1 |
მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:
|
2 |
ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა
თავის ზესკნელში. |
2 |
რაჲმე უკუე აწ წინასწარ იგავ, ანუ შიში მის მიერ სამე,
რომელმან ქმნა ყოვლითურთ ყოველი მაღალთა შინა? |
3 |
თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი
ნათელი? |
3 |
ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ დროებაჲ არს განსაცდელთაჲ? ვიეთ
ზედამე არა მოიწევის მზირი ეგევითარი მის მიერ? |
4 |
რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის
ნაშობს? |
4 |
ვითარმე უკუე იყოს მართალ კაცი წინაშე უფლისა? ანუ ვინმე
განიწმიდოს თავი თჳსი ნაშობმან დედათამან? |
5 |
აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც
არ არიან სუფთანი მის თვალში! |
5 |
უკუეთუ მთოვარესა უბრძანოს და არა გამობრწყინდეს,
ვარსკულავნი არავე წმიდა არიან მის წინაშე. |
6 |
მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც
მატლია! |
6 |
აცადე, კაცი ხენეში და ძე კაცისაჲ მატლი. |