1 |
დამცინიან ჩემზე უმრწემესნიც, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებში არ გავრევდი;
|
1 |
აწ, ესერა, მეცინიან. უნაკლულევანესნი აწ, ესერა, მასწავებენ მე ზოგს-რასმე,
რომელთანი შეურაცხ-მეყუნეს მამანი მათნი, რომელნი არა შემერაცხნეს სწორად ძროხათა
მძოვართა ჩემთასა.
|
2 |
რაღაში მარგია მათი მკლავის ძალა? სიბერე ეწია მათ. |
2 |
და ძალი იგი ჴელთა მათთა რავდენ არს ჩემდა? მათ ზედა
წარწყმდა აღსასრული. |
3 |
შიმშილისგან გაძვალტყავებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში,
დიდი ხნის მიტოვებულ ტრამალებში; |
3 |
ნაკლულევანებასა და სიყმილსა შინა იყვნეს, რომელნი
ივლტოდეს ურწყულსა გუშინ იწროებისაგან და უბადრუკებისა, |
4 |
ქათანაცარას წიწკნიან ბუჩქებდაან და კურდღლისცოცხას
ფესვებია მათი პური; |
4 |
რომელნი მდელოსა კრებდეს მთათა შინა, რომელთაჲ მხალი იყო
მათა საზრდელად, უპატიონი და განქარვებულნი, ნაკლულევანნი ყოვლისაგან
კეთილისა, |
5 |
ადამიანთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰყვებიან; |
5 |
რომელნი ძირსაცა ხეთასა იცოხნიდეს სიყმილისაგან დიდისა,
ჩემ ზედა აღდგომილ არიან მპარავნი, |
6 |
რომ ხევ-ხუვებში და მიწის მღვიმეებში იცხოვრონ; |
6 |
რომელთანი სახლნი მათნი იყვნეს ჴურელნი კლდეთანი, შორის
საოხრელთა ღაღადებდეს. |
7 |
ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარების ქვეშ იყუჟებიან; |
7 |
რომელნი ქარქუეტითა ველისათა იზარდებოდეს, უგუნურთა. |
8 |
არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან; |
8 |
შვილთაგან უპატიოჲ სახელი და მორჩილებაჲ დაშრეტილი
ქუეყანით. |
9 |
ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი; |
9 |
აწ, ესერა, ქნარი მათი მე ვარ, და მე სასიტყუელად ვაქუ. |
10 |
ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ
სახეში, |
10 |
მომიძაგეს მე და განდგეს ჩემგან შორად, და პირსა წინაშე
ჩემსა არა მერიდნეს ნერწყუად; |
11 |
რადგან ახსნეს ჩემი თოკი და შემაჭირვეს, ლაგამი დამიგდეს
წინ. |
11 |
აღახუნა კაბარჭთა მისთა და განმაბოროტა მე, და აღჳრნი
ამასხნა პირსა ჩემსა. |
12 |
მარჯვნივ ნაბიჭვარი აღმიდგა და ფეხებში მცემენ, ჩემი
დაღუპველი გზები მოასწორეს; |
12 |
მარჯუენით მცენარისა აღდგომილ არიან. ფერჴი მისი განირთხა
და გზა-უყო ჩემდამო ალაგთა წარსაწყმედელთა მისთა. |
13 |
დამინგრიეს გზა-სავალი ჩემს დასამხობად, შემწეც არ უნდათ; |
13 |
შეიმუსრნეს ალაგნი ჩემნი, განმძარცუა სამოსელი ჩემი,
რამეთუ ისარნი მისნი დამასრინა მე. |
14 |
თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან; |
14 |
და მიზამს მე, რაჲცა უნებს, სალმობათა შინა შებღალულ ვარ, |
15 |
საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა
დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი; |
15 |
კუალად მომექცევიან მე სალმობანი ჩემნი: წარჴდა სასოებაჲ
ჩემი, ვითარცა ქარი და ვითარცა ღრუბელი, ცხორებაჲ ჩემი. |
16 |
და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;
|
16 |
და აწ ჩემგან განვიდეს სული ჩემი. მოცემულ არიან ჩემდა დღენი სალმობისანი.
|
17 |
ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს
სახსრებს; |
17 |
ღამე ძუალნი ჩემნი შეიწუიან და ძარღუნი ჩემნი დაჴსნილ
არიან. |
18 |
ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით
მაქვს შემოჭერილი; |
18 |
დიდითა ძალითა შებმა-უყო სამოსელსა ჩემსა, ვითარცა საყელე
კუართისა ჩემისაჲ გარემომადგეს მე. |
19 |
ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე; |
19 |
შემრაცხა მე სწორად თიჴისა, მიწისა თანა და ნაცრისა დადვა
ნაწილი ჩემი. |
20 |
შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენს წინაშე და
ვერ მამჩნევ; |
20 |
ვღაღადებ შენდამი და არა ისმენ ჩემსა, დავდეგ და არა
განმიცადეს მე. |
21 |
მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი; |
21 |
და ზედამომიჴდეს მე უწყალოდ, ჴელითა მტკიცითა მტანჯავ მე. |
22 |
ამწიე და ქარზე შემაგდე, ქარიშხალს მიმეცი
გასაცამტერებლად. |
22 |
და განაწესენ ჩემ ზედა სალმობანი და განმაგდე მე
ცხორებისაგან. |
23 |
ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ
სახლში; |
23 |
ვიცი, რამეთუ სიკუდილმან შემმუსროს მე, რამეთუ სახლ
ყოვლისა მოკუდავისა მიწაჲ არს. |
24 |
განა ნანგრევიდან არ იწვდიან ხელს და უბედურებაში არ
ითხოვენ შველას? |
24 |
უკუეთუმცა ვითარ ძალ-მედვა თავსა ჩემსა ჴელისა შეყოფა,
გინათუმცა ვის ვევედრე სხუასა და მიყო ესე, |
25 |
განა არ მიტირია ბედშავზე? განა არ მიწუხნია
გაჭირვებულზე? |
25 |
რამეთუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და
სულთ-ვითქუემდ, ვიხილე კაცი ურვასა შინა. |
26 |
ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს
ვთესავდი და ბნელი მოვიდა; |
26 |
მოველოდე კეთილსა და აჰა, ესერა, შემემთხჳნეს მე დღენი
ბოროტნი. |
27 |
შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა; |
27 |
მუცელი ჩემი დუღს და არა დადუმნეს; მომეწიფნეს მე დღენი
სიგლახაკისანი, |
28 |
ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და
შველას ვითხოვ; |
28 |
სულთქმით ვალ მე თჳნიერ ჭირისა. და ვდგა მე კრებულსა
შორის და ვღაღადებ. |
29 |
ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს; |
29 |
ძმაჲ ვიქმენ ურჩხულთა და მოყუას სირთა. |
30 |
კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს
ძვლები; |
30 |
ტყავი ჩემი დაბნელებულ არს დიდძალად და ძუალნი ჩემნი
სიცხისაგან. |
31 |
მოთქმად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად ჩემი
სალამური! |
31 |
გარდამექცა სიხარული ჩემი გლოვად და მხიარულებაჲ ჩემი
ტირილად. |