1 |
განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:
|
1 |
მერმე შესძინა იობ იგავით და თქუა:
|
2 |
ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად
ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე! |
2 |
ცხოველ არს უფალი, რომელმან დამსაჯა ესრეთ და ყოვლისა
მპყრობელი, რომელმან განამწარა სული ჩემი, |
3 |
ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში, |
3 |
ვიდრემდე საშუმინველი ესე ჩემი თანაღა იყოს და სული
საღმრთოჲ, რომელ არს ცხჳრთა შინა ჩემთა. |
4 |
თუ ჩემმა ბაგეებმა თქვან სიცრუე, და ჩემს ენას დასცდეს
ტყუილი, |
4 |
ნუ იტყჳედ ბაგენი ჩემნი უსჯულოებასა, არცა სული ჩემი
იტყოდის სიცრუესა. |
5 |
შორს ჩემგან, თუ გაგამართლოთ, სიკვდილამდე თუ გავწირო
ჩემი უმწიკვლოება! |
5 |
ნუ იყოფინ, ვითარმცა მართლად გამოგაჩინენ თქუენ, ვიდრე
სიკუდილადმდე ჩემდა, რამეთუ არა განვიშორო უმანკოებაჲ ჩემი. |
6 |
ჩემს სიმართლეზე ვდგავარ მტკიცედ და არ მოვეშვები; არ
დავუგმივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება! |
6 |
სიმართლესა ვერჩდე და არა გარდავაქციო, რამეთუ არა
შემიცნობიეს თავსა ჩემსა უსჯულოებაჲ საქმედ, |
7 |
შეირაცხოს ჩემი მტერი როგორც ბოროტეული და ჩემი
წინააღმდგომი - როგორც უკეთური! |
7 |
არა ეგრე, არამედ დაღათუმცა იყუნეს მტერნი ჩემნი, ვითარცა
დაქცევაჲ უღმრთოთაჲ და, რომელნი ჩემ ზედა აღდგომილ არიან, ვითარცა
წარწყმედა უსჯულოთაჲ. |
8 |
რადგან რისი იმედი ექნება უღვთოს, როცა გაჰკვეთს, როცა
ამოართმევს სულს ღმერთი? |
8 |
და რაჲმე არს სასოებაჲ უღმრთოთაჲ, რამეთუ გულპყრობილ არს?
ესვიდეს თუ უფალსა, გან-მე-ერესა? |
9 |
განა მის ჩივილს შეისმენს ღმერთი, როცა გასაჭირი დაადგება
თავზე? |
9 |
ანუ ვედრებაჲ მისი ისმინოს უფალმან? ანუ მო-ღა-უჴდეს მას
ურვაჲ? |
10 |
ყოვლადძლიერის სასოება ექნება, ღვთის ხსენებაში იქნება
გამუდმებით? |
10 |
აქუნდესმე რაჲ კადრებაჲ წინაშე მისა? გინათუ ხადოდის რაჲ
მას, ისმინოს მისი? |
11 |
მე გასწავლით თქვენ, რა არის ღვთის ხელი, და რაც
ყოვლადძლიერთან არის, არ დავმალავ. |
11 |
არამედ აწ გითხრა თქუენ, რაჲ-იგი ჴელსა შინა უფლისასა და
რაჲ-იგი არს ყოვლისა მპყრობელისა თანა, არა ვტყუო. |
12 |
თქვენ თვითონ გინახავთ ყველას და რად გინდათ ფუჭი
ლაპარაკი? |
12 |
აჰა, ესერა, ყოველთა იცით, რამეთუ ცუდად და ამაოდ
ზედადამესხმით მე. |
13 |
ასეთია ბოროტი კაცის წილი ღმერთთან და მჩაგვრელთა ხვედრი, ყოვლადძლიერისგან რომ
ერგებათ.
|
13 |
ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ, და
მონაგები ძლიერთაჲ მოიწიოს ყოვლისა მპყრობელისა მიერ მათ ზედა. |
14 |
თუ შვილები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისთვის, და მისი
შთამომავლობა პურით ვერ გაძღება. |
14 |
დაღათუ განმრავლდეს ძენი მათნი, საკლავადვე მიეცნენ, გინათუ განმწჳსნენ,
პურისმთხოელ იქმნენ.
|
15 |
მისი დანარჩომნი სიკვდილში დაიმარხებიან და მათი ქვრივები
არ დაიტირებენ მათ; |
15 |
ხოლო, რომელნი ცოცხალღა იყვნენ მათი, სიკუდილითა
მოესრულნენ. ქურივნი მათნი არავინ შეიწყალოს, |
16 |
თუ ქვიშასავით დააგროვებს ოქროს და ზვინებად დაყრის
შესამოსელს, |
16 |
დაღათუ შეიკრიბოს ვითარცა მიწაჲ ვეცხლი და ზედა თიჴაჲ
შეიკრიბოს ოქროჲ. |
17 |
დაყრის, მაგრამ მართალი შეიმოსება და ვერცხლი უდანაშაულოს
შეხვდება წილად; |
17 |
ესე ყოველი მართალთა შეიკრიბონ და ფასი იგი მათი
ჭეშმარიტად დაიპყრან. |
18 |
ჩრჩილივით აშენებს თავის სახლს და დარაჯის ხულასავით
აკეთებს. |
18 |
და იქმნა სახლი მისი ვითარცა მღილი და ვითარცა
დედაზარდლი. მდიდარმან დაიძინა და არღარა შესძინოს, თუალნი მისნი აღიხილნა
და არღარა არს, |
19 |
მდიდარი წვება დასაძინებლად, მაგრამ როდემდის? გაახელს
თვალს და გამქრალია ყოველივე. |
19 |
რამეთუ შეემთხჳნეს ვითარცა წყალნი სალმობანი და ღამე
წარიღო იგი არმურმან. |
20 |
ნიაღვარივით დაატყდება საშინელებანი, ღამით მოიტაცებს მას
ქარიშხალი. |
20 |
აღიღოს იგი სიცხემან და წარიღოს. |
21 |
წაიღებს აღმოსავლეთის ქარი და წავა, ადგილიდან ახვეტავს
მას. |
21 |
და განაბნიოს იგი ადგილით თჳსით. |
22 |
მოისვრის მას და არ შეიწყალებს; ამაოდ ეცდება, დაუსხლტეს
მის ხელს. |
22 |
|
23 |
ხელს ხელზე შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მისი
ადგილიდან. |
23 |
და დაესხას მათ ზედა. და არა ერიდოს ჴელისაგან მისისა,
სივლტოლით ივლტოდის, და იტყუელნეს მის ზედა ჴელნი მისნი და წარიღოს იგი
ადგილით მისით. |