1 |
მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე.
|
1 |
და ამისა შემდგომად აღაღო იობ პირი თჳსი და სწყევდა დღეთა თჳსთა
|
2 |
ალაპარაკდა იობი და თქვა: |
2 |
და თქუა: |
3 |
დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა,
კაცი ჩაისახაო! |
3 |
წარწყმდინ დღე იგი, რომელსა მე ვიშევ და ღამე იგი,
რომელსა თქუეს, ვითარმედ: წული არს. |
4 |
დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას უფალმა ზეგრდამო,
აღარ ინათოს მასზე ნათელმა. |
4 |
ღამე იგი იყავნ ბნელ და ნუ გამოიძიოს უფალმან ზეგარდამო,
ნუცა მოვალნ მას ზედა ნათელი. |
5 |
მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი
გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს! |
5 |
და იპყარნ იგი ბნელმან და აჩრდილმან სიკუდილისამან. და
მოვიდეს მას ზედა ნისლი და წყევა დღისა და ღამემან მოაწიოს ბნელი. |
6 |
ბნელმა წაიღოს ის ღამე! არ გაიხაროს წლის დღეთა შორის!
თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს! |
6 |
ნუ იყოფინ იგი დღედ წელიწადისად, ნუცა შეერაცხებინ დღეთა
თთუეთასა. |
7 |
აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული! |
7 |
არამედ ღამე იგი იყავნ სალმობით და ნუ მოვალნ მას ზედა
სიხარული და ნუცა მხიარულებაჲ. |
8 |
შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა! |
8 |
არამედ წყევენ იგი, რომელმან წყეოს დღე იგი, რომელი-იგი
ჴელთდებად ვალს ვეშაპსა მას დიდსა. |
9 |
დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს
და არ ჩანდეს, ვერ იხილოს ცისკრის წამწამები! |
9 |
დაბნელდედ ვარსკულავნი მის ღამისანი და ნუ დაადგრებინ და
ნუცა განათლებად მოვალნ და ნუ იხილავნ მთიებსა აღმომავალსა. |
10 |
რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს! |
10 |
რამეთუ არა დაჰჴშნა ბჭენი საშოსა დედისა ჩემისანი. და
განმაშორა სალმობაჲ თუალთაგან ჩემთა. |
11 |
რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი
გამოსვლისთანავე? |
11 |
რაჲსათჳს მუცელსავე შინა არა მოვჰკუედი? საშოთ რაჲ გამოვედ და არა მეყსეულად
წარვწყმდი? |
12 |
რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა, რა იყო ის ძუძუ, რომელსაც
ვწოვდი? |
12 |
ანუ რაჲსათჳს შემემთხჳნეს მუჴლნი? ანუ რასათჳს ძუძუთა განმზარდეს მე ? |
13 |
ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით! |
13 |
აწმცა დაწოლილ ვარ და დაყუდებულ, და-მცა-ვიძინე, და განვისუენე. |
14 |
მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, აკლდამებს რომ იშენებენ თავისთვის.
|
14 |
მეფეთა თანა მზრახვალთა ქუეყანისათა, რომელნი იზახებდეს მახჳლებითა მათითა,
|
15 |
ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო აქვთ, ვერცხლით რომ ივსებენ სახლებს. |
15 |
ანუ მთავართა, რომელთა თანა იყო ოქროჲ ფრიად, რომელთა აღევსნეს სახლნი მათნი
ვეცხლითა. |
16 |
რატომ არ ვარ მკვდრადნაშობივით გადამალული, ჩვილივით, რომელსაც სინათლე არ უნახავს! |
16 |
ანუ ვითარცა მორყუნილი რაჲ გამოჴდის საშოთ, ანუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელთა არა იხილეს
ნათელი. |
17 |
ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ; |
17 |
მუნ უღმრთოთა თანა აღაგზნეს გულისწყრომაჲ რისხვისა. მუნ განისუენეს მაშურალთა
ჴორცითა, |
18 |
იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით; |
18 |
ერთბამად, საუკუნეთა მათ არა ესმის მათ ჴმაჲ ხარკისმკრებელთა. |
19 |
იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია. |
19 |
მცირე და დიდი მუნ არს და მსახური უშიშად უფლისა თჳსისა. |
20 |
რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს და სულგამწარებულს - სიცოცხლე, |
20 |
რაჲსათჳსმე მოეცა განმწარებულთა ნათელი და ცხორებაჲ, რომელნი სალმობასა შინა არიან,
სულნი, |
21 |
სიკვდილის მონატრულთ და ვერმპოვნელთ, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ; |
21 |
რომელთა სწადის სიკუდილი და ვერ მიემთხჳნიან და ეძიებენ მას, ვითარცა საფასესა. |
22 |
უზომოდ გახარებულს, აღტაცებულს, საფლავის პოვნით, |
22 |
და მხიარულ იქმნიან, რაჟამს მიემთხჳნიან, |
23 |
კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს? |
23 |
რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს, და შეაყენა ღმერთმან მათ ზედა. |
24 |
რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი! |
24 |
უწინარეს საზრდელისა ჩემისა სულთქმანი მოიწევიან. ვცრემლოვი შეყენებული შიშისა, |
25 |
რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა! |
25 |
რომლისათჳს ვზრუნევდი, მოიწია ჩემ ზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე. |
26 |
აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება. |
26 |
ვერცა მშჳდობით ვიყავ, ვერცა მყუდროებით და ვერცა განვისუენებდ. და მოიწია ჩემ ზედა
რისხვა. |