1 |
მიუგო იობმა და უთხრა:
|
1 |
მიუგო იობ და ჰრქუა:
|
2 |
როდის შეწევნიხარ უძლურს? როდის აგიპყრია მკლავი
უმწეოსთვის? |
2 |
ვის კერძო ხარ, ანუ ვისა შეწევნაჲ გეგულების? არამეა,
რომელი მრავლითა ძალითა და მკლავი მისი ძლიერ არს? |
3 |
რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა
გისწავლებია? |
3 |
ანუ ვის აზრახო, არამეა, რომლისა მიერ არს ყოველი
სიბრძნე? |
4 |
ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან? |
4 |
ანუ ვისმე შეუდგე, არამეა, რომლისა მიერ არს სიმდიდრე
ძლიერებისაჲ? ვისმე უთხრენ სიტყუანი, სული ეგე ვისი არს, რომელი გამოვალს
შენგან? |
5 |
აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი. |
5 |
ნუ გმირთა მაჭენონ მე ქუეშე კერძო წყალთა და მოძმეთა
მისთა? |
6 |
გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი
ქვესკნელს. |
6 |
შიშუელ არს ჯოჯოხეთი წინაშე მისსა და არა არს საფარველ
წარსაწყმედელისა. |
7 |
განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა
დედამიწა; |
7 |
განჰმარტეს ბღუარი არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ
არავერასა ზედა. |
8 |
ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ
ღრუბელს; |
8 |
შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა. და ვერ განსთქდეს
ღრუბელნი ქუეშე მისსა, |
9 |
შებურა მთვარის პირისახე, თავის ნისლი შემოატა ირგვლივ; |
9 |
რომელსა უპყრიეს პირი საყდრისაჲ და გარდაართხნის მას ზედა
ღრუბელნი მისნი. |
10 |
შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის
საზღვრამდე; |
10 |
ბრძანებითა მოამრგუალო წინაშე პირსა წყლისასა
აღსრულებამდე ნათელი ბნელსა თანა, |
11 |
ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის მუქარაზე; |
11 |
და სუეტნი ცათანი აღფრინდეს და განჰკრთეს შერისხვითა
მისითა. |
12 |
თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით მოკლა
გველეშაპი; |
12 |
ძალითა დააცხრვო ზღუაჲ და მეცნიერებითა მისითა დარეცილ
არიან ღელვანი. |
13 |
მისი სულით გაბრწყინდა ცა, განგმირა მისმა ხელმა გაქცეული
გველი. |
13 |
და კლიტეთა ცისათა ეშინის მისა, ბრძანებითა მოაკუდინა
ვეშაპი იგი განდგომილი, |
14 |
აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან?
ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას? |
14 |
აჰა, ესერა, ესე არს ნაწილი გზათა მისთაჲ და მერმე კუალად
სიღრმე სიტყუათაჲ ვისმინო მას შინა და ძალი იგი ქუხილისა მისისაჲ ვინ იცის,
ოდეს სადა ყოს? |