1 |
განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:
|
1 |
მერმე კუალად შესძინა იობ და თქუა იგავით:
|
2 |
ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი
მიფარავდა მე! |
2 |
ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ, რომელთა
მცვიდა უფალი? |
3 |
როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი
ბნელში! |
3 |
ოდეს-იგი ბრწყინვიდა ნათელი მისი ზედა თავსა ჩემსა,
ოდეს-იგი ნათელითა მისითა ვიდოდე ბნელსა შინა, |
4 |
როგორც ვიყავი ჩემი სიყმაწვილის დღეებში ღვთის საფარველით
ჩემს კარავზე! |
4 |
ოდეს-იგი ვიყავ დიდად შუებულ გზათა, ოდეს-იგი უფალი
მოღუაწებასა ჰყოფდა სახლისა ჩემისასა, |
5 |
როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი და ჩემი
ყმაწვილები მეხვივნენ გარს! |
5 |
ოდეს-იგი ვიყავ სიმართლითა დიდ ფრიად. და გარემოს ჩემსა
მონანი ჩემნი, |
6 |
როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა და კლდიდან ზეთის
ნაკადულები მოსჩქეფდა ჩემს წინაშე! |
6 |
ოდეს-იგი გამოდიოდა გზათა ჩემთა ერბოჲ და მთათა ჩემთა
გამოეცემოდა სძე. |
7 |
როცა კარიბჭიდან ქალაქში გავდიოდი და მოედანზე ვიმზადებდი
დასაჯდომელს! |
7 |
რაჟამს-იგი განვიდოდი ქალაქად მსთუად და უბანთა ზედა
დაიდგმოდეს სავარძელნი ჩემნი, |
8 |
დამინახავდნენ ყმაწვილები და იმალებოდნენ, მოხუცებულნი
წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ; |
8 |
მიხილეს მე ჭაბუკთა და დამემალნეს, მოხუცებულნი ყოველნი
ზეაღმიდგიან; |
9 |
მთავარნი კრინტს არ ძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ
მიტანილი; |
9 |
მთავარნი დადუმნეს სიტყჳსაგან ჩემისა და ჴელი დაიდვეს
პირსა მათსა. |
10 |
დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკრობოდათ ენა; |
10 |
ხოლო რომელთა ესმოდა ჩემი, მნატრიდეს მე და ენაჲ მათი
სასასა მათსა აექუა, |
11 |
ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და
მემოწმებოდა; |
11 |
რამეთუ ყურსა რომელსა ესმა, მნატრა, თუალმან, რომელმან
მიხილა, მიმრიდა, |
12 |
რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და
ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა; |
12 |
რამეთუ განეარინე გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, და
ობოლსა, რომელსა არა აქუნდა მწე, შევეწიე. |
13 |
დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და
ქვრივის გული გამიხარებია; |
13 |
კურთხევაჲ წარწყმედულისაჲ ჩემ ზედა მოვიდოდა და პირი
ქურივისა მაკურთხევდა მე. |
14 |
მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა; მოსასხამად და თავსაკვრელად ჩემი
სამართალი მქონდა;
|
14 |
სიმართლე შემემოსა და შევიმკუე სამართალი, ვითარცა სამოსელი.
|
15 |
უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები -
ხეიბრისთვის; |
15 |
თუალი ვიყავ ბრმათაჲ და ფერჴი მკელობელთაჲ, |
16 |
გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე
გამომიძიებია; |
16 |
რამეთუ ვიყავ მამაჲ ობოლთა, უძლურთაჲ; სასჯელი, რომელი
არა ვიცოდე, გამოვიძიე. |
17 |
ავკაცისთვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი
გამომიგლეჯია. |
17 |
შევმუსრენ შუანი ცრუთანი და შორის კბილთა მათთა ნატაცები
გამოუღე. |
18 |
მეგონა, სიბერეში მოვკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი
იქნებოდა ჩემი დღეები; |
18 |
ვთქუ: ვითარმედ ჰასაკი ჩემი დაბერდეს, ვითარცა ხე
დანაკისკუდისაჲ მრავალ ჟამ ვცხონდე. |
19 |
ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს
გაათევდა ცვარი. |
19 |
ძირნი განვირთხნე წყალთა ზედა და ცუარი იქცეოდის სამკალსა
ჩემსა ზედა. |
20 |
კვლავ აღმიდგებოდა ჩემი დიდება და მშვილდი განმიახლდებოდა
ხელში. |
20 |
დიდებაჲ ჩემი ცუდად იქმნა ჩემ თანა და მშჳლდი ჩემი ჴელთა
შინა ჩემთა არს. |
21 |
მისმენდნენ და იყვნენ მოლოდინში, დუმდნენ ჩემს რჩევაზე. |
21 |
ჩემი ესმოდა და მერჩდეს, დადუმნეს ზრახვასა ჩემსა |
22 |
ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს დასძენდნენ, თავზე
ეწვეთებოდათ ჩემი ნათქვამი; |
22 |
და სიტყუათა ჩემთა ზედა არღარა შესძინეს. და მხიარულ
იქმნიან, უკუე სადა ვეტყოდი მათ, |
23 |
როგორც წვიმას, ისე მელოდნენ, და როგორც ისხარს, პირს
მიშვერდნენ; |
23 |
ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი, რომელი მოელინ წჳმასა, ეგრეცა
ესენი სიტყუათა ჩემთა. |
24 |
გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, ჩემი სახის ნათელი არასოდეს
მოუღრუბლავთ. |
24 |
უკუეთუ განვიცინნი მათდა მიმართ, არა ჰრწამნ და ნათელი
პირისა ჩემისაჲ არა დავარდებოდა. |
25 |
გზებს ვურჩევდი და მთავრად ვიჯექი; ვემკვიდრე, როგორც
მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი. |
25 |
გამოვიძიენ გზანი მათნი და დავჯედ მთავრად და დამკჳდრებულ
ვიყავ, ვითარცა მეფე შორის ახოვანთა, ვითარცა ვნებულთა ნუგეშინის-ვსცემდ. |