1 |
ხომ აქვს ვერცხლს საბადო და ოქროს - ადგილი, სადაც წმედენ მას;
|
1 |
რამეთუ არს ადგილი ვეცხლისაჲ, ვინაჲ იქმნების, და ადგილი ოქროჲსაჲ, ვინაჲ
გამოვალს,
|
2 |
რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვაა. |
2 |
რამეთუ რკინაჲ ქუეყანით იქმნების და სპილენძი, ვითარცა
ქვაჲ გამოიკუერვის. |
3 |
ადამიანმა საზღვარი მიუჩინა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე
ეძებს ბნელეთისა და წყვდიადის ქვას; |
3 |
წესი დაუდვა ბნელსა და ყოველი დასასრული მან გამოიკითხოს,
ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ. |
4 |
მაღაროს თხრის უკაცრიელში, კაცის ფეხთაგან მივიწყებულ
ადგილებში; |
4 |
განკუეთაჲ ჴევისაჲ მტუერისაგან, ხოლო რომელთა დაივიწყნეს
გზანი მართალნი, მოუძლურდეს კაცთაგან. |
5 |
მიწაა, პურს რომ აღმოაცენებს, მისი ქვეშეთი კი თითქოს
ცეცხლისგან არის სახეცვლილი; |
5 |
ქუეყანისაგან გამოვიდეს პური, ქუეშე მისსა იქცევის,
ვითარცა ცეცხლი. |
6 |
საფირონის საბადოა მისი ქვები და მასთან ოქროს ქვიშა
იპოვება! |
6 |
ადგილი საფირონისაჲ ქვანი მისნი და მიწად ოქროჲ მისი. |
7 |
მისი ბილიკი არ იცის ონავარმა ფრინველმა და ქორის თვალსაც
არ დაუნახავს; |
7 |
ალაგნი მისნი არა იცნის მფრინველმან და არა იხილა იგი
თუალმან ორბისამან. |
8 |
ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს არ გაუვლია; |
8 |
არა დათრგუნეს იგი ძეთა ლაღთათა, არა წარვლო ლომმან. |
9 |
კაჟისკენ გაიშვერს ხელს, ფესვებიანად აყირავებს მთებს; |
9 |
კლდისა მწუერვალთა ზედა განიპყრნა ჴელნი მისნი და
დააქცინა საფუძველითგან მთანი ძნელნი. |
10 |
კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს ჭვრეტს
მისი თვალი. |
10 |
მოქცევნი მდინარეთანი განხეთქნა, ყოველი პატიოსანი იხილა. |
11 |
მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე
გამოაქვს. |
11 |
და სიღრმენი მდინარეთანი გამოაჩინნა და გამოაცხადა ძალი
თჳსი ნათლად. |
12 |
სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი? |
12 |
ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ რომელი ადგილი არს
მეცნიერებისა? |
13 |
მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ
იპოვება. |
13 |
არა იცის კაცმან გზაჲ მისი, არცა იპოების კაცთა შორის. |
14 |
უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ
არისო. |
14 |
უფსკრულმან თქუა: არა არს ჩემ შორის, და ზღუამან თქუა:
არა არს ჩემ თანა. |
15 |
არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;
|
15 |
არა სცეს შეყენება მის წილ, ვერცა ესწორების მას ვეცხლი ნაცვალად მისა,
|
16 |
არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც
საფირონით; |
16 |
ვერცა ესწოროს მას ოქროჲ ოფაზისაჲ: ფრცხილი, ანთრაკი და
საფირონი, |
17 |
ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი
მისი საღირალი არ არის; |
17 |
ვერცა ესწოროს მას ოქროჲ და მანი და ნაცვალად მისა
ჭურჭელი ოქროჲსაჲ, |
18 |
არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე
ძვირფასია სიბრძნე. |
18 |
განსაცხრომელი და მდაბალი არა მოიჴსენოს, და მოიზიდე
სიბრძნე უფროს შინაგანისა. |
19 |
ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, წმიდა ოქროთი არ
აიწონება. |
19 |
არა ესწოროს მას პაზიონი ჰინდოეთისა, ოქროსა თანა წმიდისა
ვერ შეესწოროს. |
20 |
საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი? |
20 |
ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ სადა იყოს ადგილი
გულისჴმისყოფისა? |
21 |
უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის
ფრინველთათვის; |
21 |
დაავიწყდა ყოველსა კაცსა და მფრინველთაგან ცისათა
დავფარა. |
22 |
ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო
მისთვის. |
22 |
წარსაწყმედელმან და სიკუდილისამან თქუეს, ვითარმედ:
გუასმიეს მისი სიკეთე. |
23 |
ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი; |
23 |
უფალმან კეთილად დაამტკიცა გზაჲ მისი. |
24 |
რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს
ცისქვეშეთს ხედავს. |
24 |
და მან თავადმან იცის ადგილი მისი, რამეთუ იგი ყოველსავე,
რაჲ-არს ცასა ქუეშე, ხედავს და იცის ყოველივე, |
25 |
როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა, |
25 |
რავდენი ქმნა ქუეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა
საწყევო, |
26 |
როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა
გაუკაფა, |
26 |
ოდეს ქმნა ესრეთ, იხილა და განრაცხნა და გზაჲ განმარტებით
ჴმითა |
27 |
მაშინ იხილა ის და გამოაცხადა, დააფუძნა და კიდეც
გამოსცადა. |
27 |
მაშინ იხილა და გამოთქუა იგი, გაჰმზადა, გამოიკულია იგი, |
28 |
უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან
განდგომაა შემეცნება. |
28 |
და ჰრქუა კაცსა: აჰა, ესერა, ღმრთისმსახურება არს
სიბრძნე, ხოლო განშორებაჲ ბოროტისაგან არს მეცნიერებაჲ. |