისისა სიტყუანი და დაიკრიბენ სიტყუანი მისნი გულსა შენსა. |
23 |
თუ მიიქცევი ყოვლადძლიერისკენ, აშენდები; მოაშორე უკეთურება შენს კარვებს; |
23 |
უკუეთუ მოიქცე და დაიმდაბლო თავი შენი წინაშე უფლისა, მაშინ განიშორენ საყოფელთაგან
შენთა სიცრუენი. |
24 |
მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო; |
24 |
დაემტკიცე მიწასა ზედა კლდესა შინა, ვითარცა ჴევსა სოფირისასა. |
25 |
ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის. |
25 |
და იყოს შენდა შემწე ყოვლისა მპყრობელი მტერთაგან შენთა. და წმიდად მოგაგოს შენ
ვეცხლი გამოჴურვებული. |
26 |
რადგან მაშინ ყოვლადძლიერში ჰპოვებ ნეტარებას და ღვთისკენ აღმართავ სახეს; |
26 |
და მაშინ განცხადებულებაჲ ჰპოვო წინაშე უფლისა და აღიხილნე თუალნი ზეცად
მხიარულებით. |
27 |
ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შეასრულებ შენს აღთქმებს; |
27 |
ილოცვიდე რაჲ შენ მისსა მიმართ, ისმინოს შენი და მობცნეს შენ კუალად-გებად ლოცვანი
შენნი. |
28 |
რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს. |
28 |
და მოგაგოს შენ სასყიდელი სიმართლისა და გზათა შენთა შენ თანა იყოს ნათელი, |
29 |
თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი. |
29 |
რამეთუ დაამდაბლა იგი და სთქუა: ამპარტავანებდა. და მდაბალი იგი თუალითა აცხოვნოს, |
30 |
ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება. |
30 |
იჴსნას უბიწოჲ იგი და განერეს წმიდითა ჴელითა შენითა. |