1 |
რატომ არ არის დაფარული ყოვლადძლიერისთვის განკითხვის ჟამი, მისი შემცნობელნი კი
ვერ ხედავენ მის დღეებს?
|
1 |
რაჲსათჳსმე უფალი დაავიწყდა ზუავთა.
|
2 |
ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს
იტაცებენ; |
2 |
და უღმრთონი საზღვართა გარდაჴდეს, სამწყსოჲ [!]
მწყემსითურთ წარიტაცეს. |
3 |
ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ; |
3 |
და კარაული ობლისაჲ წარიბეს და ჴარი ქურივისაჲ დაიჴუთეს. |
4 |
გაჭირვებულებს გზიდან აგდებენ; მიიმალნენ ქვეყნის
ჩაგრულნი ერთიანად. |
4 |
გარდაადგინეს უძლურნი გზისაგან სიმართლისა. და ერთბამად
დაეფარნეს მშჳდნი ქუეყანისანი. |
5 |
აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის
საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის; |
5 |
და იქმნნეს იგინი, ვითარცა კანჯარნი ველსა. ჩემთჳს
გამოვიდეს მათნი იგი საქმენი; დასტკბნა მას პური ჭაბუკთა მიმართ. |
6 |
სხვის ყანაში მკიან და ბოროტეულთა ვენახებს იმცვრევენ; |
6 |
ყანაჲ უწინარეს ჟამისა, რომელ არა მათი იყო, მოიმკეს.
უძლურნი იგი უღმრთოთა მათ ვენაჴსა უსასყიდლოდ და უზომობით იქმნევდეს. |
7 |
შიშვლად ათევს ღამეს უმოსასხამოდ, არა აქვს ყინვაში
გადასახური. |
7 |
და მრავალნი შიშუელნი დააწვინნეს თჳნიერ სამოსლისა და
საფარველი გუამისა მათისაჲ მოუღეს. |
8 |
მთის ნიაღვარში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეებს
ეკვრიან; |
8 |
ცუარისაგან მთათასა დაელტნენ და, რამეთუ არა აქუნდა მათ
საფარველი, კლდეთა შინა დაეყუდნეს. |
9 |
მკერდიდან გლეჯენ ობოლს და ღარიბ-ღატაკისგან იხუთავენ; |
9 |
წარიტაცნეს ობოლნი ძუძუთაგან და დავრდომილნი დაამდაბლნეს, |
10 |
შიშველი დაწანწალებს უპერანგოდ და მშივრები დაათრევენ
ძნებს; |
10 |
შიშუელნი დააწვინნეს იგინი სიცრუვით, მშიერთა პური
მოუღეს. |
11 |
მათ შემორაგულში ხდიან ზეთს, საწნახლებში სწურავენ ღვინოს, თავად კი სწყურიათ; |
11 |
იწროთა შინა სიცრუვით უმზირდეს და გზაჲ სიმართლისაჲ არა
იცოდეს. |
12 |
ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის და დაჭრილთა სული
შველას ითხოვს; ღმერთი კი უყურებს ვედრებას. |
12 |
რომელნი ქალაქთაგან და სახლთაგან გამოასხნეს, სულთა
ყრმათა ჩჩჳლთ სულ-შეითქუნეს დიდად და თავადმან რასათჳს ამათი მოხედვა არა
ყო? |
13 |
ზოგნი ნათლის მოჯანყენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ
ჩერდებიან მის ბილიკებზე. |
13 |
ქუეყანასა ზედა ვიდრე იყვნეს იგინი და არა იცნნეს გზანი სიმართლისანი, არცა ალაგთა
მისთა ვიდოდეს. |
14 |
დილიდანვე მზადაა კაცისმკვლელი, ჩაგრულის და ღატაკის მოსაკლავად, ღამით კი
ქურდივითაა.
|
14 |
იცნოდა საქმენი მათნი და მისცნა იგინი ბნელსა. და ღამე იყოს ვითარცა მპარავი.
|
15 |
მემრუშე ბინდის მოლოდინში ფიქრობს, არავინ მომკრასო თვალი, და სახეზე საფარველს
იფარებს. |
15 |
და თუალთა მრუშეთამან იხილოს ბნელი, თქუას: არამე იხილოსმე თუალმან, რამეთუ
საფარველი პირისაჲ დადვა? |
16 |
ბნელში ტეხენ სახლებს, დღისით თავისთვის იკეტებიან, არ უწყიან ნათელი; |
16 |
დათხარა ღამე გუერდი სახლისა, დღისი დაჰბეჭდნეს თავთა თჳსთა, ვერ გულისჴმა-ყვეს
ნათელი, |
17 |
რადგან დილა ბნელეთია მისთვის, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს. |
17 |
რამეთუ ერთბამად განთიად მათ ზედა მოიწია აჩრდილი სიკუდილისაჲ. |
18 |
მსუბუქად წაიღებს მათ წყალი; დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, არავინ გაუხვევს
ვენახებისკენ. |
18 |
სულმცირე არს იგი წინა პირსა წყლისასა. წარწყმედილ იყავნ ნაწილი მისი ქუეყანასა
ზედა გამოჩნდინ ნერგი მათი ქუეყანასა ზედა განჴმელი, |
19 |
გვალვა და სიმხურვალე შთანთქავს თოვლის წყალს. შავეთი კი - ცოდვილებს; |
19 |
რამეთუ მჭელეული ობლისაჲ მისტაცეს, ამისთჳს მოიჴსნნეს ცოდვანი მათნი და, ვითარცა
არმური ცუარისაჲ უჩინო იქმნა. |
20 |
დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს;
ხესავით გადატყდება უკეთურება; |
20 |
მოეგენ მას, რაჲცა-იგი ქმნა, შეიმუსრენ ყოველნი ცრუჲ, ვითარცა ხე, უკურნებელად, |
21 |
ვინც ძარცვავს ბერწ ქალს, შვილდაუბადებელს, და ქვრივოხერს სიკეთეს არ უკეთებს! |
21 |
რამეთუ ბერწსა მას არა კეთილი უყვეს და უცოლოჲ იგი არა შეიწყალეს. |
22 |
სიცოცხლეს უხანგრძლივებს მოძალადეს თავისი ძალით; აჰა, ფეხზე დგას იგი და არ სჯერა,
რომ ცოცხალია. |
22 |
გულისწყრომით დაამჴუნა უძლურნი იგი, აღ-ღა-თუ-დგეს, ნუვე ჰრწამნ ცხორებაჲ თჳსი. |
23 |
აძლევს სიმშვიდეს და იმედს, და თვალს არ აშორებს მის გზებს; |
23 |
და-რაჲ-სნეულდეს, ნუ ესავნ სიცოცხლესა, არამედ დაეცნეს სენითა, რამეთუ მრავალთა
ბოროტი უყო სიმაღლემან მისმან. |
24 |
მცირე ხანს აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან! დაჭკნებიან, როგორც ბალბა და
გახმებიან, თავთავებივით მოიცელებიან! |
24 |
და დაჭნა, ვითარცა მოლოქი სიცხესა და ვითარცა თავი ჴუვილისაჲ წუელისაგან, რომელი
თჳთ დავარდეს. |
25 |
თუ ასე არ არის, ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვებს? |
25 |
უკუეთუმცა იყოს, რომელმან ჰრქუას, ვითარმედ: ნაცილად ვიტყოდე მე ამას, და დასხენინ
ცუდად სიტყუანი ჩემნი. |