1 |
მიუგო იობმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა:
|
2 |
დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო
მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი. |
2 |
და აწ, ესერა, მე თჳთ უწყი, რამეთუ ჴელთა ჩემთაგან არს
მხილებაჲ ჩემი და ჴელი მისი მძიმე იქმნა ჩემ ზედა სულთქმითა. |
3 |
ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის
სამყოფლამდე? |
3 |
ვინმე უკუე ცნას, ვითარმედ ვპოვო იგი და მოვიდეს სრულიად? |
4 |
წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი
პირს. |
4 |
და მითხრას თავისა ჩემისა სასჯელი და პირი ჩემი აღავსოს
მხილებითა. |
5 |
გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც
მეტყოდა. |
5 |
და ვცნა მხილებაჲ იგი, რომელი მრქუა მე და ვაბრძნე,
რაჲ-იგი მითხრას მე. |
6 |
მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა
მხოლოდ. |
6 |
და მრავლითა ძალითა ზედამომიჴდეს მე და მერმე თუ თქმითა
არა მიჴმიოს მე, |
7 |
იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს
დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან. |
7 |
რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მხილებაჲ მის მიერ არს და
გამოიღოს სრულიად სასჯელი ჩემი. |
8 |
აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და ვერ
ვაგნებ მას. |
8 |
და მძღურად წარვიდე და არღარა ვარ, ხოლო უკუანასკნელი
მისი ვინმე იცის? |
9 |
მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ; მარჯვნივ იმალება და
ვერ ვამჩნევ. |
9 |
მარცხენე მისი მოყო და ვერ დავემტკიცე. შემახოს მარჯუენე
და ვერ ვიხილო, |
10 |
მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და
ოქროსავით გამოვდნები. |
10 |
რამეთუ იცნის მან გზანი ჩემნი და გამომიძინა მე, ვითარცა
ოქროჲ |
11 |
მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად. |
11 |
და გამოვიდე მე მცნებითა მისითა, რამეთუ გზანი მისნი
დავიმარხენ და არა გარდავაქციო, |
12 |
მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში
დავიუნჯე მისი პირის სიტყვები. |
12 |
რამეთუ მცნებათა მისთა არა გარდავჴდე, რამეთუ წიაღთა
ჩემთა დავიფარენ სიტყუანი მისნი. |
13 |
ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს
მისი სული, იმას გააკეთებს. |
13 |
უკუეთუ მან თავადმან ესრეთ საჯა, ვინ არს სიტყჳსმგებელ მისა? და რაჲცა-იგი მას უნდა
და ქმნა. |
14 |
ბოლომდე შეასრულებს ჩემს წილხვედრილს - ასეთი ბევრი აქვს მას. |
14 |
ამისთჳს მისა მიმართ ვისწრაფე და სწავლასა შინა მისსა ვიზრუნე |
15 |
ამიტომაც ვძრწივარ მის წინაშე, ჩავუფიქრდები და მეშინია მისი. |
15 |
მისთჳს ამას ზედა. პირისა მისისაგან ვიწყო, განვიცადო და შეგზრუნდე მისგან. |
16 |
ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და შემაძრწუნა ყოვლადძლიერმა. |
16 |
უფალმან მოაჩჩო გული ჩემი და ყოვლისა მპყრობელმან მოსწრაფებაჲ მცა მე. |
17 |
ბარემ დავიღუპო უკუნეთში და ბნელმა დამიფაროს სახე! |
17 |
არა ვჰგონებდ, ვითარმედ მომიჴდეს მე ბნელი და წინაშე პირსა ჩემსა დაფარა
წყუდიადმან. |